ორიგინალური ფაუნით გამორჩეულ ჩრდილოეთ ავსტრალიაში ბინადრობენ ე.წ.
"ტალავერის" ფრინველები. მათ შორის განსაკუთრებით გამოირჩევა "ტალავერის
დიდი ფრინველი" (ანუ ქლამიდერა). მამალი ქლამიდერას მთავარი სიამაყე
მისი კეფაზე წამოფოფრილი ვარდისფერი ქოჩორია, რითაც იგი მშვენიერი სქესის
წარმომადგენელთა ყურადღებას იპყრობს.
დედალი ქლამიდერები ცალკე
ცხოვრობენ, ბუდეები კარგად აქვთ შენიღბული და "ახალგაზრდების აღზრდით"
არიან დაკავებული, მამლები კი მათ მოსახიბლად, მთელი წელიწადი "ფართო
აპარტამენტებს" - ტალავერებს აშენებენ დაცულ და თვალს მიფარებულ ადგილზე.
რაც
მთავარია, "სასახლის" შესასვლელში, მამალმა თავის რჩეულს ფერხთით უხვად
უნდა დაუყაროს "თვალ-მარგალიტიც" - ფერადი კენჭები, შუშის ნამსხვრევები,
ნიჟარები, ათასგვარი ბრჭყვიალა ნივთი... თუმცა დედლების არჩევანს
მხოლოდ სამკაულის რაოდენობა არ წყვეტს - მთავარი მაინც თავად ტალავერის
სილამაზეა. ამიტომ წამოჩიტული მამლები, სანამ საკუთარი ტალავერის
მშენებლობას შეუდგებიან, ძველი ნაგებობების "დიზაინს" დიდი ყურადღებით
სწავლობენ...
მაგარია,რამოდენიმე ხნის უკან ვუყურე საზოგადოებრივზე ამ ფრინველებზე გადაცემას,რასაც ეს ფრინველი აკეთებს ამაზე მეტი სილამაზე თუ არსებობს დედამიწაზე არამგონია
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს [ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!