რამოდენიმე უცნობ–ნაცნობი ფაქტი ჩვენს დიდ, მომწვანო – მოცისფრო სახლზე.
დედამიწა მზის გარშემო ორბიტაზე მიქრის 30კმ/წმ სიჩქარით
დედამიწა ერთდაერთი პლანეტაა მზის სისტემაში, რომელსაც არ ჰქვია ღმერთის სახელი.
დედამიწა ერთდაერთი პლანეტაა მზის სიტემაში, რომლიდანაც მზის სრული დაბნელების ნახვაა შესაძლებელი. ეს განპირობებულია საინტერესო დამთხვევით – მზის დიამეტრი 400ჯერ დიდია მთვარის დიამეტრზე, ხოლო დედამიწისგან ის 400ჯერ უფრო შორსაა, ვიდრე მთვარე დედამიწისგან.
ყველაზე მშრალ ადგილად ითვლება ატაკამის უდაბნო ჩილესა და პერუში . აქ უდაბნოს ზოგიერთ ადგილებში წვიმა ჯერ არ დაუფიქსირებიათ. თუმცა სინამდვილეში ყველაზე მშრალი ადგილი მაინც ანტარქტიდაა. აქ ნალექი მრავალი მილიონი წელია არ ყოფილა.
ყველაზე დაბალი ადგილი წითელი ზღვაა – ზღვის დონიდან 423 მეტრით ქვემოთ. ყოველ წელს თითო მეტრით დაბლდება.
ყველაზე მაღალი მთა რომ ჯომოლუნგმაა, ცნობილი ფაქტია . სვხათშორის, მისი სიმაღლე – 8800 მეტრი – მხოლოდ ზღვის დონიდანაა დათვლილი. მთლიანი მთის სიმაღლე ძირიდან წვერომდე კი 17170 მეტრია. აი, ყველაზე გრძელი მთათა ჯაჭვი კი… ოკეანის სიღრმეშია. მისი სიგრძე 65 ათასი კილომეტრია დადაბრეცილი ქამარივით აქვს დედამიწას შემოჭერილი 40 ათას კილომეტრიან წელზე.
ყველაზე ხალვათად დასახლებული ტერიტორია გრენლანდიაა. აქ 2166086 კვადრატულ კილომეტრზე 56534 მოსახლეა.
ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქი ფილიპინების დედაქალაქი მანილაა. აქ 38,55 კვ.კმ –ზე 1660714(!) ადამიანი ცხოვრობს.
ყველაზე ღრმა ადგილი წყნარო ოკეანის მარიანი ღრმულია – თითქმის 11 000 მეტრი. ყველაზე ღრმა "ორმო” ხმელეთზე კი ანტარქტიდაზე, ბენტლის ღრმულია – 2555 მეტრი ზღვის დონის ქვემოთ.
ყველაზე ცივი წერტილი სწორედ იმ ანტარქტიდაზეა, რომელიც მტკნარი წყლის მარაგის 90%–სა და მსოფლიო ყინულის რაოდენობის 70%–ს შეიცავს. 1983 წლის 21 ივლისს აქ 89 გრადუსი ყინვა დაფიქსირდა.
ყველაზე ცხელი (არაპოლიტიკური) წერტილი ლიბიაშია. აქ 1922 წელს 57,8 გრადუსი სიცხე დაფიქსირდა.
ყველაზე მცირე ზომის ძუძუმწოვარი ღორისდინგა ღამურაა. იგი 3 სანტიმეტრამდე იზრდება და მთელ 2 გრამს იწონის.
ყველაზე დიდი ცოცხალი ორგანიზმი გიგანტური სოკოა, რომელიც 0,89 ჰექტარს იკავებს ( მოარული ხმები ამბობენ, ძალიან დაბერდა – 8500 წლისააო)
ყველაზე დიდი ხე გიგანტური სექვოია "გენერალი შერმანია” .
ყველაზე დიდი აუზი წყნარ ოკეანეს აქვს. იგი მთელი დედამიწის წყლის ნახევარზე მეტს მოიცავს. ამ 155 მილიონ კვადრატულ კილომეტრ ფართობში თავისუფლად ჩაეტეოდა ყველა კონტიტნენტი.
ადამიან ნანახი და გამოკვლეული აქვს ოკეანეების მხოლოდ 5%.
ყველაზე დიდ ზღვებში 200 მლნ ტონა ოქროა, მათგან ნაწილი იმდენად გახსნილი წყალში, რომ ერთ ლიტრში მხოლოდ გრამის ერთი მეცამეტმილიარდედია. დანარჩენი ფსკერის ქვემოთაა და ამოღება, ჯერჯერობით, შეუძლებელია. ამ ოქროს მოპოვება რომ შვეძლოთ, თითოეულ ადამიან 4,5 კგ ოქრო შეხვდება.
ყველაზე მაშტაბური 7 ბალიანი (მაქსიმუმი 8 ბალია) ადამიანის მიერ ნანახი ვულკანის ამოფრქვევა მოხდა 1815 წელს თამბორას მთაზე. მისი გრუხუნი თითქმის 2000 კმ–ის დაშორებით ისმოდა და 71000 ადამიანი შეიწირა.
ყველაზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა, რაღა თქმა უნდა, ჩილეში 1960 წელს – 9,5 ბალი. სხვათაშორის, მთვარეზეც ხდება "მთვარისძვრები”, მაგრამ უფრო იშვიათად და ნაკლებად ძლეირი.
დედამიწის არსებობის 4,5 მლრდ წლის მანძილზე კონტინენტები იცვლებოდნენ. მეცნიერები ფიქრობენ, რომ ოდესღაც ისინი შეერთებული იყვნენ. ბოლო ასეთი მთლიანი კონტინენტი გახლდათ პანგეა. 200 მლნ წლის წინ კი დაიწყო მისი დაყოფა. ვარაუდობენ, რომ მომავალში კონტინენტები კვლავ შეერთდებიან.
ადრე დედამიწა ლამაზი იასამნისფერი ყოფილა. მასზე მცხოვრებ მიკრობები ქლოროფილის ნაცვლად ფოტოსინთეზს იასამნისფერი მოლეკულებით – რეტინალით ახდენდნენ. რეტინალი შთანთქავდა მწვანე ფერს და ირეკლავდა წითელსა და ლილისფერს, რომლის შეზავებით იასამნისფერი მიიღებოდა. რეტინალი ახლაც არის შემორჩენილი მიკრობ ჰალობაქტერიაში.
დედამიწასა და მზეს შორის 150 მლნ კმ–ია. მზის სხივს დედამიწამდე მოსაღწევად 8 წუთი და 19 წამი ჭირდება.
ყოველ დღე ჩვენს თავებზე ცვივა 100 ტონა კოსმოსური მტვერი.
მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ოდესღაც დედამიწას დაეჯახა მარსისხელა პლანეტა თეია, რის შედეგადაც დედამიწას "მოტყდა” მოზრდილი ნატეხი. ასე წარმოიშვა მთვარე (o_O?). უფრო მეტიც – ადრე დედამიწას ორი მთვარე ჰყავდა, მაგრამ ერთხელაც ის, მეორე, ამას – უფრო დიდს, შეეჯახა და მას შემდეგ ერთიღა დაგვრჩა.
მეცნიერები ასევე თვლიან,რომ დედამიწას, ფაქტიურად, მაინც ორი თანამგზავრი ჰყავს. დროდადრო ჩვენს პლანეტას ისე ახლოს ჩაუფრენენ ასტეროიდები, რომ დედამიწით მოხიბლულები სამ წრეს შემოუვლიან მას, რაც ცხრა თვე გრძელდება და შემდეგ ისევ შორდებიან. (იქნებ იმ, მეორე მთვარის აჩრდილებია?).