ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
ტყის ქათამზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4114
მტკვარზე თევზაობა   
Shamanპასუხების რაოდენობა: 55
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 200
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2012 » ოქტომბერი » 7 » იცით თუ არა რომ??    

23:21:31
იცით თუ არა რომ??
მსოფლიოში ყველაზე დიდი სერიული ავტომობილია ford f650, მისი წონა 12 ტონაზე მეტია, მისი ფასია 80000$

20 ივლისს კენიაში ბრაკონიერობისა და კონტრაბანდის საწინააღმდეგო აქცია ჩატარდა – მთავრობამ საჯაროდ დაწვა 5 ტონა სპილოს ძვალი: 335 ეშვი და 40 ნაკეთობა, რისი საბაზრო ფასიც 16 მლნ დოლარს აღწევდა. კონტრაბანდა სინგაპურში დააკავეს და კენიას დაუბრუნეს. ქალაქგარეთ, მოედანზე დაზვინულ ბენზინმოსხმულ კონტრაბანდულ საქონელს ცეცხლი თავად კენიის პრეზიდენტმა მვაი კიბაკიმ წაუკიდა. აფრიკაში ნახევარ მილიონამდე სპილო ბინადრობს. ველური ბუნების მსოფლიო ფონდის მტკიცებით, ეშვებზე მონადირენი სპილოებს სულ უფრო მეტ საფრთხეს უქმნიან. სპილოს ეშვებით ვაჭრობა საერთაშორისო კონვენციით, 1989 წლიდან აკრძალულია. ჩამორთმეული ეშვები კენიაში პირველად სწორედ 1989 წელს გაანადგურეს. კენიას სხვა ქვეყნებმაც მიჰბაძეს.

იამალზე, პოლარული მეტეოსადგურის დასახლებაში, მშიერი თეთრი დათვი ნაგვის სუნმა მიიზიდა. სანაგვე კონტეინერებში რომ ვერაფერი იპოვა, მტაცებელი საჭმლის საშოვნელად ადგილობრივების სახლებისკენ გაემართა, თუმცა ძაღლებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ ისინი "ადამიანის საუკეთესო მეგობრები” არიან – ძალიან დიდი საშიშროების მიუხედავად, სამმა ძაღლმა იგი მიზანთან არ მიუშვა!თეთრი დათვის თავდასხმის დროს ადგილობრივები საშიში გოლიათისგან თოფებით იცავენ ხოლმე თავს, თუმცა ამჯერად ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა.

ადამიანის ცოცხალი ტვინი, გასაოცარი ფოტოა
 

2005 წელს ავსტრალიურმა ახალი ამბების გადაცემამ ABC Far North Queensland-მა გაავრცელა ფოტო, რომელზეც მსხვილი ზეთისხილის პითონი წყლიდან კენგურუს მიათრევს. 2007 წელს ფოტო ფართოდ მოედო ინტერნეტს, თუმცა მცდარი აღწერა ჰქონდა, რომ ეს ცხოველი ძროხა იყო. ზეთისხილის პითონი ავსტრალიაში მობინადრე სიდიდით რიგით მეორე გველია და მსხვილ ცხოველებზე ნადირობითაა ცნობილი. მისი სიდიდე ამ ფოტოზეც ჩანს – თუ კარგად დააკვირდებით, გველის სხეული მთელ მარჯვენა ნახევარზე გრძელდება. თუმცა ერთი შეხედვით შემჩნევა ძნელია, რადგან კლდესთან კამუფლაჟს ახდენს. 

შერეული ტყუპები
2006 წლის თებერვალში ბრიტანულმა პრესამ გაავრცელა ინფორმაცია უცნაური შემთხვევის შესახებ, როცა ერთი და იგივე მშობლის ტყუპები სხვადასხვა რასის იყვნენ. გოგონები 2005 წელს დაიბადნენ, მათი სახელებია კაილი და რემი ჰორდერები. მათი რასობრივი სხვაობის მიზეზი ისაა, რომ მამა შავკანიანია, დედა კი თეთრკანიანი. ეს შემთხვევა უნიკალურია, რადგან ბავშვებს ერთი მამა ჰყავთ. მსგავსი შემთხვევები შიგადაშიგ ფიქსირდება, მაგრამ ამ დროს ტყუპები სხვადასხვა მამისგან ჩნდებიან. Daily Mail-ის მიხედვით, ასეთი მოვლენის მოხდენის ალბათობა მილიონიდან ერთია. 

