ჩილეში, ქალაქ ალგარობოში, მსოფლიოში ყველაზე დიდი აუზი მდებარეობს. უზარმაზარი ლაგუნა კერძო სასტუმროების ქსელ სან ალფონსო დელ მარის საკუთრებაა და მისი მშენებლობა მფლობელებს 1 მლრდ დოლარი დაუჯდათ. აუზის სანაპირო ზოლის სიგრძე ერთი კილომეტრია და 8 ჰექტარზეა გადაჭიმული. იგი 66 მლნ გალონი კრისტალურად სუფთა ზღვის წყლით არის სავსე.
გარდა სიგრძისა, ჩილეს აუზი რეკორდების წიგნში ყველაზე ღრმა აუზის სახელითაც შევიდა. მისი სიღრმე 36 მეტრამდე აღწევს.
აუზი კომპიუტერიდან იმართება. მას დამონტაჟებული აქვს ოკეანიდან სუფთა წყლის ამოტუმბვის და აუზში გადანაწილების სისტემა. ამის გათვალისწინებით, აუზში ზღვის მინერალებიც ხვდება. გარდა ამისა, მზე დაგუბებულ წყალს 26 გრადუსამდე ათბობს, რაც ოკეანის ტემპერატურაზე 9 გრადუსით მეტია.
მსოფლიოში ყველაზე დიდ აუზში თავისუფლად შეუძლიათ გადაადგილება პატარა ნავებსა და მინი-კატერებს.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!