«Limousine mit Holzofen eingebaut» (სედანი ჩამონტაჟებული ღუმელით) – ასეთი ნაწერი გაჩნდა ერთერთ შვეიცარიელის ოფიციალურ მანქანის საბუთებში.
ახლაგაზრდა შვეიცარიელმა პასკალ პროკოპმა (Pascal Prokop) შეუძინა და დაამონტაჟა თავის ძველ მანქანაში პრიმიტიული გამათბობელი შეშის ღუმელი. ასეთი გამათბობლით ცივ ზამთარში მანქანამაც და მისმა მფლობელმაც სახელი გაითქვა მთელ მსოფლიოში. ეს უცნაური და უჩვეულო "გამათბობელი” მოთავსებულია წინა სკამის ადგილას. ამგვარი გამათბობელი ძალიან ეფექტურია თანაც თუ გავითვალისწინებთ იმ ანომალურ სიცივეს რაც ევროპას თავს დაეცა.
გერმანული სიტყვა «Limousine» ითარგმნება როგორც ლიმუზინი ან სედანი. პასკალის Volvo240 (1990 გამოშვება) კი 100% უნივერსალია. შვეიცარული საიტი 20 Minuten Online წერს რომ მანქანის მფლობელი პასკალ პროკოპი იძულებული იყო დაემონტაჟებინა ღუმელი თავის ლიმუზინში. ის ამბობს : ” როდესაც ძალიან გადაღლილი ვარ ან ძალიან ბევრს ვსვამ მიყვარს მანქანაში დაძინება.”
პასკალი ამბობს რომ სწორ დიზაინს მან მაშინვე ვერ მიაღწია. თავიდან მისი მილი 2 მეტრიანი იყო და მანქანის ტარება შეუძლებელი იყო. აგრეთვე ადგილობრივმა საგზაო მოძრაობის სამმართველომ ოფიციალური საბუთები პასკალს მაშინვე არ მისცა , ასევე მას აუკრძალეს მოძრაობის დროს ღუმელის დანთება. ცნობისმოყვარე პოლიციელები პოლიციელები კი მას ყოველ ნაბიჯზე აჩერებენ. მაგრამ პროკოპი გულს არ იტეხს და ამბობს : ” მე გავაკეთე შვეიცარიული ღუმელი შვეიცარიულ მანქანაში”.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!