ჩინეთის მოსახლეობა, რომელმაც ძლიერი წყალდიდობა გადაიტანა, ახალი სტიქიის მოლოდინშია. მასობრივი პანიკის მიზეზად იასამნისფრად შეღებილი ცა იქცა.
ეს საკითხი მედიისა და ინტერნეტმომხმარებელთა განხილვის მთავარი თემაა. ისინი იხსენებენ 1976 წლის მიწისძვრას, რომლის დროსაც 250 ათასი ადამიანი დაიღუპა, მანამდე კი ცამ სწორედ ასეთი, იასამნისფერი შეფერილობა მიიღო.
„გარკვიე, რომ ამის მიზეზი ძლიერი წვიმები იყო, ტანშანის ცა კი, მიწისძვრამდე, სწორედ ასეთი ფერი გახდა. ამიტომ ვლოცულობ, რომ იყოს ძლიერი წვიმა და არა მიწისძვრა" - წერს ერთ-ერთი ინტერნეტმომხმარებელი.
ზოგიერთი მედიასაშუალება კი იუწყება, რომ იასამნისფერი ცა რაღაც საშინელების მომასწავებელია.
Internet.ge