კომპანია ”ყაზბეგს” სამონადირეო მეურნეობა ”იორის ჭალები” კახეთში ყორუღისა და ჭაჭუნას აღკვეთილში აქვს. მეურნეობას საგარეჯოს რაიონში 1000, ხოლო დედოფლისწყაროს რაიონში 700 ჰექტარი ფართობი უკავია. მდინარე ივრის ჭალებში თევზაობის გარდა, ღორზე, ხოხობზე, სხვადასხვა სახეობის წყალმცურავ ფრინველზე
(იხვი, ბატი და სხვა), ასევე მტაცებლებზე – მგელზე, ტურაზე, კატასა და მელიაზე არის ნადირობა შესაძლებელი. ნადირობის სეზონი ოქტომბრის მეორე ნახევრიდან იწყება და პირველ იანვრამდე გრძელდება. გამონაკლისის სახით-ტახზე ნადირობა პირველ თებერვლამდეა ნებადართული. სამონადირეო მეურნეობაში ტურისტული ინფრასტრუქტურაც არის განვითარებული. მონადირეებისა და მეთევზეთათვის განკუთვნილ სასტუმროს ერთდროულად 12-15 სტუმრის მომსახურება შეუძლია.
ივრის ზეგანზე ჩამოყალიბებულია მშრალი სუბტროპიკული ვაკე-წვრილმთიანეთის სტეპური და არიდული ტყე-ბუჩქნარის ლანდშაფტები. ახასიათებს მაღლობ-წვრილმთიანი რელიეფი, ანტიკლინური სერები და სერებშორისი ვაკე-ტაფობები, პლატოები და მშრალი ხევ-ხეობები. ჰავა მშრალი კონტინენტურია.
ზამთარი ცივი, ზაფხული ცხელი და გვალვიანია. გაბატონებულია დასავლეთის ქარები, განსაკუთრებით ძლიერი ქარი იცის ზამთარში. ასეთ კლიმატურ პირობებში მცირე და საშუალო სისქის შავმიწა, წაბლა, დამლაშებულ, გაჯიან და ტყის რუხ-ყავისფერ ნიადაგებზე გავრცელებულია სტეპისა და ნახევარუდაბნოს მცენარეულობა, ზოგან ნათელი ტყე-ბუჩქნარი.
კომპანია „ყაზბეგის" გარდა ქვეყანაში ამჟამად სულ 30-მდე სამონადირეო მეურნეობა არის შექმნილი. ცხოველებზე ნადირობას და სამონადირეო მეურნეობის საქმიანობას საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო აკონტროლებს. ყოველწლიურად ტარდება ფრინველთა და ცხოველთა მონიტორინგი, რაზეც არსებობს შესაბამისი, ზოოლოგიური აუდიტის დასკვნები.
სამონადირეო მეურნეობა "იორის ჭალები" ფასები და პირობები
ზოგადი ინფორმაცია სამონადირეო მეურნეობა "იორის ჭალები" - ის შესახებ ადრეც დაიწერა ჩვენს საიტზე მაგრამ საიტის მომხმარებელთა თხოვნით ამ პოსტში მოცემულია კომპანია ყაზბეგის მიერ გამოქვეყნებული სამონადირეო მეურნეობის მომსახურებით სარგებლობის ფასები.
მდინარე, ტბები, ჭალის ტყეები - მშვენიერი არჩევანი და მონადირული აზარტი.
დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის გზაზე მდებარე ხიდიდან ხელმარცხნივ, მდინარე იორის დინების მიმართულებით, 1000 ჰექტარის ფართობზე უმშვენიერესი ჭალა და ტყეებია გაშლილი. აქ ტრადიციული სამონადირეო მეურნეობა დაგხვდებათ, სადაც შესაძლებელია როგორც ნადირობა, ასევე თევზაობაც.
დედოფლისწყაროში, თბილისიდან 2 საათის სავალზე, მდინარე იორის ხეობაში, 700 ჰექტარის ფართობზეა გაშლილი ჭალის ტყე და იორის ზეგანის ნაწილი, სადაც უამრავი ფრინველი და ცხოველი ბინადრობს-კაკაბი, კურდღელი, ხოხობი, იხვი, გარეული ღორი და მტაცებლები-მგელი, ტურა, კატა, მელა. ყველა მათგანი შეგიძლიათ მოინადიროთ.
როგორც საგარეჯოში, ისე დედოფლისწყაროში მწყერზე ნადირობა 20 აგვისტოდან ოქტომბრის დასაწყისამდე გრძელდება. მეურნეობა ვალდებულებას იღებს მოგაძებნინოთ კარგი სანადირო ადგილი, მოგამარაგოთ ძაღლებით, იარაღით (საჭიროების შემთხვევაში) და ტყვიით, შემოგთავაზოთ ღამის გასათევი და, რა თქმა უნდა, კვება. სამონადირეო სასტუმროს ერთდროულად 12-15 მონადირის მომსახურება შეუძლია. აქ დაგხვდებათ კომფორტული ნომრები, ცხელი წყალი, კვება. ორი ბუხარი და თონე, როგორც შენობაში, ასევე ღია ფანჩატურში. სტუმრების თვალწინ ხდება ტრადიციული კახური კერძების მომზადება: დაიგემოვნებთ მწვადს, თონეში გამომცხვარ შოთის პურებს და სხვა.
სამონადირეო მეურნეობის «იორის ჭალების» კლუბის წევრების საყურადღებოდ!
1. კლუბის წევრს უფლება აქვს ადმინისტრაციასთან შეთანხმებით მოიწვიოს მონადირეთა ჯგუფი და თავად გათავისუფლდეს გადასახადისაგან.
