სახელმწიფო დღესასწაულებზე, ამერიკის შეერთებული შტატების დიდ ტრასებზე მდებარე პატარა რესტორნებში ფინჯანი ყავით უფასოდ უმასპინძლდებიან, რადგან ამ დროს ტრასები გადატვირთულია და ამით დაღლილ მძღოლებს ეხმარებიან, ფხიზლად იყონ და საჭესთან არ ჩაეძინოთ.
ინგლისელი მკვლევრები ამტკიცებენ, რომ რვაათასმეტრიან მწვერვალზე ასვლისას, ალპინისტების საუბრის 9,5 პროცენტი საექსპედიციო გეგმასა და პოლიტიკას ეხება, 0,5 პროცენტი – ქალებს, დანარჩენი 9,5 პროცენტი კი – საჭმელს.
პირველი სალარო აპარატი ჯეიმს რიტმა 1878 წელს გამოიგონა.
უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში ჩვენს პლანეტაზე მილიარდერების რაოდენობა 705 ადამიანით გაიზარდა. სამაგიეროდ, უფრო მოიმატა სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფთა რიცხვმაც – მან 68 მილიონი შეადგინა
თხუთმეტჯერ მოკვდა ეკრანზე დენირო. მისი რანგის ვარსკვლავთა შორის ჰოლივუდში ეს რეკორდია, რომელიც ჯერ ვერავინ მოხსნა.
გასული საუკუნის 80-იან წლებში კანადელმა ქირურგებმა შემოიღეს ნოუ-ჰაუ, რომელიც საშუალებას იძლევა, ჩატარდეს განმეორებითი ოპერაციები ხელახალი გაჭრის გარეშე. კაცობრიობა ქირურგიის ამ „ნოუ-ჰაუს" – „ელვა შესაკრავს" – მეცხრამეტე საუკუნიდან იცნობს
1941 წელს „მეფე-ზარბაზანი" გადაღებეს, რომ ღამით მთვარის შუქი არ აერეკლა და ფაშისტი ბომბდამშენებისთვის სამიზნე არ გამხდარიყო.
პლაცებო არის სამედიცინო დანიშნულების სიმულატორი, რომლის საშუალებითაც ექიმები ავადმყოფებს არწმუნებენ რომ ის გამოჯანმრთელდება. პლაცებოთი მკურნალობის დროს ავადმყოფი იღებს ინერტულ შაქრის წამალს – ექიმი კი არწმუნებს რომ ამ პროცედურის შემდეგ ის გამოჯანმრთელდება, მაგრამ უმალავს წამლის ინერტულობის ფაქტს. ეს ქმედება საჭიროა იმისთვის, რომ პაციენტმა ირწმუნოს საკუთარი გამოჯანმრთელების შესახებ. ეს ფენომენი ცნობილია პლაცებოს ეფექტის სახელით. პლაცებო ფართოდ გამოიყენება მედიცინაში, პლაცებოს ეფექტი კი გავრცელებული ფენომენია. პლაცებოს ეფექტი მიანიშნებს ფაქტზე – თუ რამდენად მნიშვნელოვანია ტვინის როლი ადამიანის ჯანმრთელობაში. ჰენრი ნოულს ბიჩერის ძლევამოსილი პლაცებოს გამოქვეყნებამდე (1955 წელი) მიიჩნეოდა რომ ფენომენს მხოლოდ კლინიკურად მნიშვნელოვანი ეფექტი ჰქონდა კლდოვანი ციხესიმაგრე, დუბლინი, ირლანდია რამდენად დიდია "ირმის ნახტომის" გალაქტიკა?● "ირმის ნახტომის" გალაქტიკაში მინიმუმ 200 მილიარდი ვარსკვლავია.● დედამიწიდან დანახული ყველა ვარსკვლავი "ირმის ნახტომის" გალაქტიკას ეკუთვნის. ● მეცნიერთა ვარაუდით, გალაქტიკის 10 მილიარდ ვარსკვლავს ჰყავს ისეთი პლანეტა (ან პლანეტები), რომლებიც სიცოცხლისთვის ვარგის ზონაში მდებარეობენ.
