თბილისის დროით 17:32 საათზე საქართველოში მიწისძვრა მოხდა. საქართველოს სეისმოლოგიური მონიტორინგის ცენტრში აცხადებენ, რომ 5.9 მაგნიტუდის მიწისქვეშა ბიძგები შავ ზღვაში, ქალაქ ფოთიდან დასავლეთით, 57 კილომეტრზე დაფიქსირდა. საერთაშორისო სეისმოლოგიური პორტალის quakes.globalincidentmap.com-ის ინფორმაციით, შავ ზღვაში მიწისძვრა 18.7 კილომეტრის სიღრმეში მოხდა. მიწისძვრის ხანგრძლივობას ამ წუთებში ადგენენ. მიწისქვეშა ბიძგები თბილისშიც იგრძნობოდა.
წყარო: http://news.ge
|