ე.წ. "თმიანი ბაყაყი" (მხოლოდ მამრობითი სქესისას აქვთ "თმები") ბინადრობს აფრიკაში.მას სხეულზე აქვს თმის მსგავსი სტრუქტურა, რომელიც ჟანგბადის შეწოვაში, შთანთქმაში ეხმარება (რადგან ის დიდ დროს ატარებს კვერცხების დარაჯსა და დაცვაში).
ზოგ არსებას სულაც არ სჭირდება მამრი გასამრავლებლად. ეს ჩვეულებრივი ფაქტია მწერებსა და მატლებში. მაგრამ თურმე ხვლიკის ზოგიერთ სახეობაშიც არსებობს მსგავსი რამ. ისინი განაყოფიერების გარეშე დებენ კვერცხებს. რეპროდუქციის ამ მეთოდს პართენოგენეზისი ეწოდება და შთამომავლობა ყოველთვის მდედრობითი სქესისაა.
ეს არის ელექტრული გველთევზა, რომელიც წარმოქმნის მაღალი ძაბვის ელექტრულ შოკს, რაც მას იცავს ისეთი მტაცებლებისგან, როგორიცაა ანაკინდა, ნიანგი. იგი ელექტრობას საკუთარი სხეულის მეშვეობით წარმოქმნის. მას აქვს საშუალოდ დაახლ. 7000 სპეციალური უჯრედი, ელექტროციტი. თითოეული მათგანი წამოქმნის 0,1 ვოლტ ელექტროენერგიას.
როგორ ხვდებოდნენ სვანეთში შობის დილას: შობის წინ დღეს სვანეთში თითქმის დილიდან საღამომდე არაფერს ჭამენ, არც დიდები და არც პატარები. მთელ დღეს სამზადისში ატარებენ, საღამოს კი კორკოტს მიირთმევენ. შობა დილით როგორც კი მამალი იყივლებს, დიასახლისი ადგება და ხაჭაპურების ცხობას იწყებს, როცა გამოცხვება ხაჭაპურები, ერთი 10-12 წლის ყმაწვილი ადგება საწოლიდან, სრულიად ტიტველი გავა გარეთ სახლის მარჯვენა მხარეს, 3-ჯერ შემოუვლის სახლს და თან იძახის " ნიშგვეი ქვითი ჰარინკიარი!" ანუ, როგორც მე ახლა შიშველი და ცარიელი ვარ, ეგრე ცარიელი გაუშვი, ღმერთო, ჩვენგან ჩვენი ქურდიო.
ავსტრალიაში, კვინსლენდის ერთ–ერთ ფერმაში ბინადრობს ტეხასური ჯიშის ხარი სახელად ჯეი ერა, რომელსაც მსოფლიოში ყველაზე გრძელი რქები აქვს. 7 წლის ცხოველი გამორჩეულია იმითაც, რომ მისი 2,7 მეტრიანი რქები სიგანეზე იზრდება. ჯეი ერას უახლოეს მომავალში გინესის რეკორდების წიგნში შეიყვანენ.
ავსტრალიის უდაბნოში მდებარე ქალაქ ლაჯამანუში თევზის წვიმა მოვიდა. ზოგიერთი თევზი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. ექსპერტები თვლიან, რომ ეს ქორჭილები ქარიშხლის პსხვერპლი არიან, რომელიც აქედა 500 კმ-ით დაშორებულ მდინარესთან იყო.
უკანასკნელი 30 წლის მანძილზე თევზის წვიმა რამდენიმეჯერ დაფიქსირდა. 1974 და 2004 წლებში.
სოკოს სახეობა Ophiocordyceps camponoti-balzani იზრდება "ზომბი" ჭიანჭველას თავზე ბრაზილიის ტროპიკულ ტყეებში.თავდაპირველად ეს დუეტი ერთი არსება ეგონათ და უწოდეს Ophiocordyceps unilateralis, თუმცა სინამდვილეში ჭიანჭველასთან ერთად სოკოს 4 სახეობა გვხვდება. მეცნიერების თქმით, ისინი ჭიანჭველას "გონებას აკონტროლებენ". ამ სოკოებს შეუძლიათ დააავადონ ჭიანჭველა, დაეუფლონ მის ტვინს და შემდეგ მოკლან, რის შემდეგაც სოკო გადაინაცვლებს ახალ და უკეთეს გარემოში, სადაც უფრო თავისუფლად შეძლებს სპორების გავრცელებას.
წყარო: http://facebook
|