მასაჩუსეტსის შტატში 8 წლის პიტბულმა ლილიმ, რის ვაივაგლახით ლიანდაგებიდან გადმოათრია თავისი პატრონი ქალი, რომელიც მატარებლის სავალ გზაზე წიაიქცა და გული წაუვიდა. ქალი კი აარიდა ძაღლმა მატარებლის ბორბლებს, მაგრან თვითონ ვერ მოასწრო საკუთარი თავის გარიდება და ქირურგებს დასჭირდათ მარჯვენა წინა თათის ამპუტირება. როგორც პატრონები ჰყვებიან, მათ ეს ძაღლი სამი წლის წინ უპოვიათ და ამ ხნის მანძილზე ძალიან შეეჩვივნენ ერთმანეთს. ასეთი მზრუნველობისათვის ძაღლი მზად იყო თავი გაეწირა ქომაგის გადასარჩენად.
წყარო: http://news.ge/ge/news/story/14729-dzaghlma-patroni-gamostatsa-matareblis-borblebs
|