დენვერის საერთაშორისო აეროპორტში დაფრინდა ბოინგ 737, რომელიც ცაში ფრინველმა დააზიანა, რის შემდეგაც თვითმფრინავის წინა ნაწილზე დიდი ხვრელი გაჩნდა.
საბედნიეროდ, დაზიანებას რაიმე საგანგებო ვითარება არ გამოუწვევია. რეისი, რომელსაც 151 მგზავრი გადაჰყავდა, დანიშნულების ადგილზე უვნებლად დაფრინდა.
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მსგავის ზომების დაზიანება შეიძლება იხვის ან დიდი ბატის შეჯახებას გამოეწვია. ფრინველის სახეობას სპეციალისტები ექსპერტიზის შემდეგ გაარკვევენ - იუწყება ABCNews.
Internet.ge