სამხრეთ აფრიკის ცნობილ პროვინცია ლიმპოპოს ერთ-ერთმა სასტუმრომ მეტად მომგებიანი ბიზნესი ააწყო: თავის სტუმრებს ექსტრემალურ გასართობს სთავაზობს - სავანაში იშვიათი ჯიშის თეთრ ლომებთან გასეირნებას. მთავარი ის არის, რომ გაბედულ ტურისტებს თეთრი ლომები, რომლებიც მსოფლიოში სულ 100-ია, კუდებით უჭირავთ! მართალია, ეს ლომები სასტუმროს თანამშრომლებმა გაზარდეს და სტუმრებს არ ერჩიან, მაგრამ "სადილობის საათებში" მათთან ერთად სეირნობა ყოველი შემთხვევისთვის მაინც აკრძალულია. თეთრ ლომებთან სეირნობა და მათთან სამახსოვრო ფოტოს გადაღება კი განსაკუთრებით პოპულარულია ახალდაქორწინებულებში.