● "ირმის ნახტომის" გალაქტიკის ცენტრი მზისგან 26 000 სინათლის წლის მოშორებით მდებარეობს.
● "ირმის ნახტომის" დიამეტრი დაახლოებით 100 000 სინათლის წელიწადია.
● "ირმის ნახტომის" წონა 1-1.5 ტრილიონი მზის მასის ტოლია.
● "ირმის ნახტომი" რომ ფეხბურთის სტადიონის ზომამდე შევამციროთ, მზის სისტემა 1 მილიმეტრამდე დაპატარავდება, რაც ქვიშის მარცვლის ზომისაა.
● თუკი მზის სისტემას მონეტის ზომამდე (25 მმ) შევამცირებთ, "ირმის ნახტომის" დიამეტრი 2000 კმ იქნება.
უცნაური, მაგრამ გულწრფელი მეგობრული წყვილები ცხოველებში. მეგობრობა პოტენციურ ნადავლსა და მტაცებელს შორისაც ყოფილა შესაძლებელი. ეს ადამიანები არიან, რომ ვერ უგებენ ხოლმე ერთმანეთს, თორემ ცხოველებს ნაკლებად აქვთ მსგავსი პრობლემა ფასდაკლების სეზონზე ესპანურმა ტანსაცმლის მაღაზიათა ქსელმა Desigual-მა მოაწყო ორიგინალური აქცია სლოგანით: "შემოდით საცვლებით, წადით ჩაცმულები". ათასობით ადამიანი იცდიდა ცივ ამინდში Desigual-ის მაღაზიებთან მთელი მსოფლიოს მასშტაბით იმ იმედით, რომ მოხვდებოდნენ 100 იღბლიანთა შორის (რომლებიც უფასოდ შეომოსებოდნენ ბრენდის ტანისამოსით). მათთვის, ვინც ვერ მოხვდა 100 ადამიანთა შორის, Desigual-მა ფასები გაანახევრა. ძველი ფეხსაცმელების ხე იყო ნევადის ერთ-ერთი გზისპირა სანახაობა მანამ, სანამ მას ვანდალები არ მოჭრიდნენ 2011 წელს. ხეზე დაკიდებული იყო ასობით წყვილი ფეხსაცმელი. ადგილობრივების თქმით, ხალხმა დაიყო თავიანთი ფეხსაცმელების მასზე ასროლა 1990-იანი წლებიდან. ერთხელ,როცა ლუი XIV-ს ესპანეთის ელჩი ესტუმრა მიღებაზე დილით,საძინებელში,უხერხულ სიტუციაში აღმოჩნდა - სამეფო მიღება "ღამის ქოთანზე" (ის საზეიმო მიღებების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ატრიბუტს წარმოადგენდა) ტარდებოდა, ელჩს სიმყრალისგან თვალები აეწვა და მეფეს თავაზიანად სთხოვა,მიღება პარკში გადაეტანათ და თავად თავქუდმოგლეჯილმ დატოვა საძინებელი.თუმცა პარკში,სადაც უიღბლო ელჩს იმედი ჰქონდა,რომ სუფთა ჰაერზე აღმო ჩნდებოდა,სიმყრალისაგან გული წაუვიდა,რადგან ვერსალში კანალიზაცია რ ჰქონდათ დ ნებისმიერი ბუჩქი ტუალეტის მოვალეობას ასრულებდა.ბეფე-მზე,ისევე როგორც ყველა დანარჩენი მონარქი,ნებას რთავდა სასახლის ამალას,ტუალეტად სასახლის ნებისმიერი კუთხე გმოეყენებინათ. ლუვრს პერიოდულად ტოვებდნენ მისი დიდებული მობინადრეები,რათა სასახლე დაესუფთავებინათ და გაენიავებინათ" ესპანეთის მეფე ფილიპე III (1578-1621) ბუხრის წინ გარდაიცვალა.