ტერნოპოლში სამართალდამცავებმა შესძლეს მძარცველების დაკავება, რაშიც მთავარი როლი ძაღლმა შეასრულა. ორმა ქურდმა ტერნოპოლის საძოვრებიდან ღამით ორი ძროხა მოიპარა. ერთი ძროხა სწრაფად დაკლეს და ხორცი გაყიდეს, ხოლო მეორე, ტყეში გადამალეს, რათა მისი კვალისათვის ვერ მიეგნოთ. მათდა საუბედუროდ, გაწვრთნილმა ძაღლმა შეძლო კვალის აღება. იგი 15 კილომეტრის მანძილზე მიჰყვა კვალს და საბოლოოდ სამართალდამცავები ტყეში დამალულ ძროხასთან მიიყვანა. ამ უკანასკნელებმა გადაწყვიტეს დამალულიყვნენ და ქურდებს დალოდებოდნენ, რადგან იცოდნენ, რომ ისინი მოპარულ საქონელს მოაკითხავდნენ. მათი ვარაუდი გამართლდა, რის შედეგადაც დამნაშავეების დაკავება უპრობლემოდ მოხერხდა.
წყარო: http://news.ge/ge/news/story/16472-dzaghlma-15-kilometri-sdia-damnashaveebs
|