ავსტრალიელმა დიზაინერმა ჰანეს ლანგედერმა შექმნა ველოსიპედი, რომელიც შეიძლება "ფერარის" ახალი თაობის ავტომობილში აგერიოთ. ავტორი "Fahrradi Farfall FFX"-ის შესაქმნელად ერთი წელი მუშაობდა. მის დიზაინს საფუძვლად ავტომობილი "Ferrari FXX" დაედო.
ველოსიპედი პლასტმასისა და მსუბუქი ფოლადისგან არის დამზადებული და დაახლოებით 100 კგ-ს იწონის. "თუ საჭესთან ნამდვილი მრბოლელი ზის, მაშინ ეს მანქანა მიწაზე იფრენს" - ამბობს დიზაინერი. ეკოლოგიურად სუფთა "Fahrradi Farfall FFX" ავსტრალიის ავტოშოუზე წარმოადგინეს.
იმედია არ გაწყენინე ყველაზე მეტად რაც მომწონს ამ საიტის ის არის რომ ყველა მის წევრს ერთიანობის შეგრძნება და ურთიერთპატივისცემა აქვთ ბოდიშს ვიხდი თუ რამე ისე ვერ ვთქვი
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!