ყველაზე მძიმე ჯიშის ძაღლია სენბერნარი. მისი მაქსიმალური წონაა 111 კგ.
კატას არ შეუძლია ყბების გვერდული მოძრაობა.
ბეღურა საშუალოდ 30 გრამს იწონის. მისი სხეულის ტემპერატურა 44 გრადუსია. წუთში 1000 ჩასუნთქვას აკეთებს და მისი პულსი წუთში 860 დარტყმას აკეთებს.
სპილოს ერთი ეშვისაგან მზადდება კლავიშები 15 როიალისთვის.
ეს არის კუნძული ბორა ბორა რომელიც მდებარეობს ავსტრალიის აღმოსავლეთ უკიდურეს ნაწილში, ფრანგულ პოლინეზიაში. ბორა ბორა გამორჩეულია სილამაზით. მაგრამ ეს სიამოვნება საკმაოდ ძვირი ჯდება, 2 კაციანი საგზურის ფასი 10000$ ია.
Bareleye - მართალია, ამ თევზის არსებობის შესახებ უკვე კარგა ხანია, იციან მეცნიერებმა, მაგრამ მხოლოდ ახლახანს გახდა მათთვის (და შესაბამისად ჩვენთვისაც) ცნობილი, რომ მის სახეზე განლაგებული თვალები არ ასრულებენ თვალების ფუნქციას. ამ თევზს აქვს შავი სხეული და გამჭვირვალე თავი.აღმოჩნდა, რომ თვალების ფუნქციას ასრულებს მის თავში მოთავსებული ორი მწვანე „სფერო". თევზს შეუძლია დაინახოს წინხედი და ზედხედი.
Baldha-ს ბაღი, რომელიც ბანგლადეშში მდებარეობს, არის მსოფლიოში ერთ-ერთი მდიდარი ბოტანიკური ბაღი მცენარეთა 670 სახეობით. მცენარეები მოგროვილია მთელი მსოფლიოს მასშტაბით: ჩამოტანილია აფრიკიდან, ალასკიდან, აზიის სხვადასხვა მხარიდან და სხვ. ბოტანიკური ბაღი დააარსა ნარენდრა ნარაიანმა. მან 30 წელი მოანდომა ამ სამოთხის შექნას. ბაღში უამრავი იშვიათი სახეობის მცენარეა (სხვადასხვა ჯიშის ვარდი, კაქტუსი, კამელია, ორქიდეა, იასამანი, პაპირუსი, ბაობაბი..). აქ შეხვდებით ბედებს, კურდღლებს, მტრედებს, პეპლებს.. ამ ბაღს „ფლორის მუზეუმადაც" მოიხსენიებენ.
ყველაზე ძლიერი ცხოველი მთელს მსოფლიოში არის ხოჭო მარტორქა. მას შეუძლია აწიოს მის წონასთან შედარებით 850-ჯერ მძიმე საგანი.
კრუბერის გამოქვაბული ( ასევე ვორონია-კრუბერის გამოქვაბული) მდებარეობს საქართველოში, აფხაზეთში . მღვიმის შესასვლელი მდებარეობს აღმოსავლეთ კავკასიონის მთებში, ბერჭილის ქედზე 2250 მეტრის სიმაღლეზე. მისი სიღრმეა 2191 მეტრი და დედამიწაზე დღემდე აღმოჩენილ გამოქვაბულთაგან ყველაზე ღრმაა. ქართველმა ბიოლოგებმა აღმოაჩინეს გამოქვაბული 1960 წელს და უწოდეს მას სახელი ცნობილი რუსი გეოგრაფის ალექსანდრე კრუბერის საპატივცემულოდ, რომელიც დასავლეთ კავკასიონის მთებს იკვლევდა მეოცე საუკუნის დასაწყისში. მღვიმის სრული სიგრძეა 13.432 კმ. 1987 წლამდე ის მხოლოდ 340 მეტრის სიღრმეზე იყო გამოკვლეული, ხოლო 1999 წლიდან დაიწყო მისი სისტემატიური კვლევები. 2001 წელს უკრაინის სპელეოლოგთა გაერთიანების მკვლევარებმა მიაღწიეს 1710 მეტრ სიღრმეს. გამოქვაბულების მკვლევართა ჯგუფმა CAVEX -მა უკრაინელი მკვლევარის ოლეგ კლიმჩუკის ხელმძღვანელობით 2005 წლის ივლისში მიაღწია 2040 მეტრს, ხოლო ოქტომბერში 2164-ს. 2007 წელს ოლეგ კლიმჩუკის ექსპედიციამ გაზარდა გამოკვლეული არე 2191 მეტრამდე და 13 კილომეტრით დაშორებულ შავი ზღვის ზედაპირამდე რჩება დაახლოებით 60 მეტრი. არსებობს ვარაუდი, რომ მისი სიღრმე უფრო დიდია, ვიდრე დღეს არის ცნობილი.