მეგობრული ვეშაპი
2009 წელს ოპერატორმა მარკო ქუერალმა რამდენიმე გასაოცარი ფოტო გადაიღო 15 მეტრის სიღრმეზე ყვინთვისას მდედრ კუზიან ვეშაპთან ერთად ჰავაის სიახლოვეს. ქუერალმა თავისი ცხოვრების 20 წელიწადი შეალია ვეშაპების გადაღებას. მისი თქმით, ეს ცხოველები "არიან ძალიან ჭკვიანები, ისევე როგორც ადამიანები, გააჩნიათ გონება და ინდივიდუალურობის შეგრძნება”. ყველაზე ცნობილ ფოტოზე მარკო ვეშაპისკენ მიიწევს, თ
ითქოს ხელი უნდა ჩამოართვას.

ფოტო ფართოდ მოედო ინტერნეტს და თან დაურთეს ისტორია, რომ ეს იყო ვეშაპისა და მეთევზეების კონტაქტი ფარალონის კუნძულებზე, რომელიც სან-ფრანცისკოდან 30 კმ-ითაა დაშორებული. ამ ამბის მიხედვით, ვეშაპი კიბორჩხალების მახეებს შორის გაიჭედა, მეთევზე კი ჩახტა და დაიხსნა. მადლიერების ნიშნად ვეშაპმა წყლის ზედაპირისკენ აიწია და მეთევზეების ნავს ცხვირით გაეხახუნა. ის, ვინც თოკი გადაჭრა, ამბობდა, რომ ვეშაპი თვალს არ აცილებდა მას და ეს მზერა არასდროს დაავიწყდება.

ასეთი რამ მართლაც მოხდა და ეს ისტორია სავსებით რეალურია, თუმცა მას არანაირი კავშირი არ აქვს მარკოს ფოტოსთან. 

ალიგატორი 
2004 წელს პოპულარული გახდა ფოტო, რომელზეც გადმოცემით ქროსის ტბაში (შრივეპორტი, ლუიზიანას შტატი) ალიგატორი მიცურავდა და პირში მოზრდილი ირემი ჰქონდა. ამან მნახველები შოკში ჩააგდო, რადგან ტბა პოპულარული წერტილი იყო მეთევზეობისა და ნავით სეირნობის მხრივ. სხვა საიტები ირწმუნებოდნენ, რომ ეს გადაღებული იყო მარტინის ტბაში ალაბამას ან სამხრეთ კაროლინას შტატში. 2004 წლის აგვისტოში აშშ-ის თევზებისა და ველური ბუნების სამსახურმა განაცხადა, რომ ფოტო გადაღებული იყო სამხრეთ ჯორჯიაში, კაროლინას საზღვართან ახლოს ოფიცრის მიერ, რომელიც ვერტმფრენით ათვალიერებდა გარემოს

ზვიგენი კაიაკერს ედევნება
2005 წლის სექტემბერში ჟურნალ Africa Geographic-ში გამოქვეყნდა სტატია სახელწოდებით "ზვიგენის დეტექტივები”, სადაც სამხრეთ აფრიკაში მობინადრე დიდი თეთრი ზვიგენების შესახებ წერდნენ. სტატია მოიცავდა ფოტოებსაც, რომლებზეც ჩანდა კაიაკერს გამოდევნებული ზვიგენი. სურათს ასეთი აღწერა ჰქონდა: "3.8 მეტრი სიგრძის კაიაკში ჯდომისას უყურებ, როგორ გიახლოვდება 4 მეტრიანი დიდი თეთრი ზვიგენი”. პუბლიკაციაში მკვლევარები სიტუაციას განიხილავდნენ. მათ მანამდე ცარიელ კაიაკზე გამოსცადეს ზვიგენის რეაქცია და ამ უკანასკნელს აგრესია საერთოდ არ გამოუვლენია

მდინარე რიო-ტინტო წითელი უსიცოცხლო მდინარე ესპანეთში, მდინარე რიო-ტინტო მდებარეობს ესპანეთის სამხრეთ დასავლეთ ნაწილში,რიო-ტინტო სათავეს იღებს ანდალუზიის მთიანეთში.უძველესი დროიდან მდინარის ხეობაში ხდებოდა ძვირფასი

ვულკანი გაწოლილია ტბა მანაგუას ჩრდილოეთ-დასავლეთ სანაპიროსთან, მნიშვნელოვანი ამოფრქვევა დაფიქსირდა 1610 წელს.ვულკანს გააჩნია კონუსისებრი, სიმეტრიული ფორმა. მომოტომბო წარმოადგენს ნიკარაგუას ერთ-ერთ სიმბოლოს. ხშირად

საზამთროს ავტო

ყველაზე ცნობილი ვეფხვი მსოფლიოში - მან მოკლა 436 ადამიანი

ყოველწლიურად ამერიკასი ფიქსირდება 30 შემთხვევა, როდესაც ქალი პოლიციელები ძალადობენ კაც მძროლებზე

ცნობილმა ფოტოგრაფმა რიკ შერემეტამ ალიასკაზე ყოფნის დროს ველური მურა დათვების ყოფის უნიკალური მომენტები გადაიღო. ის 4 დღის განმავლობაში დათვების ყოველდღიურ ცხოვრებას აკვირდებოდა.

"ყველაზე საინტერესო იოლანდაზე დაკვირვება იყო, – იხსენებს შერემეტა, – ის გუნდში გამოკვეთილი ლიდერი იყო, ნადირობისთვის საუკეთესო ადგილებს არჩევდა და ყველაზე მეტ თევზს იჭერდა”.

დიდი თევზის დაჭერის შემდეგ იოლანდა წყალმარჩხ ა
დგილზე მიდიოდა, რათა ნადავლი ეჭამა.

"დათვი ამ რიტუალს დღეში რამდენჯერმე იმეორებდა და არასდროს მინახავს დასასვენებლად ნაპირზე გამოსულიყო, როგორც ამას მისი გუნდის წევრები აკეთებდნენ”, – ყვება ფოტოგრაფი.

როგორც ჩანს, ასეთმა აქტიურმა ნადირობამ ცხოველი დაქანცა. ერთხელაც, როდესაც მორიგი ორაგული დაიჭირა, იოლანდა წყალში ჩაჯდა, ნადავლი მაგრად მიიხუტა და იქვე ჩაეძინა


ქალაქ ტოლიატში გერმანული ნაგაზის საპატივცემულოდ დადგეს ძეგლი. ძეგლის დადგმა ძაღლის მიერ გამოჩენილ ერთგულებას უკავშირდება. მისი პატრონი სამხრეთის გზატკეცილზე მომხდარ ავარიაში დაიღუპა. ავარიის დროს ძაღლი მანქანაში იმყოფებოდა, თუმცა სიკვდილს გადაურჩა და მას შემდეგ მთელი ცხოვრება გზატკეცილის ტრაგიკულ მონაკვეთზე, პატრონის მოლოდინში გაატარა. 7 წლის განმავლობაში ძაღლი ამ ადგილს არ მოშორებია – დარში და ავდარში იჯდა და მანქანებს თვალს არ აშორებდა

ლეკვი, რომელიც ფუნტზე ნაკლებს იწონის, ხელისგულზე თავისუფლად თავსდება. მას ჯეკ რასელი ქვია და ინგლისის ქალაქ სვინდონში დაიბადა.

ლეკვის პატრონი 10 წლის კელი-მეი კოლესი მას 9 დღის განმავლობაში სპეციალური პატარა ბოთლით კვებავდა, რადგანაც დედამ ის დაბადებისას მიატოვა.

ულვაშების კონკურსი
რომელი მოგწონთ?

ნიანგი მსხვერპლს მთლიანად ყლაპავს.მისი კუჭი იოლად ინელებს ანტილოპას ჩლიქებსა და რქებს.


ვეფხვი ადამიანს ყოველთვის ზურგიდან ესხმის თავს,რის გამოც ინდოელი შეშის მჭრელები კეფაზე ნიღბებს ატარებენ

ტიტების უზარმაზარი პლანტაცია, ჰოლანდია შეგახსენებთ რომ ყვავილების ბიზნესი ჰოლანდიაში ერთერთი პირველია ასევე ჰოლანდიის ეკონმიკაც ყოველ წლიურად იზრდება სწორედ ამ ბიზნესის შედედგად"

ეს არის თურქმენული, ახალთექური ჯიშის ულაყი. არსებობს სხვა შეფერილობითაც... ოქროსებრი თურქმენული ულაყების ფასი 5 000 000 -დან იწყება - ეს ერთერთი ძვირადღირებული ცხენია მსოფლიოში.

i-City მდებარეობს ქალაქ შაჰ-ალამში (მალაიზია). იგი არის ერთ-ერთი სახელგანთქმული ტურისტული სანახაობა. i-City-ს ნეკერჩხლისა და ფიჭვის ხელოვნური ტყე ღამით ნაირფრად ნათდება.

