ლომები იშვიათად ესხმიან თავს ბეჰემოტებს. ლომმა კარგად იცის, რომ ეს "მდინარის ცხენი” წყალში შეიტყუებს და იქ გაუმკლავდება. პატარა ბეჰემოტს შეუძლია დაკბინოს დიდი ნიანგი.
მდედრი ლომები გაცილებით მეტს შრომობენ, ვიდრე მამრები, ნანადირევის 90%-ზე მეტი მდედრ ლომებზე მოდის.
კატებს ვარდნის საოცარი უნარი აქვთ. სიმაღლიდან ჩამოვარდნის შემთხვევაში მათ შეუძლიათ ისეთნაირად შეტრიალდნენ, რომ სხეულის სიმძიმე გადაანაწილონ მთლიან წონაზე, ამიტომ მიწაზე დანარცხებისას ვარდნის ძალა ისე ძლიერი აღარ არის და კატები უვნებელნი რჩებიან.
კენგურუს ყველაზე გრძელი ნახტომი სიგრძეზე 13 მეტრსა და 63 სანტიმეტრს შეადგენს, ხოლო სიმაღლეზე – 3 მეტრს და 20 სანტიმეტრს.
დედა სპილო ძალიან უფრთხილდება თავის პირმშოს. ახალდაბადებული სპილოები დედის მუცლის ქვეშ დადიან.
ტაილანდში არსებობს გასაოცარი სასწავლებელი, სადაც მაიმუნები სწავლობენ. აქ მაიმუნებს ავარჯიშებენ ქოქოსის კაკლების შეგროვებაში. სწავლის დამთავრების შემდეგ ზოგიერთი მათგანი დღეში დაახლოებით 1400 ქოქოსის კაკალს აგროვებს.
ბალტიმორის (მერილენდის შტატი; აშშ) ზოოპარკში მცხოვრები შიმპანზე ხატავს სურათებს და მისი 65 ნახატი კიდეც გაიყიდა.
ყველაზე დიდი ცხოველი ცისფერი ვეშაპია. ამჟამად მცხოვრები უდიდესი მდედრი ცისფერი ვეშაპი 34,6 მეტრის სიგრძისაა და იწონის 170 ტონაზე მეტს. ეს იმდენივეა, რასაც იწონის 35 სპილო ან 2380 ადამიანი.
მამრი ვეშაპები "მღერიან” სიმღერებს, რომლებიც დაახლოებით 10-20 წთ გრძელდება. მათი სიმღერა რვა თემას მოიცავს, ეს თემები სიმღერისას მეორდება და მეორდება.
პოლარული დათვი ძალიან დიდი ცხოველია – 3 მეტრი სიგრძისაა და იწონის 800 კგ - ს. დედა დათვი აკეთებს ბუნაგს. დათვის ბელები მშობლებთან ერთად ერთი წელი ცხოვრობენ. მათ მშობლები ცურვას ასწავლიან. 6 თვის ასაკში ისინი კარგი მოცურავეები არიან.
ჩრდილოეთამერიკული დათვს – გრიზლს შეუძლია ისევე ჩქარა ირბინოს, როგორც ცხენს.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!