შრი-ლანკაში ქათამმა კვერცხის ნაცვლად წიწილა "დადო". წიწილა სრულიად ჩამოყალიბებული და ჯანმრთელია, ქათამი კი მოკვდა. ქათმის სხეულის გამოკვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ მან მშობიარობის დროს შიდა ტრამვები მიიღო.
ვეტერინარებმა განმარტეს, რომ განაყოფიერებული კვერცხუჯრედი სამი კვირის განმავლობაში ქათმის სხეულში სრულფასოვან წიწილად ჩამოყალიბდა, რის შედეგადაც ის ცოცხლად დაიბადა.
ამ ამბავმა მრავალი სპეკულაცია გამოიწვია ქათმისა და კვერცხის თემაზე და კვლავ გააქტიურდა ფილოსოფიური კითხვა: "რა უფრო ადრე გაჩნდა - კვერცხი თუ ქათამი?"
სისულელედ ჩანს მაგრამ რადგან დაწერა კაცმა ეგეთი შეიძლება სიმართლეცაა, ბუნების ძალას ბევრი რამე შეუძლია და კიდევ უნდა ველოდოთ მისგან ბევრ უცნაურ სიუპრიზებს
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!