ბრიტანელი ქათამი, მეტსახელად კეროლ ვორდერმანი 8-მდე ითვლის. 47 წლის დიასახლისი ჰელენ ჯონსი გაოგნებული დარჩა, როდესაც აღმოაჩინა, რომ მისი ქათამი ბანქოს ქაღალდზე ნისკარტით იმდენჯერ აკაკუნებდა, რამდენ გამოსახულებასაც ბანქოზე ხედავდა. მისი თქმით, კეროლი ჯერჯერობით მხოლოდ 8 გამოსახულებას არჩევს, თუმცა დიასახლისი გონიერ ფრინველს ავარჯიშებს და იმედოვნებს, რომ მეტ წარმატებას მიაღწევს.როგორც ჰელენი ამბობს, ქათამთან სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო, რათა "მეცადინეობის" მიმართ ინტერესი არ დაკარგოს. დიასახლისი ფრინველს საშუალოდ 2-3 წუთის განმავლობაში ავარჯიშებს. თითოეული სწორი პასუხისთვის კეროლი ჯილდოს იღებს.
კეროლის მიბაძვას სხვა ქათმებიც ცდილობენ, თუმცა ჯერჯერობით უშედეგოდ.
მომზადებულია Novostiua.net-ის მიხედვით.