ვაშლოვანის ეროვნულ პარკს ახალი ბინადარი ჰყავს. დაცულ ტერიტორიაში პატარა ჯეირანი დაიბადა. ახალშობილი ჯეირანი მამრობითი სქესისაა.
"ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე ჯეირნის რეინტროდუქციის პროექტი" 2009
წლიდან ხორციელდება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო
განვითარების სააგენტოს (USAID) და თურქეთის გარემოს დაცვისა და სატყეო
სამინისტროს ხელშეწყობით.
პროექტი საქართველოში გასულ საუკუნეში
გადაშენებული სახეობის - ჯეირნის პოპულაციის ვაშლოვანის ეროვნულ პარკში
აღდგენას და კონსერვაციას ისახავს მიზნად.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!