20 დეკემბერი 14:46
სინოდის სხდომა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. საპატრიარქოდან გამოსული ვანისა და ბაღდადის მიტროპოლიტ ანტონის განცხადებით, მამა გაბრიელი სხდომაზე წმინდანად შეირაცხა.
მისი ხსენების დღე 2 ნოემბერს იქნება. სინოდმა ასევე განიხილა აფხაზეთში მოკლული მამა ანდრიას წმინდანად შერაცხვის საკითხი.
მიტროპოლიტ ანტონის თქმით, სინოდმა ისაუბრა ქვეყნისთვის მნიშვნელოვან სხვა მრავალ თემაზეც. "ერისთვის რაც საყურადღებოა ყველაზე უფრო, ეს ის არის, რომ მამა გაბრიელი წმინდანად შეირაცხა", - განაცხადა მიტროპოლიტმა ანტონმა.