ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
ტყის ქათამზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4114
მტკვარზე თევზაობა   
Shamanპასუხების რაოდენობა: 55
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 200
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2012 » მარტი » 13 » "ცალ-ცალი კალოშიდან" მსოფლიო ბიზნესიმპერიამდე    

14:42:21
"ცალ-ცალი კალოშიდან" მსოფლიო ბიზნესიმპერიამდე
"ცალ-ცალი კალოშიდან" მსოფლიო ბიზნესიმპერიამდე
"ცალ-ცალი კალოშიდან" მსოფლიო ბიზნესიმპერიამდეროგორ იქცნენ მექაღალდეები და მერეზინეები ელექტროტექნიკის ლიდერებად

"ნოკიას" ისტორიას გასული საუკუნის ყველაზე საოცარ ზღაპარს უწოდებენ. 80-იან წლებამდე ამ ფინურ კონგლომერატს ფიჭურ კავშირგაბმულობასთან საერთო არაფერი ჰქონია. ალბათ ცოტამ თუ იცის, რომ მაშინ "ნოკია" ტუალეტის ქაღალდის წარმოებითა და საბჭოთა კავშირში მისი ექსპორტით იყო დაკავებული. 

მეოცე ასწლეულის მიწურულს კი კიდევ ერთი მიმართულება აითვისა და ისეთ პროფესიონალებს გაუტოლდა, როგორებიც "ერიკსონი" და "მოტოროლაა". "ნოკია" ტელეკომუნიკაციის სფეროში მსოფლიო მნიშვნელობის კომპანიად იქცა. ყველაფერი კი ასე დაიწყო...

1865 წლის 12 მაისს ფინელმა სამთო ინჟინერმა ფრედერიკ იდესტმა მიიღო ხის მასალის საწარმოს მშენებლობის უფლება, რომელიც მდინარე ნოკიას მახლობლად უნდა გაშენებულიყო. ასე ჩაეყარა საფუძველი მომავალ "ნოკია კორპორეიშნს". სწორედ ამ პერიოდზე მოდის მრეწველობის ძალიან მზარდი ტემპი. 

ინდუსტრიალიზაციის პირობებში ქაღალდსა და მუყაოზე მოთხოვნა ყოველდღიურად იზრდებოდა და მცირე ფაბრიკა-საწარმო მალე ქაღალდის კომბინატად გადაიქცა. თანდათანობით "ნოკიას" კომბინატში დიდი რაოდენობით მუშახელი დასაქმდა და მიმდებარე ტერიტორიაზე სეხნია ქალაქიც გაშენდა. 

დროთა განმავლობაში საწარმო ქვეყნის მასშტაბებს გასცდა. "ნოკიას" ქაღალდი თავდაპირველად რუსეთს მიეწოდებოდა, შემდეგ კი ინგლისში, საფრანგეთსა და ჩინეთშიც იგზავნებოდა. არადა, 1860-იან წლებში ფინეთში ქაღალდზე შიდა მოთხოვნა ადგილობრივ წარმოებას მნიშვნელოვნად აღემატებოდა და ნედლეული რუსეთიდან და შვეიცარიიდან შეჰქონდათ... "ნოკია კორპორეიშნი" 1871 წლის თებერვალში ჩამოყალიბდა. ფირმამ დაიპყრო დანიის, გერმანიის, რუსეთის, ინგლისის, პოლონეთის, საფრანგეთის ბაზრები. 

აშშ-ს 1830-იან წლებში "რეზინის ციებ-ცხელება" მოედო, რომლისგანაც ქვეყანა მალევე "განიკურნა", ამან კი მრავალ ინვესტორს მილიონობით დოლარის ზარალი მოუტანა. გაკოტრების მიუხედავად, მოწყობილობების მწარმოებელი ფილადელფიელი ჩარლზ გუდიერი განაგრძობდა ექსპერიმენტებს რეზინის წარმოებაზე. 1839 წლის თებერვალში მან ვულკანიზაციის მოვლენა აღმოაჩინა. შემდეგ წყალგამძლე რეზინი შექმნა, რამაც ამ მასალის სხვადასხვა პირობებში გამოყენების შესაძლებლობა მისცა. 1898 წელს ფრენკ სეიბერლინგმა ჩამოაყალიბა ფირმა Goodyear Tire and Rubber Company და პირველი ქარხანა შეიძინა. ათი წლის შემდეგ Goodyear-ი მსოფლიოში უმსხვილეს რეზინის საწარმოს წარმოადგენდა... 

