რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ალბინოსები შავკანიანებსაც უჩნდებათ. მათი დისკრიმინაციის პრობლემა უკვე მრავალი წელია არსებობს აფრიკულ ქვეყნებში. ხშირად ალბინოსები ნადირობის ობიექტებიც ხდებიან: მათ კლავენ, სხეულს ანაწევრებენ, ორგანოებს აცლიან, თმებს აჭრიან და შემდეგ ჯადოქრულ რიტუალებს ატარებენ.
ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, ჯადოქრები ალბინოსების ძვლებისგან თილისმებს ამზადებენ, მათ სჯერათ, რომ თილისმა ალმასების მოპოვებაში დაეხმარებათ.
2008 წელს ტანზანიასა და ბურუნდიში 50-ზე მეტი ალბინოსი მოკლეს. ამ ფაქტმა აღაშფოთა სხვადასხვა უცხოური ორგანიზაცია და ისინი ამ პრობლემის გადასაჭრელად გაერთიანდნენ. რამდენიმე ”მონადირე” გაასამართლეს კიდეც და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.
.
.
ტანზანიელი გოგონა საერთო საცხოვრებელში, სადაც ალბინოსი ბავშვებისთვის დროებითი თავშესაფარი გახსნეს.
.
.
9 წლის ამანი თავშესაფარში მას შემდეგ მოხვდა, რაც მისი პატარა და – მარიამ ემანუელი მოკლეს.
.
.
76 წლის ბაბუამ პატარა მარიამის გვამი თავის საცხოვრებელში დამარხა, რათა ჯადოქრებმა ბავშვის ძვლები არ გაიტაცონ.
.
.
ბავშვები ”წითელი ჯვრის” თავშესაფარში
.
.
.
.
.
.
რა დააშავეს საწყალმა ალბინოსებმა თავიანთი ტომის შავკანიანი რასის წინაშე? ალბათ ის, რომ მათ განსხვავებული ფერის კანი ჰქონდათ…