უბედური შემთხვევა მოხდა კახეთში. ლაგოდეხის რაიონში მდინარე ტაბლის ხეობაში მაშველებმა რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
საგანგებო სიტუაციების და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლები დაკარგულს ათი საათის განმავლობაში ეძებდნენ.
მამაკაცი მეგობრებთან ერთად ლაგოდეხში სანადიროდ იმყოფებოდა. თვითმხილველების თქმით,34 წლის მამაკაცს ფეხი დაუცდა და 35 მეტრის სიმაღლიდან ხევში გადავარდა.
გარდაცვლილს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.