ფინეთში რეზინისგან დამზადებული პროდუქტი XIX საუკუნის მიწურულს გამოჩნდა. თავდაპირველად ის ფუფუნების საგანს წარმოადგენდა, მაგრამ საწვიმარმა და კალოშებმა პოპულარობა ძალიან მალე მოიპოვა ქალაქადაც და სოფლადაც. რეზინის პროდუქცია არა მხოლოდ სამომხმარებლო, არამედ საწარმოო ბაზრისთვისაც აუცილებელი გახდა. ინდუსტრიალიზაციამ გაზარდა მოთხოვნა სხვადასხვაგვარ მოწყობილობაზე, შესაბამისად, გაიზარდა მოთხოვნილება რეზინის ნაწარმზეც. ფინეთში ძირითადი მწარმოებელი იყო Finnish Rubber Works (FRW). როცა FRW-ის ხელმძღვანელობამ საწარმოს ჰელსინკიდან გადატანა მოისურვა, ყურადღება ნოკიას ნაპირებზე შეაჩერა. ეს გადაწყვეტილება იმან განაპირობა, რომ "ნოკიასგან" ელექტროენერგიას საკმაოდ შეღავათიან ფასად ყიდულობდა – მდინარე არა მხოლოდ ლანდშაფტს ამშვენებდა, არამედ იაფი ელექტროენერგიის წყაროსაც წარმოადგენდა. 

1912 წელს ჰელსინკის ცენტრში გაიხსნა კომპანია, რომელმაც მოგვიანებით მიიღო სახელწოდება Finnish Rubber Works-ი. მზარდმა მოთხოვნამ ელექტროენერგიის გადაცემაზე, ასევე სატელეგრაფო და სატელეფონო ქსელების განვითარებამ კომპანიის სწრაფი ზრდა განაპირობა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ფირმა პრაქტიკულად მონოპოლისტი გახდა და სადენების მწარმოებელ თითქმის ყველა ფირმას ფლობდა. 1920 წელს სამი ფირმა: Nokia Corporation-ი, Finnish Rubber Works-ი და Finnish Rubber Works-ი ერთიანი ჯგუფის სახელწოდების - Nokia Group-ის ქვეშ გაერთიანდა. მართალია, Nokia-მ კორპორაციული ავტონომია დაკარგა, მაგრამ მისი სახელწოდება საერთო დასაყრდენად იქცა დანარჩენი ფირმებისთვისაც.

1920 წელსNokia ყველა მიმართულებით ლიდერობდა. სწორედ დივერსიფიკაცია დაეხმარა ფირმას, თითქმის უმტკივნეულოდ გადაეტანა ეკონომიკურად მძიმე პერიოდები. როცა ეკონომიკის ერთ სექტორს პრობლემები ჰქონდა, Nokia სიცოცხლისუნარიანობას სხვა სფეროთა ხარჯზე ინარჩუნებდა. 

XX საუკუნის 60-იან წლსებში სამი საწარმოს გაერთიანება საბოლოოდ დასრულდა. Oy Nokia Ab-ი წარმოადგენდა საწარმოო კონგლომერატს, რომელიც ოთხი ახალი მიმართულებით მუშაობდა: სატყეო, რეზინის, სადენებისა და ელექტრონული ტექნიკის წარმოება. ყველაზე დიდი შემოსავალი სადენების წარმოებას მოჰქონდა. 60-იან წლებში Finnish Rubber Works-ის პრეზიდენტმა ვესტერლუნდმა ტექნიკური ინოვაციების განყოფილება შექმნა. 

პერსონალის ძირითადი ბირთვი უნივერსიტეტებისა და კოლეჯების თანამშრომლებისგან შედგებოდა. განყოფილების ხელმძღვანელ კურტ ვიკსტედს კარგად ესმოდა ელექტრონული კავშირის პერსპექტივები. 1963 წელს შეიქმნა პირველი რადიოტელეფონი, 1965 წელს - მონაცემთა გადამცემი მოდემი. იმ დროს სატელეფონო სადგურების უმრავლესობას ელექტრომექანიკური კომუტატორული მოწყობილობა ჰქონდა და არავის მოსვლია აზრად, ეს მოწყობილობა "ციფრულ" სისტემაზე გადაეყვანა. Nokia-მ ციფრული კომუტატორის შემუშავება დაიწყო და 1969 წელს პირველმა გამოუშვა ხელსაწყო, რომელიც სატელეგრაფო და სატელეფონო საერთაშორისო საკონსულტაციო კომიტეტის სტანდარტებს პასუხობდა. ციფრულ სატელეკომუნიკაციო სტანდარტზე გადასვლა მნიშვნელოვანი და სტრატეგიული ნაბიჯი იყო. 70-იან წლებში გამოშვებული კომუტატორი DX 200 მეტად პოპულარული აღმოჩნდა. 

