კანადაში ისტორიული შემთხვევა მოხდა. უცნობი ადამიანი, რომელიც სავარაუდოდ სუიციდის მიზნით ნიაგარის ჩანჩქერში გადახტა, გადარჩა. გამოძიების თანახმად, მამაკაცი თავად ავიდა კლდეზე და 53 მეტრის სიმაღლის ჩანჩქერში გადაეშვა.
იმისთვის, რომ ”არშემდგარი თვითმკვლელი” წყლიდან ამოეყვანათ, მაშველებს ნახევარი საათი დასჭირდათ.
კანადის სამაშველო სამსახურის უფროსის თქმით, მამაკაცს გაუმართლა, რადგან ნაპირთან ახლოს იყო. მას რამდენიმე შიდა დაზიანება აღენიშნება. მამაკაცი ქალაქ ჰამილტონის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების თქმით, მდგომარეობა კრიტიკულია, თუმცა იმედოვნებენ, რომ დაზარალებული გადარჩება.
როგორც ადგილობრივმა ხელისუფლების წარმომადგენლებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, ეს უკვე მესამე შემთხვევაა, როდესაც ნიაგარის ჩანჩქერში გადამხტარი ადამიანი ცოცხალი გადარჩა.
პირველი შემთხვევა 2003 წელს მოხდა. მაშინ დეპრესიის ფონზე თვითმკვლელობა ამერიკელმა უმუშევარმა, კირკ ჯონსმა სცადა. მეორე შემთხვევა 2009 წელს მოხდა. ნიაგარის ჩანჩქერში გადახტომის მიზეზი ამ შემთხვევაშიც თვითმკვლელობის მცდელობა იყო.
სულ ნიაგარის ჩანჩქერში თვითმკვლელობის მიზნით 17 ადამიანი გადახტა.
მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.
წყარო: https://www.facebook.com/photo.php?fbid=374063492641223&set=a.363476647033241.79828.165678476813060&type=1&theater
|