ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
ტყის ქათამზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4114
მტკვარზე თევზაობა   
Shamanპასუხების რაოდენობა: 55
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 200
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2012 » თებერვალი » 26 » დღეს შენდობის კვირაა...    

23:30:03
დღეს შენდობის კვირაა...

უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

ქადაგება შენდობის კვირას

ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარი

„როცა ჩვენი ჯვრის სიმძიმის ქვეშ ვეცემით, შევთხოვოთ უფალს და იგი თვითონ 
მოვა ჩვენთან, აღგვადგენს და მოგვცემს ახალ ძალას, რათა ცხოვრების გზა განვაგრძოთ!"

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

მოგვიახლოვდა დიდი მარხვა, მარხვა სინანულისა, სულიერი განწმენდისა, მარხვა სულიერი ამაღლებისა! ეს არის დრო, როცა ადამიანი უკეთ ხედავს საკუთარ სულს, თავის ცოდვებს, თავის სიკეთესა და ბოროტებას; ეს არის მომზადება ბრწყინვალე აღდგომის შესახვედრად და უფალმა ინებოს, რომ ქრისტეს აღდგომის მშვიდობიანი და ბედნიერი დღესასწაული გაგვითენდეს!

უფალი ბრძანებს, რომ უნდა ვილოცოთ, რათა უფლის მიერ შენდობის ძალა მოგვეცეს. „მამაო ჩვენოში" ვკითხულობთ: „და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევეთ თანამდებთა მათ ჩვენთა": ე.ი. ჩვენ ვითხოვთ, რომ ისე მოგვიტევოს უფალმა ჩვენი ცოდვები, ჩვენი ვალი, როგორც ჩვენ მივუტევებთ მოვალეთა ჩვენთა. მაგრამ ისიც ვიცით, რომ „არა არს კაცი, რომელი ცხონდეს და არა სცოდოს". ადამის ცოდვის შემდეგ ყოველი ადამიანი უძლურია და ცოდვისკენ მიდრეკილი.

ჩვენ წინაშე დგება კითხვა: რა დამოკიდებულება აქვს ადამიანს ცოდვასთან? ზოგიერთი ფიქრობს, თითქოს ცოდვა ადამიანის ბუნების თვისებაა. არა! ეს არის თვისება მხოლოდ დაცემული კაცისა და არა იმ ადამიანისა, რომელიც სამოთხეში იყო! ცოდვა ხორცმეტია ადამიანის სულზე; ადამიანი უნდა გრძნობდეს, რომ ცოდვა უცხოა ჩვენი ბუნებისათვის, ჩვენი სულისა და ხორცისათვის!

ცოდვამ შეჩვევა იცის, ეს განსაკუთრებით ითქმის ჩვენს თანამედროვე ყოფაზე, რადგან დღეს ხალხის ნაწილს ცოდვა ცოდვად აღარ მიაჩნია და მასშია მთლიანად დანთქმული. გვახსოვდეს, ბიბლია გვასწავლის, რომ მათ, რომელთაც არ აქვთ განცდა საკუთარი ცოდვისა, სინდისი აქვთ „დამწვარი" და წარწყმედის გზაზე დგანან.

დავით წინსწარმეტყველი ბრძანებს: „ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის". როცა ჩვენც ვგრძნობთ, რომ ცოდვილნი ვართ და უღირსნი, თან მუდამ უნდა ვიმეორებდეთ სიტყვებს ფსალმუნნის მე-17 კანონიდან: „უფალო, შენი ვარ, მაცხოვნე მე".

ადამიანი ურთულესი ბუნებისაა: იგი შეიძლება ჯოჯოხეთში ჩავარდეს და შეიძლება სრულყოფილების კიბით სასუფეველში ავიდეს! მაგრამ ისიც ვიცით, რომ ადამიანის ცხოვრება განსაცდელია, გამოცდა, - როგორც ამას მართალი იობის წიგნი გვასწავლის. და ღმერთმა ინებოს, რომ ეს განსაცდელი ღირსეულად განვლოთ ყოველმან! წმინდა ეფრემ ასური ამბობს: „ჰე, უფალო, მომანიჭე მე განცდაი თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩემისთა!" დაუკვირდით, როგორ უკავშირებს წმინდა მამა ცოდვათა განცდას განუკითხველობას! აი, ეს არის გზა სასუფევლისკენ!