2. კლუბის წევრს უფლება აქვს ერთი წლის განმავლობაში უფასოდ ინადიროს:
I. ტახზე-5-ჯერ.
II. კოლხურ ხოხობსა და კაკაბზე 5-ჯერ.
III. მტაცებელ ცხოველებზე–შეუზღუდავად.
IV. კლუბის წევრობის წლიური გადასახადი შეადგენს 2000 ლარს.
ტახზე (გარეული ღორი) ნადირობა
(პრეისკურანტი საქართველოს მოქალაქეებისათვის)
1. ნადირობის ღირებულება ერთ პერსონაზე ერთი სანადირო დღის განმავლობაში შეადგენს 200 ლარს.
2. ღირებულებაში შედის:
I. ტახზე გარეულ ღორზე) ნადირობა.
II. ეგერების მომსახურება.
III. ორჯერადი კვება (საუზმე და ტრადიციული ქართული ვახშამი);
3. ყოველ მოკლულ ღორზე დამატებითი გადასახადი შეადგენს 500 ლარს
4. სასტუმროში ერთი ღამის გათენება ერთი პერსონისათვის-50 ლარი;
კოლხურ ხოხობსა და კაკაბზე ნადირობა
(პრეისკურანტი საქართველოს მოქალაქეებისათვის)
1. ნადირობა დაშვებულია მხოლოდ ოფიციალურად გამოცხადებულ ნადირობის სეზონზე.
2. კოლხურ ხოხობსა და კაკაბზე ნადირობის ღირებულება ერთი სანადირო დღის განმავლობაში თითო ადამიანზე შეადგენს 150 ლარს.
3. კოლხურ ხოხობსა და კაკაბზე ნადირობის 1 დღედ ითვლება ან საღამო-დილა ან დილა– საღამო.
4. ღირებულებაში შედის.
I. ეგერების მომსახურება.
II. ორჯერადი კვება.
III. 3-3 ეგზემპლიარი ფრინველის მოპოვება 1 სანადირო დღის განმავლობაში.
IV. ნორმის ზემოთ მოპოვებული ფრინველის ყოველ ერთულზე გადასახადი შეადგენს 40 ლარს.
5. სასტუმროში ერთი ღამის გათენება 1 პერსონაზე - 50 ლარი.
პრეისკურანტი უცხოელი მონადირეებისათვის იხილეთ ბმულზე: http://kazbegi.com/index.php?sec_id=103&lang_id=ENG
ნადირობის საფასურის 100%-იანი წინასწარი გადახდა.
ნადირობის წესები და უსაფრთხოების ზომები სამონადირეო მეურნეობაში
1. სამონადირეო მეურნეობაში ნადირობა წარმოებს ეგერების სავალდებულო მონაწილეობით და მითითებით.
2. ნადირობისას გამოიყენება მხოლოდ გლუვლულიანი სანადირო თოფი.
3. აკრძალულია.
I. სროლა ხმაურზე, თუ ნადირი კარგად არ ჩანს.
II. მიზანში სროლა და ხმაური.
III. ეგერის მიერ მითითებული სასროლი ადგილის ("ნომრის”) შეცვლა და მოძრაობა.
IV. ნადირობის დროს ალკოჰოლის გამოყენება.
V. სანადირო თოფში ტყვიების ჩადება ნებადართულია მხოლოდ სასროლ ადგილზე ("ნომერში”) ყოფნისას.
«იორის ჭალების» ადმინისტრაცია
სიახლე:
სამონადირეო მეურნეობა „იორის ჭალები" გთავაზობთ დათვსა და ჯიხვზე ნადირობის ტურის ორგანიზებას. ტურის დაგეგმვა და ღირებულების განსაზღვრა მოხდება წინასწარი ინდივიდუალური შეთანხმებით სამონადირეო მეურნეობის ადმინისტრაციასთან.
თევზაობა
თევზაობის მოყვარულებსაც სასიამოვნო გარემო და შესაბამისი ფაუნა ელოდებათ. ხელოვნურ ტბორებში მოშენებულია საზანი, კობრი, თეთრი ამური. მდინარე იორში კი, ხრამული, მურწა, წვერა, ჭანარი და კიდევ ნაირ-ნაირი თევზი ბინადრობს. მსურველებს უკვე შეუძლიათ თევზაობა.
მეთევზეებს მოემსახურება სასტუმრო კოტეჯი (ერთდროულად შესაძლებელია 8 მეთევზის დაბინავება). კოტეჯში არის მოსასვენებელი ოთახები, კეთილმოწყობილი სამზარეულო და ბუხარი.
საგარეჯო,
სამონადირეო მეურნეობა
"იორის ჭალები"
საკონტაქტო პირები:
577 774 777 გიორგი თოფაძე
574 22 8 1 10; 2 22 81 10 გია ასათიანი
599 17 47 94 ვალიკო სულაშვილი
599 35 80 60 ნიკოლოზ სონღულაშვილი
599 57 11 52 დათო შალათაშვილი
ტელ : (+995 32) 2 22 81 10
ფაქსი: (+995 32) 2 94 20 46
თბილისი, უზნაძის 68ა,
კომპანია "ყაზბეგის" ოფისი,
ოთახი 7, ოთახი 13.
www.kazbegihotels.ge
e-mail: hunting@kazbegi.com
ინფორმაციის წყარო: www.kazbegi.com
გამოქვეყნების თარიღი 03/02/2012. ფასების განახლებები გადაამოწმეთ მითითებულ ინფორმაციის წყაროზე დაყრდნობით.