საკანონმდებლო ცვლილებით, შვედეთში ნებადართული გახდა ავტომობილებში მობილური ტელეფონების დამონტაჟება და საერთო ქსელში ჩართვა. ამ გარემოებამ Nokia ახალი გამოწვევის წინაშე დააყენა და 1981 წელს შეიქმნა მობილური ქსელი, რომელიც შვედეთსა და ფინეთს ფარავდა. მას Nordic Mobile Telephony (NMT) ეწოდებოდა. 

მოგვიანებით მას სხვა ქვეყნებიც შეუერთდნენ. სისტემა თავიდან ბოლომდე "ნოკიას" ტექნოლოგიებს ეფუძნებოდა. ამას მობილური ტელეფონების ინდუსტრიის სწრაფი განვითარება მოჰყვა. 1987 წელს, როცა მობილური ტელეფონები საკმაოდ მძიმე და დიდი ზომის იყო, "ნოკიამ" ერთ-ერთი ყველაზე მსუბუქი აპარატი გამოუშვა. ამან კი კომპანიას ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პოზიცია მოუტანა, რომელიც დღემდე არ დაუთმია. პირველი "ხელის" GSM-ტელეფონი Nokia 1011 გამოუშვეს 1992 წელს. ხოლო 1998 წელს კომპანია მობილური ტელეფონების წარმოების ლიდერი იყო.

ფინეთი განვითარებული ინდუსტრიული ქვეყანაა, "ნოკიას" მდგომარეობა კი უჩვეულოა იმ თვალსაზრისით, რომ მისი კაპიტალიზაცია თითქმის უტოლდება საფონდო ბირჟებზე წარმოდგენილი ყველა ფინური ფირმის ჯამური კაპიტალიზაციის ნახევარს. აპრილის დასაწყისში ის $32,84 მილიარდს შეადგენდა.

* * *
მამული ნოკიას სახელწოდებით ცნობილია 1270 წლიდან, თუმცა პირველი დოკუმენტი, სადაც ის მოხსენიებულია, 1505 წლით თარიღდება. მდინარის გარდა, ტამპერედან 15 კილომეტრში პატარა ქალაქსაც ნოკია ჰქვია.

ადგილმდებარეობის დასახელება, როგორც მიჩნეულია, მომდინარეობს ძველი ფინური სიტყვიდან ნოის (მრავლ. ნოკია), რაც შავ სიასამურს ნიშნავდა. ერთ დროს ეს ძვირფასბეწვიანი ცხოველი იმ ადგილებში ბინადრობდა. როცა სიასამურები გაქრნენ, ამ სიტყვით უკვე აღინიშნებოდა ნებისმიერი ცხოველი შავი ბეწვით, მაგალითად, კვერნა...

ანა ჟორჟოლიანმა
ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი ”ისტორიანი”


წყაროhttp://www.kvirispalitra.ge/history/10518-qcal-cali-kaloshidanq-msoflio-biznesimperiamde.html
კატეგორია: იცით თუ არა რომ | ნანახია: 1833 | დაამატა: Admin | რეიტინგი: 5.0/1

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 4
0   Spam
4 chibati   (17.03.2012 01:35:27) [მასალა]
39 166 166

0   Spam
3 mengreli   (14.03.2012 23:14:29) [მასალა]
დაახლოებით ეგეთი სტატია ჯურნალ ნადირობის რომელიღაც ნომერშიც მქონდა წანაკითხი,კარგია აქაც რომ დადეთ ეგ ინფორმაცია 166

0   Spam
2 krimanjuli   (14.03.2012 12:35:34) [მასალა]
3DSmile135 1000294

0   Spam
1 nugomonadire   (13.03.2012 15:59:29) [მასალა]
ადმინ გაიხარე, საიტზე ასეთი მრავალმხრივი საგანმანათლებლო ინფორმაციების მოწოდებისათვის... 23_30_126 10

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 5
    სტუმარი: 5
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика