ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
ტყის ქათამზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4114
მტკვარზე თევზაობა   
Shamanპასუხების რაოდენობა: 55
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 200
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2012 » თებერვალი » 8 » 10 ყველაზე ჭკვიანი ძაღლის ჯიში    

00:38:40
10 ყველაზე ჭკვიანი ძაღლის ჯიში

10 ყველაზე ჭკვიანი ძაღლის ჯიში


ვისაც ასე თუ ისე გიყვართ და გაინტერესებთ ჩვენი საყვარელი ოთხფეხა მეგობრები, ეს პოსტი ზუსტად თქვენთვისაა. მაშ ასე, 10 ყველაზე ჭკვიანი ძაღლის ჯიში.

საზოგადოებაში გავრცელებული სტერეოტიპები ხშირად ადამიანებს ხელს უშლის ძაღლის შერჩევაში, მაგალითად ის რომ როტვეილერი აგრესიულია, დობერმანი კაციჭამია, ბოქსიორი არამდგრადი ხასიათის, ეს რა თქმა უნდა სწორი არ არის. მთავარია როგორ გავზრდით ძაღლს და როგორ ცხოვრების წესს შევაჩვევთ. ასე რომ ჩემი თხოვნა იქნება როცა გადაწყვეტთ ძაღლის შეძენას, გარგად გაიაზრეთ რისთვის, და რატომ გინდათ ის.

კიდევ ერთი ფაქტი, და ყველაზე მნიშვნელოვანი, გთხოვთ ნუ გამოიყენებთ ძაღლებს საჩხუბრად და მათი ტკივილის ხარჯზე ფულის გამომუშავებას!

დავუბრუნდეთ მთავარ თემას: 10 ყველაზე ჭკვიანი ძაღლი.

10. ავსტრალიური მენახირე

ძაღლის ეს ჯიში გამოირჩევა აქტიურობით. მათ ესაჭიროებათ რეგულარული ვარჯიში როგორც ფიზიკური, ასევე გონებრივი. ისინი არიან თავისუფალნი, კონტაქტურები. ასევე მათ საკმაოდ განვითარებული აქვთ დაცვითი ინსინქტები, ისინი იცავენ ისევე როგორც სხვადასხვა ნივთებს, ასევე ადამიანებს.

9. როტვეილერი

მიუხედავად ამ ჯიშის დაუმსახურებული რეპუტაციისა, როტვეილერი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი და ერთგული ძაღლია. როტვეილერი არის ტიპური სახლის ჯიში და ერთ-ერთი საუკეთესოა საოჯახო გარემოში. ის არა მარტო საკმაოდ ჭკვიანი ძაღლია, ასევე გამორჩეულია თავისი სწრაფი ათვისების უნარით, ის საკმაოდ ადვილად იწვრთნება და ართულებს რთულ ფიზიკურ და გონებრივ ამოცანებს. როტვეილერი ასევე ერთ-ერთი ყველაზე მამაცი და ერთგული ძაღლია, ამიტომ ხშირად იყენებენ მას დასაცავად. შესაძლებელია სწორედ ეს არის მიზეზი მისი არასწორი რეპუტაციის ჩამოყალიბებისა.

8. პაპილონი

როგორ ფიქრობთ, შეიძლება ამ ძაღლის შემხედვარე ვინმეს შიში დაეუფლოს? ალბათ არა, მაგრამ საქმე იმაშია, რომ უნდა გეშინოდეთ! ეს ერთი შეხედვით საყვარელი და უწყინარი ძაღლი იმაზე გაცილებით უფრო გულადი და აგრესიულია, ვიდრე თქვენ გგონიათ, ზოგი ადამიანი კი მათ ახასიათებთ როგორც „ხასიათის" ძაღლი. თუმცა ერთი რამ უდავოა, ისინი პატრონის მიმართ ძალიან ერთგულები და მოსიყვარულენი არიან. როტვეილერის მსგავსად, ისინიც საკმაოდ მარტივად საწვრთნელი ძაღლები არიან, სწორედ ამიტომ, მსოფლიოს უჭკვიანეს ძაღლებში მათ მერვე ადგილი დაიკავეს.

7. ლაბრადორ რეტრივერი

ყველასათვის ნაცნობი და საყვარელი ჯიში, ისინი მყარად იკავებენ მეშვიდე ადგილს. ალბათ ყველამ ვიცით მათი მოსიყვარულე, კაცთმოყვარე, კონტაქტური და კეთილისმყოფელი ხასიათის შესახებ, ამიტომ ბევრს აღარ ვილაპარაკებ მათ ხასიათზე და გეტყვით, რომ ზარმაცმა ხალხმა ეს ძაღლი არ უნდა იყოლიოს! რადგან ისინი ზე-აქტიურები და მოძრავები არიან. ყოველთვის სჭირდებათ გაშლილი სივრცე, სადაც დახარჯავენ თავიანთ მოზგვავებულ ენერგიას. ეს ყველაფერი ასევე საჭიროა იმისთვის, რომ ძაღლმა წონაში არ მოიმატოს, რაც ლაბრადორებში საკმაოდ ხშირია.

6. შოტლანდიური მეცხვარე

ამ ჯიშის ბევრი მეპატრონე იფიცება, რომ ხანდახან მათი ძაღლების ინტელექტი ადამიანისას უახლოვდება… ეს რამდენად სწორია ალბათ მხოლოდ პატრონებმა იციან, თუმცა ფაქტია, რომ ზოგადად მეცხვარეები გამოირჩევიან გონებაგახსნილობით, რადგან მათი თავდაპირველი დანიშნულება (მეცხვარეობა) დაკავშირებულია დიდ გონებრივ კონცენტრაციასთან და ინტელექტთან. მისი ყოლა არაა რეკომენდირებული ბავშვებთან და უცხოებთან, თუმცა ნამდვილად არიან პატრონის ერთგულები.

5. დობერმანი

დობერმანი გამოირჩევა პატრონისადმი უდიდესი ერთგულებით, მოსიყვარულეობითა და უშიშრობით. მათ აქვთ ულევი ენერგია და უყვართ ადამიანის სამსახურში დგომა. ასევე გამორჩეულები არიან ფიცხი და აგრესიული ხასიათით, მაგრამ თუ შესაბამისად გაიწვრთნა, ის ასევე ერთ-ერთი საუკეთესოა საოჯახო გარემოში. თუმცა, მიუხედავად ამისა, დობერმანის ყოლა არ არის რეკომენდირებული ხალმრავალ და ბავშვთა თავშეყრის ადგილებში. ყველაზე კარგად კი მისი გამოყენება შესაძლებელია პატრონის თავდაუზოგავ, აგრესიულ დაცვაში.

4. ოქროსფერი რეტრივერი

ეს ჯიში ხასიათით და გარეგნობითაც საკმაოდ ჩამოგავს ლაბრადორს, თუმცა მას შედარებით უფრო გრძელი ბეწვი აქვს, რაც მის მოვლას ართულებს. ასევე ის ლაბრადორსაც უსწრებს პოპულარობაში და უკვე რამდენიმე წელია მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ძაღლის ადგილი უკავია, თუმა მისმა ინტელექტმა მეოთხე ადგილი დაიკავა. ის არის ტიპური ოჯახის ძაღლი, და შედის იმ ჯიშების სიაში, რომელსაც თავისუფლად შეგიძლია ანდო თოთო ბავშვი. ის ასევე ყველაზე ხშირად გამოიყენება ცირკებში და სხვა შოუებში, რადგან ყველაზე კარგად ითვისებს ფიზიკურ მოძრაობებს და სავარჯიშოებს.

3. გერმანული ნაგაზი

გერმანული ნაგაზი, როგორც ვხედავთ პირველ სამეულში შედის, განვითარებული აქვს დაცვითი ინსტინქტები. ასევე ფილმებიდან ყველამ იცით, რომ მას პოლიცია სხვადასხვა სახის ნარკოტიკულ, თუ სხვა ნივთიერებების პოვნაში იყენებს. ეს რა თქმა უნდა მითი არ არის, მას შესანიშნავად აქვს განვითარებული ყნოსვის რეცეეპტორები. ის არის ძალიან შრომის მოყვარე, სწორედ ამიტომ მას სჭირდება გარკვეული მიზანი, რათა თავი ბედნიერად იგრძნოს, მაგალითად რამეს, ან ვინმეს დაცვა.

2. პუდელი

აბა, ვინ იფიქრებდა, რომ ეს ერთ ციცქნა ძაღლი თავისი ინტელექტით მეორე ადგილზე გავიდოდა! ისინი არიან საოცრად სოციალურები და აქტიურები, სწორედ ამიტომ ხშირად მარტო ყოფნამ, ან უყურადღებობამ შეილება ის ღრმა დეპრესიამდე მიიყვანოს. მისი დიდი ინტელექტის გამო, პუდელის გამოყენება ბევრ რამეში შეიძლება. ის იწვრთნება როგორც მცველი, მეძებარი და მონადირეც კი! საბოლოოდ იმის თქმა შეილება, რომ პუდელი ძალიან სასიამოვნო ხასითის, მხიარული ძაღლია.

1. ინგლისური კოლი

დიახ, შეიძლება ბევრს იმედი გაგიცრუვდათ, რადგან თქვენთვის კარგად ნაცნობი ჯიში არ დაგხვდათ პირველ ადგილზე, მაგრამ ინგლისურმა კოლიმ თავისი უნიკალური ინტელექტის გამო, დამსახურებული პირველი ადგილი მოიპოვა. სხვა ძაღლების მსგავსად, კოლის უყვარს „საქმის" კეთება, მაგრამ ასევე არიან ძალიან ცელქები. სწორედ ამიტომ, მათი სახლში მარტო დატოვება არ შეიძლება, წინააღმდეგ შემთხვევაში, რბილად რომ ვთქვათ, სახლი განადგურებული დაგხვდებათ. ისინი საჭიროებენ მუდმივ კონტაქტს და ვარჯიშს, ასე რომ თუ თქვენ ქალაქში ცხოვრობთ, გაქვთ კორპუსის ბინა, და ყოველდღე დადიხართ სამსახურში, ყველაზე ჭკვიანი ძაღლი თქვენთვის არ ყოფილა შექმნილი. კოლის ყველაზე ბევრჯერ აქვს მოგებული ინტელექტუალური შეჯიბრები, ის თითქმის ყოველ წელს გამარჯვებულის ტიტულით ამთავრებს კონკურსს, სწორედ ამიტომაა ის პირველ ადგილზე.