იგი სიცხისგან დაიწვა,რადგან მისმა კარისკაცებმა დროულად ვერ მოძებნეს გრანდი,ვისაც მეფის სავარძლის გადაადგილების უფლება ჰქონდა. "ტყის ანტილოპის ნეხვის გადაფურთხება" არის საკმაოდ პოპულარული აფრიკული სპორტი იმისათვის, რომ იმართებოდეს მისი ოფიციალური შეჯიბრი. მონაწილეთა ამოცანაა, პირში ჩაიდონ ანტილოპის მოსაქმებული და რაც შეიძლება შორს გადაისროლონ. (სურათზე ხედავთ შეჯიბრის ბედნიერ მონაწილეებს:) ნიუ-იორკში, მანჰეტენის სამეზობლოში მდებარეობს ადგილი სახელწოდებით "ჯოჯოხეთის სამზარეულო", რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ცნობილი იყო გარყვნილების ზეობით, ძალადობის ფაქტების, სხვადასხვა დანაშაულის სიმრავლით (განსაკუთრებით 1920-იანი წლებიდან, როცა აშშ-ში "მშრალი კანონი" მიიღეს). სავარაუდოდ, ამ ადგილის სახელწოდება მომდინარებს იმავე სახელის მქონე არც თუ უსაფრთხო საერთო საცხოვრებლიდან, რომელიც ამჟამად აღარ არსებობს. დღეს ხალხი უპირატესობას ანიჭებს, მას კლინტონი უწოდოს. დანაშაულებათა რაოდენობა შემცირდა, თუმცა მაინც მრავლადაა შემორჩენილი პორნოგრაფიული მაღაზიები და სტრიპტიზ-ბარები. Vale Da Lua (მთვარის ველი) არის მდ. სან მიგელის მიერ ქვის აუზი ბრაზილიაში. აქ ნახავთ უარმრავ სხვადასხვაგვარ კლოდვან წარმონაქმნს, რომელთაგან ზოგიერთი დაახლ. 1,8 მილიარდი წლისაა. აქ არის ასევე მღვიმეები, ლაბირინთული გამოქვაბულები, ჩანჩქერები. კოსმოსიდან ეს ტერიტორია განათებულ ადგილად ჩანს, რაც გამოწვეულია კვარცის შემცველობითა და სიგლუვით, სისწორით. მთვარის ველს გარშემო აკრავს ტყე მრავალფეროვანი ფლორითა და ფაუნით. ტყეში ხარობს ორქიდეის რამდენიმე სახეობა. მთვარის ველის ლანდშაფტი ცვლილებებს დღემდე განიცდის ტუალეტის ქაღალდი 1800-იან წლებში გამოიგონეს. მანამდე კი გამოიყენებოდა ყველაფერი, რაც კი გამოდგებოდა.. მაგ., შეძლებულ ხალხს ჰქონდა იმის ფუფუნება, რომ სუფთა ტილო გამოეყენებინათ. ღარიბები იყენებდნენ ძონძებს, ჩვრებს, ფოთლებს და, როგორც ერთ-ერთი წყარო გვატყობინებს, ხელებსაც კი. სურათზე ხედავთ მე-18 საუკუნის პორტატულ ტუალეტს.:D:D:D დეზოდორანტი არ არსებობდა 1880-იან წლებამდე. შეძლებული ადამიანები ცდილობდნენ თავიანთი სუნი სხვადასხვა სურნელებით დაეფარათ, მაგრამ ეს არც თუ ისე ეფექტურად გამოსდიოდათ. 1888 წლიდან სამყაროს ეშველა (გარკვეულწილად), როცა დაიწყო დეზოდორანტის წარმოება ფილადელფიაში (აშშ). პირველი ბრენდი იყო "Mum" ("ჩუმი"; მას მალამოს სახე ჰქონდა), რომლის პროდუქცია დღესაც იყიდება. Die Badende არის მობანავე ქალბატონის 2-ტონიანი სკულპტურა ჰამბურგში მდებარე ტბაში (Inner Alster Lake) (გერმანია). მისი ავტორია გერმანელი სკულპტორი ოლივერ ვოსი. სკულპურა არის ერთგვარი რეკლამა ბრიტანული კოსმეტიკური კომპანიისა, რომელიც ხელს უწყობს ბანაობის "ხელოვნების" განვითარებას.
წყარო: http://facebook.com
|