აღზრდა რომ "ძნელი პროცესია", ეს ცხოველებშიც ისევე დასტურდება, როგორც ადამიანებში: უკრაინის ერთ-ერთ ზოოპარკში ძუ დათვმა აიამ თავისი ბელი კუთხეში დააყენა, "ნოტაცია წაუკითხა" - მკაცრად უღრინა, მერე "ყური აუწია"- ქეჩოთი აიტაცა და კარგად შეაჯანჯღარა. თუმცა დასჯა დიდხანს არ გაგრძელებულა. აიამ პატარას "გაუღიმა" და მოგვიანებით "ნაზადაც" ჩაიხუტა.