სსრკ-ში 40-იანი წლების ბოლოს ძაღლსაშენ "კრასნაია ზვეზდაში", გრიფით, "საიდუმლო" დავალება მიიღეს: "მთავრობასა და პარტიას" სამხედრო ობიექტების დასაცავად ესაჭიროებოდა ძაღლი, რომელსაც ექნებოდა საუკეთესო ფიზიკური თვისებები, ძლიერი ხასიათი და სასტიკ ყინვაში დაუბრკოლებლად შეეძლებოდა მუშაობა. ახალი ჯიშის გამოყვანისას წამყვანი როლი 4 ჯიშს მიენიჭა - ერდელტერიერს, ნიუფაუნდლენდს, როტვეილერსა და რიზენშნაუცერს. რამდენიმეწლიანი მუშაობის შემდეგ კი მიიღეს უზარმაზარი, ძალიან ჭკვიანი, "ყინვაგამძლე", სქელბეწვიანი ძაღლი. ახალ ჯიშს "რუსული შავი ტერიერი" ეწოდა. კინოლოგებმა კი მაშინვე "სტალინის ძაღლი" დაარქვეს.