ჩეჩნეთის მაღალმთიან რაიონში კლდეში შეზრდილი 40 გაქვავებული სფეროსებრი კორძი აღმოაჩინეს. დეტალურმა დათვალიერებამ დაადასტურა, რომ ეს გიგანტური რეპტილიების კვერცხებია - აღმოჩენაზე აშკარად იკვეთება ნაჭუჭი, ცილა და კვერცხის გული.
"ეს ბალახის მჭამელი დინოზავრების კვერცხებია. მათი დიამეტრი ერთ მეტრს აღწევს, სხვების - ნახევარ მეტრს, ზოგიერთი უფრო მცირე ზომისაა (20 სმ-მდე დიამეტრის)", - აცხადებს ჩეჩნეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ეკონომიკურ-სოციალური გეოგრაფიის კათედრის დოცენტი, მაგომედ ალხაზუროვი.
უახლოეს მომავალში ჩეჩენი და რუსი პალეონტოლოგები ექსპერტიზას ჩაატარებენ, რომელიც დაადასტურებს, რომ ეს ნამდვილად დინოზავრის დადებული კვერცხებია. გაქვავებული ნაშთების ნიმუშები ესენტუკის ლაბორატორიაშია გაგზავნილი.
მომზადებულია topnews.ru-ს მიხედვით.