შიმშილი სუდანში – კევინ კარტერი
ფოტოს ავტორმა, კევინ კარტერმა, 1994 წელს ამ ნამუშევრისთვის პულიტცერის პრემია მიიღო. სურათზე ასახულია შიმშილისგან მოკუნტული და სიკვდილის პირას მისული სუდანელი გოგონა. კადრში მოსჩანს მტაცებელი ფრინველი, რომელიც მზად არის გოგონას დასაკორტნად. ფოტომ მთელი ცივილიზებული მსოფლიო შოკში ჩააგდო. კევინ კარტერი იყო ჯგუფ «Bang Bang Club»-ის წევრი, რომელიც ოთხი ფოტოჟურნალისტისგან შედგებოდა. ჯგუფი მუშაობდა აფრიკაში და ეძებდა ფოტოსენსაციებს. როცა ფოტოგრაფს ჰკითხეს, – რატომ არ დაეხმარა გოგონას და საკვების გაცემის პუნქტში არ მიიყვანა, კევინმა უპასუხა, – ჩემი მოვალეობა ინფორმაციის მოწოდებაა და არა ვინმეს დახმარებაო. ცოტა ხანში მან თავი მოიკლა, სავარაუდოდ სუდანის შემზარავი ამბის მოგონების გამო…
მალდივის რესპუბლიკა - სახელმწიფოა სამხრეთ აზიაში. მალდივის არქიპელაგი მოიცავს 1.190 მცირე კუნძულ-ატოლს, რომელთაგან მხოლოდ 220 არის დასახლებული. ინდოეთისგან სამხრეთ-დასავლეთით განლაგებული, კუნძულები გადაჭიმულია 764 კმ-ით, თვითონ კუნძულები არის ძველი ჩაძირული ვულკანური მთების მწკრივი. ყველა კუნძული საკმაოდ დაბალია, მათი სიმაღლე ზღვის დონიდან არ აღემატება 1.8 მეტრს. ბევრი მათგანი შემოსაზღვრულია საბარიერო რიფით, რომელიც იცავს მათ მუსონების ზემოქმედებისგან. ცხელი და ნესტიანი კლიმატის გამო ტემპერატურა მერყეობს . ნალექების საშუალო დონე აღწევს 150 სმ.. უხვი მცენარეული საფარი შეიცავს ქოქოსის პალმებს, პურის ხეებს და ტროპიკულ ბუჩქებს. თევზები და კუები ოკეანში უხვადაა. ძირითადი კულტურებია ნესვი, კაკაოს კაკალი, მანიოკა, ტკბილი კარტოფილი და ბატატი ,
მალდიველების ძირითადი საქმიანობაა თევზაობა და ნავების აშენება-შეკეთება. თუნასი არის დომინანტი სპეცია, და ლჰავიას ატოლში მდებარეომს მისი გადამამუშავებელი ფაბრიკა. ტურიზმი და საფოსთო მარჯები აგრეთვე შეადგენს წლიური ბიუჯეტის დიდ ნაწილს. ტრადიციული ხელითნაკეთობებში შედის ქოქოსის ქსოვილი, მაქმანი, ლაკის სამუშაოები, მოქსოვილი ფეხსაცმელი. იმპორტი არის საჭმელი, ნავთობის პროდუქტები, ტექსტილი და წამლები. შრი ლანკა, იაპონი და სინგაპური არიან მთავარი ასვაჭრო პარტნორები.
ხალხი არის ძირითადად დრავიდური, სანგალური, არაბული და აფრიკული წარმოშვების. სამხრეთ კუნძულები ყველაზე დასახლებულია. მალე, ქვეყნის დედაქალაქი, არის უდიდესი პროდუქციური ქალაქი და მასში ცხოვრობს მოსახლეობის მიახლოებით მეოთხედი. დივეჰი არის შრი-ლანკის ძველი სინჰალური ენის განვითარება და არის ოფიციალური ენა. არაბული, ინგლისური და ჰინდი აგრეთვე გამოიყენება. ისლამი ოფიციალური რელიგიაა. განათლება სავალდებულოა; ტრადიციული სკოლები ასწავლიან ბავშვებს ყურანს. მალდივებზე არაა არც კოლეჯები და არც უნივერსიტეტი.ტრადიციული სამედიცინო პრაქტიკა ჩვეულებრივია. მთავარი ტრანსპორტი ატოლებს შორის არის ნავი. საერთაშორისო აეროპორტი მდებარეობს კუნძულ ჰულულზე, მალესთან ახლოს.
ვალუტა: მალდივური რუფია დოლართან არის 13:1 შეფარდებით.
თურმე ანკარას ისეთი იშვიათი თვისებები აქვს, რომელიც ბევრისთვის ცნობილი არ არის. მაგალითად, საცდელმა ანკარამ 31 დღე იშიმშილა. გარდა ამისა, შეუძლია 1,5 საათი იცუროს წყალქვეშ, რადგან ძალიან კარგად განვითარებული ფილტვები აქვს. ამ ორგანოს უმეტესი ნაწილი თხელკედლიანი ტომარაა, რომელიც სავსეა ჰაერით.
წყარო: http://www.facebook.com/photo.php?fbid=162163103847358&set=o.188776927809272&type=3&theater
|