წყაროhttp://ucnauri.com/192272/10-%E1%83%A7%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%96%E1%83%94-%E1%83%AD%E1%83%99%E1%83%95%E1%83%98%E1%83%90%E
კატეგორია: ცხოველები და ფრინველები | ნანახია: 6095 | დაამატა: Admin | რეიტინგი: 0.0/0

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 171 2 »
0   Spam
17 panati   (07.02.2017 11:42:11) [მასალა]
10 10

0   Spam
16 panati   (07.02.2017 11:41:58) [მასალა]
069 069 069

0   Spam
15 711   (01.02.2017 15:50:31) [მასალა]
069

0   Spam
14 Nikadzia   (18.05.2012 21:44:48) [მასალა]
სახლს თუ გადააბრუნებს რასაც ეტყვი არ გაიგებს რაღა ჭკვიანი ყოფილა :D
ისე ეგ ძაგლი მარტო მეცხვარეობაში მყავს ნანახი ვიდეორგოლებით მეტი არსად

0   Spam
13 poqe123   (01.05.2012 17:51:28) [მასალა]
არაა სწორი ბიჩო კავკასიური პირველზე უნდა იყოს ამ სიაში ვაპშე და არა გერმანული ტო 069 069 069

0   Spam
12 tiniko1978   (28.03.2012 16:25:23) [მასალა]
სხვა ბერი ჯიშის ძაღლებიც გყავს რომლებზეს ამაყად შეიძლერბა ვთქვათ რომ ჭკვიანები არიან, იქნებ სხვა ჯიშის ძაღლებზეც დაგვეწერა რამე? ჩემი აზრით კარგი იქნებოდა 167

0   Spam
11 l)omidze   (11.02.2012 18:37:55) [მასალა]
არ ვეთანხმები რმ ეს ათეული არის ყველაზე ჭკვიანი

0   Spam
10 firali81   (11.02.2012 16:51:02) [მასალა]
ნამდვილად არ ვეთანხმები ამ ათეულს.

0   Spam
9 bendeksi   (11.02.2012 04:02:46) [მასალა]
ჰასკი არც ისე ჭკვიანია როგორც მალამუნტი... და რატომღაც მალამუნტის სიჭკვიანეს ჰასკს მიაწერენ... ეს სია მე როგორც მივხვდი გაკეთებულია არა ძაღლის გონებრივი შესაძლებლობების მიხედვით არამედ გაწვრთნის მიხედვით, მაგრამ ასეთ შემთხვევაში გერმანული ნაგაზი უნდა იდგეს პირველ ადგილზე... რას გაიგებ...
ეს ავსტრალიური მენახირე საერთოდ არ მემენია :დ

0   Spam
8 TAtu   (10.02.2012 18:23:33) [მასალა]
ჰასკი გამოსატოვებელი ძაღლია?? 25 :25: მითუმეტეს სიაში პუდელი და პაპილონია შესული 23 :23:

0   Spam
7 krimanjuli   (09.02.2012 23:45:19) [მასალა]
რა ვქნა და ამ ათეულის ნომერაციას არ ვეთანხმებიი. პუდელს ხო საერთოდ მანდ რა უნდა?!... სხვადასხვა გამოკითხვები მინახავს რუსული და ინგლისური, ზოგან ლაბრადორ რეტრივერ გოლდია პირველზე და ზოგან პუდელიი, ანუ ჩემი აზრით ყოველ ძაღლის მოყვარულ ადამიანს თავისი ათეული აქვს და იმითი მსჯელობს, მე მანდ დობერმანს ხო საერთოდ არ გავაჭაჭანებდი... ინგლისური სეტერი რო არ იქნება ათეულში ან ქართული ნაგაზიი მანდ უკვე აღარ მინდა გაგრძელება საუბრის....

0   Spam
6 beqarichi   (09.02.2012 16:15:09) [მასალა]
რეტრიველის ლეკვის გაჩუქება არავის უნდა ბატონებო ?? სიამოვნებიტ გავზრდიდი

0   Spam
5 xarata   (09.02.2012 13:52:21) [მასალა]
166 166 166 10 10 39

0   Spam
4 nika-nika   (09.02.2012 11:26:31) [მასალა]
166 10 10 10

0   Spam
10 10 10 166

1-15 16-17
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 2
    სტუმარი: 2
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика