უბედური შემთხვევა ნადირობისას,რომელიც მსხვერპლით დასრულდა
თერჯოლის რაიონი სოფელი თუზის მკვიდრი 19 წლის ახალგაზდა მწყერზე ნადირობის
დროს მისივე თანატოლის, გაუფრთხილებლობის გამო ახლო მანძილიდან გასროლით
გარდაიცვალა. აი, რა მძიმე შედეგები მოაქვს უსაფრთხოების წესების არ დაცვას
ნადირობის დროს,რომელიც ბევრმა დამწყებმა მონადირემ არ იცის.
ეს ამბავი ხო ცუდია და არც ჩვენ ვართ დაზღვეული ეგეთი შემთხვევიდან, ძალიან ბევრი უდიერად ეპყრობა იარაღთან უსაფრთხოების წესწბს, ამიტომ ყველა არ უნდა ეკავოს თოფი. ერთმა აფრენილმა მწყერმა შეიდზლება ასეთი სავავ ალო შედეგი მოიტანოს.
ნამდვილად სამწუხარო ამბავია,გარდაცვლილიც ცოდვაა და ცოცხალიც. ყველაფერი სიჩქარეს და დაუკვირვებლობას მოსდევს მაგრამ არის ისეთი მომენტებიც ნადირობისას მთელი სიფრთხილით და ყურადღებით ხარ მაგრამ საიდანღაც მაინც გამოგიყოფს კაცი თავს, მითუმეტეს მწყერზე ნადირობისას და ამ აპარატებზე ნადირობამ ბევრი ადამიანი დაამარცხა.ყველა მოსწრებაზეა და დავისთავად სიფრთხილეც და ყურადგებაც იკლებს მარცხი კიდე ელადზეა.
ნათელში იყოს მისი სული! საშინელი ფაქტია. ბევრი შავდება და სახიჩრდება სამწუხაროდ. მინახავს ახალგაზრდები და დიდებიც - აგდებულად ეკიდებიან იარაღს, ვითომდა ძალიან მაგრად ვხმარობო, მითითებაზე ყურს არ იბერტყავენ, წესები გაგონილი აქვთ, მაგრამ არ იცავენ, ასეთი მონადირე პოტენციური მკვლელია. ღმერთო ყველა დაიფარე მზგავსი შემთხვევისგან...
ვა ძალიან ცუდი ამბავია,ღმერთმა აცხონოს მისი სული,ისიც მეცოდება ვინც ისროლა თან ძალიან,ყურადღებაა დიდი საჭირო და ნადირობის წინ აუცილებლად ლოცვა რომ მშვიდობით ჩაიაროს ნადირობამ
სამწუხარო ტრაგედიაა. ღმერთმა აცხოვნოს ამ გარდაცვლილი ბავშვის უკვდავი სული. 17 წლის ვიყავი გამონაკლისის სახით რომ მომცეს მონკავშირის ბილეთი. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული უწყების ადგილობრივი ხელმძღვანელები ჩემი ოჯახის წევრები იყვნენ, მაინც გამადიდებელი შუშით აკვირდებოდნენ ჩემს ზრდას და საქმიანობას. როგორ მივიდოდა მონადირე მონადირესთან დაკეცილი თოფით, ან როგორ დაუდგებოდა ნადირობის დროს მონადირე მონადირეს 100 მეტრზე ახლოს. აუცილებლად უნდა შეიქმნას ორგანიზაციები სადაც მოხდება ახალბედა მონადირეების დამოძღვრა და სწორად ნადირობის კულტურის სწავლება....
გამარჯობათ, არ არის მიზან შეწონილი დიდსა და პატარას დააქვს თოფი დიდი გაფრთხილებაა საჩირო უნდა იყოს კანონი მონადირის კანდიტატი 1 წლით და მერე ეძლეოდეს უფლება თოფის ტარების ნებართვა, როგორც კომუნისტების დროს იყო,რაც შეეხება ახალ მონადირე ბიჭებს ვურჩევ ჯერ კონსუტაციები გაიარონ დიდ მონადირეებთან 1 წელი და მერე აიღონ იარაღის ტარების უფლება 1 წელში ბევრ რამეს ისწავლიან და მსხვერპლიც შემცირდება,ახალბედა მონადირესთნ დიდ მონადირესაც ეშინია მასთან სანადიროთ წასვლა
საწყალი ნათლიამ მოკლა ნათლული ვინამაც გაისროლა ჩემი ახლობელი იყო მაგასთან სანადიროთ უნდა ჩავსულიყავი თუზში და მეორე დღეს ეგ უბედურება დატყდა თავს ..სოფელ ვანში ძმამ და მოკლა 3 დღის წინად..ნადირობისას ძმაკაცმა ძმაკაცს სრულიად შემთხვევით ხელი წააცალა ძალიან დიდი დაკვირვება უნდა ყველაფერს
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!