ამიტომ შევთხოვთ უფალს, რომ მოგვანიჭოს ჩვენ მადლი და ძალა, რათა ვიხილოთ ჩვენი ცოდვები, შევინანოთ წინაძე ღვთისა და არ განვიკითხოთ მოყვასი ჩვენი!

გვახსოვდეს, რა ზომითაც განვიკითხავთ სხვას ან რა ცოდვასაც განვიკითხავთ სხვა ადამიანში, უფლის დაშვებით, ჩვენ თვითონაც იმ ცოდვამი ჩავვარდებით. ეს არის წყალობა ღვთისა; უფალი ამით იცავს ადამიანს მომავალი განკითხვისა და ცოდვისაგან.

ლოცვაში ვკითხულობთ: „სადაც გამრავლდეს ცოდვა, იქ გარდაემატოს მადლი უფლისა". ეს არ ნიშნავს, რომ განგებ უნდა ვცოდოთ, ღვთის მადლის გასამრავლებლად. უნდა ვიცოდეთ, რომ ყოველ ცოდვას, ყოველ დაცემას აღემატება წყალობა და სიყვარული ღვთისა, ოღონდ თუკი გულით მოვინანიეთ.

„ცოდვა ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის". ან კი ვინ უნდა განვიკითხოთ, როდესაც თავად ცოდვილნი ვართ; სხვა როგორ უნდა განვიკითხოთ, როცა უარესი ცოდვებით ვართ აღვსილნი? და აი, დღეს, შენდობის კვირიაკეს, უპირველეს ყოვლისა, მე, ცოდვილი და უღირსი მონა ღვთისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ვგრძნობ და ვხედავ ჩემს ცოდვებს, ჩემს უღირსებას, ვხედავ იმას, რომ წყალობა ღვთისა თანამავალია ყოველსა დღესა ცხოვრებისა ჩემისათა. მე ვმადლობ უფალს ყველაფრისათვის: განსაცდელისათვის, იმ სინანულისათვის ჩვენი ცოდვების გამო, რომლის შემდეგ მადლი ღვთისა შემოდის ჩვენში. მე ვმადლობ უფალს სიხარულისა და მწუხარებისათვის.

თქვენ იცით აღმოსავლური სიბრძნე: „ჰოი, მწუხარებავ, შენ საწყისი ხარ სიხარულისა; ჰოი, სიხარულო, შენ საწყისი ხარ მწუხარებისა!" ამიტომ არ უნდა შევუშინდეთ განსაცდელსა და მწუხარებას. როცა ჩვენი ჯვრის სიმძიმის ქვეშ ვეცემით, შევთხოვოთ უფალს და იგი თვითონ მოვა ჩვენთან, აღგვადგენს და მოგვცემს ახალ ძალას, რათა ცხოვრების გზა განვაგრძოთ!

ყველას გლოცავთ!

განსაკუთრებით მინდა დავლოცო და შევუნდო ცოდვები ჩვენს თანამემამულეთ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში.

აფხაზებს და ოსებს უნდა ახსოვდეთ, რომ მათდამი მხოლოდ სიყვარული გვამოძრავებს და არა შურისძიება! ისევ ძველებურად გვიყვარს ჩვენი ძმები - აფხაზები, ოსები, რუსები და სხვანი. მაგრამ ისიც უნდა ახსოვდეთ აფხაზებს, რომ მომავალში შეიძლება აფხაზეთი იყოს და იქ აფხაზები აღარ იყვნენ... შევთხოვ უფალს, რომ უფალმა გახსნას გონება მათი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ აფხაზები, ოსები, რუსები და სხვანი, ყველანი ჩვენი ძმები არიან და ისევ გვიყვარს ისინი და პატივს ვცემთ, დიდად ვაფასებთ მათ კულტურას, მათ ეროვნებას. გამოვთქვამ იმედს, რომ მალე დადგება ის ბედნიერი დღე, როცა ჩვენ კვლავ ერთად ვიქნებით!

