37 წლის ინგლისელმა ჯეკ ჰიტკოუმ ოცნება აისრულა და ნოტინგემში ახალნაყიდი სახლის სარდაფი აკვარიუმად აქცია. გინესის მიხედვით, ეს ყველაზე დიდი საშინაო აკვარიუმია.მარტო რეზერვუარის დამზადება 5 ათასი გირვანქა სტერლინგი დაჯდა. თანაც აქ უამრავი ეგზოტიკური თევზი, რამდენიმე სკაროსი და ზღვის კუა. მომვლელი კი თავად პატრონია. "ჩემი ჰობი აკვარიუმია, ტელევიზორი უკვე აღარ მჭირდება", - ამბობს ჯეკი.