იაპონელმა ხანდაზმულმა ქალბატონმა, 73 წლის ასაკში მსოფლიოს უმაღლესი მწვერვალი ევერესტი, ასევე ცნობილი, როგორც ჯომოლუნგმა მეორედ დაიპყრო. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტამე ვატანაბემ დღეს დილის საათებში მიაღწია „სიკვდილის ზონამდე" და იქიდან თავიც წარმატებით დააღწია. ამ დროისათვის ხანდაზმული ქალბატონი ალპინისტების ჯგუფთან ერთად ბაზაში ბრუნდება. შეგახსენებთ, რომ ევერესტის სიმაღლე 8848 მეტრს შეადგენს. ვატანაბე ყველაზე ხანდაზმული ქალბატონია, რომელიც ოდესმე ყოფილა ჯომოლუნგმაზე. მან პირველად მსოფლიოს უმაღლესი მწვერვალის დაპყრობა 2002 წელს, 63 წლის ასაკში შეძლო. რაც შეეხება პირველ ქალბატონს, რომელმაც 8848 მეტრს მიაღწია, იაპონელი ძიუნკო ტაბეი გახლდათ. მან ოცნება 1976 წელს აიხდინა.
წყარო: http://droni.ge/?m=7&AID=7341
|