1. ყველაზე მაღალი ჯიშის ძაღლი გინესის რეჯორდსმენი როგორც ყველაზე მაღალი ჯიშის ძაღლი გახლავთ "გერმანული დოგი”.მათი სიმაღლე 1 მეტრამდეა ხოლო უკანა თათებზე დადგომის შეთხვევაში 2 მეტრს აღემატებიან. "შამგრეტ დანზასი” ყველაზე მაღალი ძაღლი იყო დოგებს შორის (1975-1984). სიმაღლე 105.4 სანტიმეტრი, წონა 108 კილოგრამი 2. ყველაზე მძიმეწონიანი ჯიში. სენბერნარი
სენბერნარი ყველაზე მასიური ძაღლის ჯიშია. "Бенедектин-младший” 140.6 კილოგრამს იწონიდა სიმაღლე 99 სანტიმეტრი. "Хейдан Дарк Блю” 138.23 კილოგრამი სიმაღლე 86.3 სანტიმეტრი. "ინგლისური მასტიფი” 1989 წელს მისმა წონამ შეადგინა რეკორდული მაჩვენებელი.155.58 კილოგრამი ხოლო სიმაღლე 94 სანტიმეტრი. 3. მინიატურული ძაღლის ჯიში "იორკის ტერიერი” 1 წლის ასაკში ამ ძაღლის სიმაღლე 11.94 სანტიმეტრს შეადგენდა, ხოლო მასა 481 გრამს. 4. ყველაზე პატარა ძაღლის ჯიში "ჩიხუახუა” ყველაზე პატარა ძაღლის ჯიშია. მისი სიმაღლე ზრდასრულ ასაკში მაქსიმუმ 15 სანტიმეტრს შეადგენს წონა კი 900 გრამს არ აღემატება. სჭირდება განსაკუთრებული მოვლა. ეკრძალება დივანზე ან სკამზე ჯდომა ვინაიდან იქიდან გადმოხტომის შემთხვევაში შეიძლება ძლიერ დაშავდეს. 5. ყველაზე ტიტულოვანი ძაღლი "ჩაო-ჩაოს” სახელად "მეფე სოლომონი” მიღებული აქვს 78 ჯილდო.ის ითვლება ყველაზე ტიტულოვან ძაღლად და შეყვანილია გინესის რეკორდსმენთა წიგნში ამ სტატუსით.პირველი პრიზი მიიღო 1969 წლის 4 იანვარს საერთაშორისო გამოფენაზე,ხოლო 78_ე პრიზი 1976 წლის 4 სექტემბერს მიიღო.იგი დაიბადა 1968 წლის 21 ივნისს ხოლო გარდაიცვალა 1978 წლის 3 აპრილს. 6. ყველაზე ბებერი ძაღლი "ავსტრალიური მწყემსი ძაღლი” სახელად "ბლუ”.მან იცოცხლა 29 წელი და 5 თვე. 7. დიდი რაოდენობით შთამომავლობის შემქმნელი "грейхаунд” სახელად Low Pressure თავისი არსებობის მანძილზე 2414 ძაღლის მამა გახდა.ამასთან ერთად იგი ითვლება 600 მდე დაურეგისტრირებელი ძაღლის მამადაც. 8. ყველაზე მრავალი შთამომავალი "სერბერნარი” სახელად "ენ”.მოავლინა 23 ლეკვი რომელთაგანაც მხოლოდ 14 გადარჩა. 9. ყველაზე მაღალი ნახტომი ნახტომი შეასრულა 18 თვის გერმანულმა ნაგაზმა სახელად "მაკს”.მან 3.48 მეტრიან კედელზე გადახტომა მოახერხა.კიდევ ერთი გერმანული ნაგაზი სახელად "დიუკი”.მან გააუმჯობესა წინა მაჩვენებელი და გადაახტა 3.58 მეტრიან კედელს. 10. ყველაზე დიდყურება ძაღლი "бассет хаунд”.ეს ძაღლი შევიდა გინესის წიგნში როგორც ყველაზე დიდყურება ძაღლის ჯიში. მისი ყურის სიგრძე 29.2 სანტიმეტრია.სიარულის დროს იგი თათით აბიჯებს ყურებს. 11. უიშვიათესი ჯიშის ძაღლი "ჩინუკი”. 20_ე საუკუნეში გამოიყვანეს ამ ძაღლის ჯიში თუმცა კი მისი პოპულარობის მიუხედავად თავიდან 300 ერთეულს ხოლო 1966 წლისათვის მხოლოდ 125 ერთეულს შეადგენდნენ.12 წლის შემდეგ მათი რიცხვი ისევ შემცირდა და მხოლოდ 28-ს შეადგენდა მაგრამ ბოლო პერიოდისთვის ძაღლთა დაცვის ასოციაციის მეშვეობით მათი რიცხვი ორჯერ გაიზარდა. 12. ყველაზე ძლიერი ძაღლი ყველაზე დიდი მასა რაც კი ძაღლს გაუწევია არის 2905 კილოგრამი.დაუჯერებელი ციფრია მაგრამ სწორედ ამდენს იწონიდა რკინიგზის რელსები რომლებიც ძაღლმა სახელად "Райттес Бренди Беар” გასწია 4.57 მეტრზე სულ რაღაც 90 წამის მანძილზე.10 დღით ადრე ამავე ძაღლმა შეძლო გაეწია 2993 კილოგრამი მასა თუმცა ვერ ჩაეტია დანიშნულ დროში და შედეგი არ იყო მიღებული. 13. ყველაზე ცნობილი მაშველი ძაღლი სენბერნარი სახელად ბარი.თავისი 12 წლიანი არსებობის პერიოდში ბარიმ შვეიცარიის ალპებში 40 ადამიანი გადაარჩინა. გადარჩენილთა შორის იყო ნახევრად გაყინული ბავშვი რომელიც ზვავის შედეგად ჩამოწოლილ თოვლის ქვეშ იწვა.ამ დროს ბარი დააწვა გაყინულ ბავშვს და ულოკა სახე, სანამ ბავშვი გონზე არ მოვიდა.ამის მერე მან ის უახლოეს დასახლებულ პუნქტამდე ჩაიყვანა. 14. ყველაზე მახინჯი ძაღლის ჯიში "პერუს შიშველი ძაღლი” ამ ჯიშის ძაღლები არ გამოირჩევიან სილამაზით თუმცა კი ყველაზე მახინჯი ამ სახეობას და ზოგადად ძაღლთა შორის გახლავთ ძაღლი სახელად სემი. სემი
15. უკანა თათებზე მოსიარულე ძაღლი "ბორდერ კოლი” გაირბინა ტუნელში რომელიც იყო შედგენილი 457 ადამიანის წყვილი ფეხისგან. (ეს ალბათ მისი დეფექტის წინა თათების არ ქონის შედეგია)
წყარო: http://ucnauri.com/206909/%E1%83%92%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%A0%E1%8
|