გრენლანდიის ყინულების დნობაზე თანამგზავრებიდან
წარმოებული დაკვირვება საკმაოდ შემაშფოთებელი დასკვნების საფუძველი ხდება: დნობას
დაექვემდებარა კუნძულის ზედაპირული ყინულის მოედნის 97% - მათ შორის,
3-კილომეტრიანი სისქის ყინულები.
ყინულით, გრენლანდიის 1,7 მილიონი კვადრატული კილომეტრია დაფარული. ყოველ ზაფხულს
ყინულის საფარის ნახევარი დნება, თუმცა ცივ პერიოდში ყინულის საფარი ისევ
აღდგება-ხოლმე.
წელს კი აღმოჩნდა, რომ ყინული ექსტრემალური სისრწაფითა და მასშტაბებით დნება.
სპეციალისტთა დასკვნით, გრენლანდიის ყინულების სრულმა დადნობამ, შეიძლება, მსოფლიო
ოკეანის დონის 7 მეტრით მატება გამოიწვიოს, რაც გლობალური კატაკლიზმების მიზეზი
გახდება.
internet.ge
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!