შეგვინდოს უფალმა ჩვენი შეცოდებანნი!

ასევე განსაკუთრებით მივმართავ უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს: მშვიდობით და მალე დაგაბრუნოთ სამშობლოში უფალმა ღმერთმა! საქართველოს ვერაფერი შეედრება; საქართველო არის წილხვედრი ყოვლაწმინდისა ღვთისშშობელისა და მისი მფარველობის ქვეშ იმყოფება! ასე რომ, ჩვენ ველოდებით თქვენს დაბრუნებას სამშობლოში, ჩვენო საყვარელო შვილებო!

დაბოლოს, ცოდვილი და უღირსი მონა ღვთისა ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, გთხოვთ შენდობას ყველას, ვისაც გაწყენინეთ, ვის მიმართთაც ნაკლები ყურადღება გამოვიჩინე, შემინდეთ და მაპატიეთ ჩემი ცოდვები, ამინ!

ღმერთმა შეგინდოთ, გაპატიოთ ცოდვანი თქვენნი მკვიდრნო საქართველოისანო და ჩვენო თანამემამულენო, უცხოეთში მცხოვრებნო, ღმერთმა შეგინდოთ თქვენ - აფხაზნო, ოსნო და სხვანო, რომლებიც ცხოვრობთ ღვთისმშობლის წილხვედრ საქართველოში და იმყოფებით ღვთისმშობლის მფარველობის ქვეშ!

არ შეუშინდეთ ამ ცხოვრებას! არ შედრკეთ, არ შეგეშინდეთ, რამეთუ „ჩვენთან არს ღმერთი!"

ვთხოვოთ უფალს შენდობა შეცოდებათა ჩვენთა, ამინ!

ჩვენთან არს ღმერთი!





წყაროhttp://საპატრიარქოს უწყებანი...
კატეგორია: იცით თუ არა რომ | ნანახია: 1522 | დაამატა: nugomonadire | ტეგები: შენდობის კვირა. | რეიტინგი: 0.0/0

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 5
0   Spam
5 ramazi_777_   (27.02.2012 16:50:29) [მასალა]
მადლობტ მამაო, და ასევე ბაზიერლების სახელიტაც დიდდ მადლობას გიხდით ასეტი სამაგალიტო ადამიანი როგვყავხარტ გვერდით ,,, მე პირადად მადლობელი ვარრ და ტუ ვინმესსს რამე გაწყენიეტტ შემინდეთ ,,, დალოცვილები ყოფილაყავიით 23_30_126 23_30_126 23_30_126 23_30_126

0   Spam
4 uchaucha   (27.02.2012 14:24:22) [მასალა]
შემინდეთ ყველამ ვისაც რამე გაწყენინეთ

0   Spam
3 OchOpinTre   (27.02.2012 00:14:53) [მასალა]
ჩვენთან არს ღმერთი!

+5   Spam
2 nugomonadire   (26.02.2012 23:51:46) [მასალა]
ჩემო საყვარელო ბაზიერელებო მუდამ გახსოვდეთ: თუ ვიქნებით ძლიერი მართლმადიდებლები და კეთილმორწმუნე აღმსარებლები, მაშინ აუცილებლად ვიქნებით ბუნების სანიმუშო დამცველები და პროფესიონალი მონადირეები. დაგლოცოთ მამაზეციერმა და დედახვთისმშობელმა...

0   Spam
1 giorgii   (26.02.2012 23:49:39) [მასალა]
თუ ვინმე ფორუმელისთვის, რამე მიწყენინებია, ჩემი აქ მოღვაწეობის მანძილზე (თუ რამე მიმოღვაწია), გთხოვთ შემინდოთ და მაპატიოთ! tsrjhrtjhs

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 6
    სტუმარი: 6
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика