ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
ტყის ქათამზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4114
მტკვარზე თევზაობა   
Shamanპასუხების რაოდენობა: 55
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 200
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2012 » ივნისი » 30 » ექსპედიციამ შავი ზღვის საქართველოს აკვატორიაში თეთრი დელფინი დააფიქსირა    

23:01:19
ექსპედიციამ შავი ზღვის საქართველოს აკვატორიაში თეთრი დელფინი დააფიქსირა
ექსპედიციამ შავი ზღვის საქართველოს აკვატორიაში თეთრი დელფინი დააფიქსირა
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ექსპედიციამ შავი ზღვის საქართველოს აკვატორიაში თეთრი დელფინი დააფიქსირა. როგორც "ინტერპრესნიუსს" ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან აცნობეს, უნივერსიტეტის ექსპედიციამ აღნიშნული ფაქტი 23 ივნისს აღმოაჩინა.

"დელფინების თეთრად შეფერილი წარმომადგენლები ჩვენს პლანეტაზე დიდი იშვიათობაა. მაგალითად, ბოლო 100 წლის განმავლობაში ნაპოვნია ზღვის ღორის (ერთ-ერთი დელფინი, ლათინური სახელწოდება Phocoena phocoena) მხოლოდ 6 თეთრი შეფერილობის ინდივიდი. აქედან ორი ნანახი იყო შავ ზღვაში: 1928 და 1937 წლებში. შავ ზღვაში მობინადრე ზღვის ღორები განსხვავდებიან ამავე სახეობის მსოფლიო ოკეანეში მობინადრე სხვა პოპულაციებისგან როგორც მორფოლოგიურად, ისე გენეტიკურადაც. ეს დელფინები ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) მიერ მიჩნეულნი არიან გადაშენების საფრთხეში მყოფებად, ამიტომ მათი შესწავლა მნიშვნელოვანია როგორც ზღვის ეკოსისტემის, ისე მთლიანად სახეობის შენარჩუნებისთვის", - აღნიშნავენ უნივერსიტეტში.

მათივე ინფორმაციით, კვლევა, რომლის მიზანია შავი ზღვის დელფინების შესწავლა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკოლოგიის ინსტიტუტის მსხვილი ძუძუმწოვრების ეკოლოგიისა და კონსერვაციის პროგრამის ფარგლებში 2009 წლიდან მიმდინარეობს. საველე სამუშაოებში პროფესორებთან ერთად ეკოლოგიის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები არიან ჩართული.

"ერთ-ერთ საზღვაო გასვლაზე, რიონისა და ხობის შესართავებს შორის, კოლხეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე, მკვლევარებმა დაინახეს თეთრი ზღვის ღორი. უჩვეულო დელფინი მდედრების 5-ინდივიდიან ჯგუფში ერთად იყო, რომლის შემადგენლობაში ერთი პატარა, 1 წლამდე ასაკის ნაშიერი შედიოდა. ზღვის ღორებში, ისევე როგორც დელფინების სხვა სახეობებში, მდედრები და მამრები ცალ-ცალკე ჯგუფებს ქმნიან. მდედრების ჯგუფის ამოცნობა მათ გვერდით ნანახი ნაშიერების მიხედვით ხდება, რომელთა იდენტიფიკაციაც, მოზდილ ინდივიდებთან შედარებით მცირე ზომებითაა შესაძლებელი", - აღნიშნავენ უნივერსიტეტში.

მათივე ცნობით, თეთრ ზღვის ღორს სტუდენტებმა "ხატია" შეარქვეს, მისი "პირველდამნახველი" სტუდენტის საპატივსაცემოდ. "ხატია" ზრდასრული ინდივიდია. ზურგის მხარე ქათქათა თეთრია, ზურგის ფარფლზე შავი არშია გასდევს და სასუნთქ ხვრელთან შავი ლაქა აღენიშნება, თვალებიც შავი ფერის აქვს. აქედან გამომდინარე, თეთრი დელფინი არ არის ალბინოსი, მას აქვს ჰიპოპიგმენტაცია (პიგმენტაციის ნაკლებობა).

"რადგან თეთრი შეფერილობის დელფინები იშვიათია, თითქმის არ არის შესწავლილი ჰიპოპიგმენტაციის გავლენა მათ ფიზოლოგიასა და ეკოლოგიაზე. სავარაუდოდ, ასეთ შეფერილობას უარყოფითი გავლენა უნდა ქონდეს თერმორეგულაციის უნარზე. თეთრ ინდივიდს გაუჭირდება სითბოს შენარჩუნება წყლის დაბალი ტემპერატურის პირობებში. თუმცა ზღვის ღორებზე დაკვირვებისთვის უჩვეულოდ შეფერილი ინდივიდი ძალზე მოსახერხებელია, რადგან ჯგუფის "ბუნებრივ" მარკერს წარმოადგენს. მისი იდენტიფიკაცია მარტივია, რაც აადვილებს ჯგუფის გადაადგილების, სტრუქტურის ცვლილების, ტერიტორიების შერჩევის შესწავლას",-აცხადებენ ილიას უნივერსიტეტში.

ექსპედიციაში მონაწილეობდნენ პროფესორები: ნათია კოპალიანი და ზურაბ გურიელიძე; სტუდენტები: ხატია ბასილაშვილი, გიორგი ლემონჯავა, მირზა მოდებაძე, მარიამ გაბელაია და მიხეილ ფოცხიშვილი; უნივერსიტეტის საზღვაო ტექნიკის სამმართველოს უფროსი - მამუკა მოდებაძე.


წყარო/Source: http://www.ambebi.ge/sazogadoeba/56287-eqspediciam-shavi-zghvis-saqarthvelos-akvatoriashi-thethri-delfini-daafiqsira.html#ixzz1zIi7rBHe


წყარო
კატეგორია: ცხოველები და ფრინველები | ნანახია: 2015 | დაამატა: Admin | რეიტინგი: 5.0/1

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 1
0   Spam
1 q7   (05.07.2012 22:36:25) [მასალა]
10 166 01155

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 1
    სტუმარი: 1
    მონადირე: 0

    დღეს საიტზე იყვნენ
    xarata, IRAKLIG

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика