სან დიეგოში 24 საათიან სატელევიზიო მაუწყებლობას ძაღლებისთვის ქმნიან. როდესაც ძაღლების პატრონები შინ არ იქნებიან, არხი მარტო დარჩენილი ცხოველების განწყობაზე იზრუნებს.
"ძაღლებიც ისევე განიცდიან მარტოობას, როგორც ადამიანები. რა პროგრამების ყურება გაახალისებთ მათ? რასაკვირველია, ძაღლების გამოსახულებების. ისინი ძალიან გაერთობიან, როდესაც ბურთთან მოთამაშე ცხოველებს დაინახავენ", - განაცხადა DOGTV-ს ტელევიზიის მთავარმა აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, გილად ნეუმანმა.
"ვფიქრობ, ეს არხი წარმატებული არ იქნება. კატები ტელევიზორის ყურებით შეიძლება დააინტერესო, მაგრამ ძაღლებს ხმის მოსმენა უფრო მოსწონთ, ვიდრე გამოსახულების ხილვა. თქვენ ვერაფრით გაართობთ მარტო დარჩენილ ძაღლს", - მიიჩნევს პროფესორი კეტრინ ჰოუფთი, რომელიც ცხოველების ხასიათს დიდი ხანია იკვლევს.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!