აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში თორნიკე კილანავას თქმით, გალში არწივს 3 წლის ბავშვი არ გაუტაცებია.
"აღნიშნულ ინფორმაციას არ ვადასტურებ, რადგან ამის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ ჭორის დონეზე დადის სოფელში,"- განაცხადა news.ge-სთან საუბრის დროს კილანავამ.
გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა სოფელ ოქუმში მოხდა.
"მშობელი დედა ხედავდა, როგორ მოიტაცა არწივმა ეზოდან 3 წლის ბავშვი" - წერდნენ გუშინ სხვადასხვა საინფორმაციო სააგენტოები.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!