მსოფლიოში ყველაზე გრძელი შინაური კატაა სტივი ნევადიდან (აშშ). მისი სიგრძეა 123 სმ.

როგორ კეთდება "აფრიკული ვარცხნილობა"... :|
არის იმის საშიშროება, რომ თმების გარეშეც დარჩე, თან წარმოიდგინეთ რა სუნი იდგება "საპარიკმახეროში" :X  აგერ ლინკი თუ არ გჯერათ :დ
http://www.youtube.com/watch?v=dXjzWqVNvz4&feature=player_embedded

რენტგენით გადაღებული სურათი, 10 წლის ბავშვის მარცხენა ხელიის მტევანი...

ჩანჩქერი ანხელი — ყველაზე მაღალი ჩანჩქერი მსოფლიოში. მდებარეობს სამხრეთ ამერიკაში, ვენესუელაში, ბოლივარის შტატში, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში მყოფი კანაიმის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე. მისი საერთო ვარდნის სიმაღლეა აუიანტეპუის მთიდან 978 მეტრია, უწყვეტი ვარდნის სიმაღლე 807. სახელი ამერიკელი მფრივანის "ჯეიმს კროუფორდ ენჯელი" საპატივცემულოდ დაარქვეს, რომელმაც 1933 წელს აღმოაჩინა მისზე გადაფრენისას... 

რა მოხდება, თუ მზე გაქრება, აფეთქდება ან უბრალოდ ჩაქრება? დღე გადაიქცევა ღამედ, გაქრება მთვარეც, ვინაიდან და რადგანაც ის ირეკლავს მზის სინათლეს, არ იქნება მზე - არ იქნება მთვარე. ტემპერატურა გათანაბრებას დაიწყებს და შემდეგ კლებას, 0 გრადუსს ცელსიუსით ის 9დღეში მიაღწევს, 20 დღეში აბსოლიუტურად ყველა მდინარე, ტბა, ზღვა და ოკეანი ყინულით დაიფარება. 27 დღეში პლანეტის ეკვადორზეც კი ტემპერატურა -18 , 65 დღეში კი -50 გრადუსი ცელსიუსით იქნება. მზის, როგორც მიზიდულობის ცენტრის დაკარგვის შემდეგ დედამიწა მზის სისტემას დატოვებს. მზის გაქრობიდან 10 წლის შემდეგ, ჩვენს პლანეტაზე -125 გრადუსი ცელსიუსით იქნება, 57 წელში კი ფსკერამდე გაიყინება ყველა ოკეანე.

მარმარილოს გამოქვაბულები (ესპ.Las Cavernas de Marmol) მდებარეობს ჩილეში (Coyhaique-ს პროვინცია). გამოქვაბულები ყველაზე შთამბეჭდავ სანახაობას წარმოადგენს პატაგონიაში ტურისტებისათვის. მის წარმოქმნაში წილი მიუძღვის Rio Tranquillo-ს (ქართ. წყნარი მდინარე, მშვიდი მდინარე), რომელმაც კირქვის ნახევარკუნძული გამოქვაბულების ლაბირინთად აქცია. ნახევარკუნძული ცნობილია "მარმარილოს კათედრალის" სახელით. ლაბირინთებში გასეირნება შესაძლებელია ნავებით სპეციალურად დანიშნული მარშრუტის ფარგლებში.

ჩანჩქერი ვიქტორია_მდებარეობს ზამბიისა და ზიმბაბვეს საზღვარზე,სამხრეთ აფრიკაში. ჩანჩქერის სიგანე 1,8 კმ-ია, სიმაღლე - 128 მეტრი. აღმოაჩინა შოტლანდიელმა მოგზაურმა დეივიდ ლივინგსტონმა 1855 წელს და სახელი უწოდა დიდი ბრიტანეთის დედოფლის ვიქტორიას პატივსაცემად. 

ტიბეტური წითელი მასტიფი მარკო პოლოს აღმოჩენად ითვლება (XIII სს.). "ამ ცხოველის სიმაღლე, ვირის სიმაღლეს აჭარბებს, მისიი ღრენა კი ლომის ღრიალზე ხმამაღალია"- წერს მარკო თავის ცნობილ ჩანაწერებში აზიაში მოგზაურობის შესახებ (1271 წწ)... ტიბეტური მასტიფი, "ფუმფულა" გარეგნობის გარდა, გამოირჩევა კიდევ ერთი ნიშნით, ის მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ძაღლია :) ერთ-ერთი მათგანი ჩინელმა მილიარდელმა რეკორდულ თანხად - 1,533,546 აშშ დოლარად შეიძინა (იმედი მაქვს არ მიირთვა :) ). რამდენად სამწუხაროც არ უნდა იყოს, ეს საყვარელი ცუგა გადაშენების გზას ადგას, მსოფლიოში მათი რიცხვი 8000 არ აღემატება... 

დრაკონის ჩანჩქერი_ვენესუელა. 

კოსმოსური თანამგზავრის მიერ გადაღებული სურათი მექსიკის ყურეზე, იუკატანიის ნახევარკუნძულის სანაპიროზე. წყალს ფირუზის ფერის ზღვის დინებების ნალექი აძლევს...

მსოფლიოში ყველაზე დიდი ზურმუხტი იწონის 11,5კგ და ღირს 1,15 მილიონი$ 

ჩინეთში, ძლიერი მიწისძვრის შემდეგ პანდა ფეხზე ეხუტება პოლიციის ოფიცერს.

დათვი ბალუ, ლომი ლეო და ვეფხვი შერ ხანი მეგობრები არიან ბოკვერობიდან (ბელობიდან). ისინი წლების წინ იხსნეს კონტრაბანდისტებისგან (მაშინ სამივე 2-2 თვისაც არ იქნებოდნენ). ცხოველები ზოოპარკს ჩააბარეს ჯორჯიაში (აშშ). პერსონალმა ისინი არ განაცელკევა ერთმანეთისგან, რადგან მათ უკვე თავისებური ოჯახი ჰქონდათ შექმნილი. ახლა ისინი არიან ძმებივით, რომლებსაც ერთმანეთი ძალიან უყვართ.



წყაროhttp://www.facebook.com
კატეგორია: იცით თუ არა რომ | ნანახია: 10000 | დაამატა: dudu-duda | ტეგები: იცით თუ არა რომ ?? | რეიტინგი: 5.0/3

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 171 2 »
+1   Spam
17 IKAHUNTER   (11.10.2012 01:05:06) [მასალა]
ძალიან საინტერესოა 166 166 10 10

+1   Spam
16 hita   (09.10.2012 21:13:21) [მასალა]
39 39 39 39

+1   Spam
15 neo   (09.10.2012 20:15:18) [მასალა]
166

+1   Spam
14 Bochora   (09.10.2012 12:03:48) [მასალა]
23_30_126

0   Spam
13 dudu-duda   (09.10.2012 01:25:14) [მასალა]
რა იცი რო ნახე??? გადავამოწებ კიდევ ერთხელ..................

0   Spam
12 rekvaa   (08.10.2012 22:39:26) [მასალა]
ეს ყველაფერი კარგია მაგრამ ნიანგი მსხვერპლს მთლიანად არ ყლაპავს,ნაწილ ნაწილ სჭამს

+1   Spam
11 ramazi_777_   (08.10.2012 20:09:34) [მასალა]
10 10 10

0   Spam
10 dudu-duda   (08.10.2012 18:43:39) [მასალა]
კი ბსტონო ნება თქვენია... პერიოდულად შემოგთავაზებთ ;))) 23_30_126 23_30_126

+1   Spam
9 zaqro_yursha   (08.10.2012 17:11:49) [მასალა]
10 10 166 166 23_30_126 კარგი სტატიებია ძაან მაგრად მომეწონა

+1   Spam
8 77777   (08.10.2012 13:20:58) [მასალა]
დუდა მიდი კიდევ და კიდევ! 10 10

+1   Spam
7 giohunt1982   (08.10.2012 10:18:17) [მასალა]
10 10 10 10 10 მაგარია 10 10 10 10 10

0   Spam
6 dudu-duda   (08.10.2012 00:34:12) [მასალა]
23_30_126 23_30_126 23_30_126

+1   Spam
5 baqarixarebava   (07.10.2012 23:54:44) [მასალა]
10 10 166 166

+1   Spam
4 ზალი82   (07.10.2012 23:52:26) [მასალა]
166

+1   Spam
3 firali81   (07.10.2012 23:49:19) [მასალა]
10 10 10 10

1-15 16-17
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 18
    სტუმარი: 18
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика