ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
ტყის ქათამზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4114
მტკვარზე თევზაობა   
Shamanპასუხების რაოდენობა: 55
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 200
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2012 » თებერვალი » 8 » ჯუმეირა - XXI საუკუნის ”მსოფლიოს მერვე საოცრება”    

00:17:43
ჯუმეირა - XXI საუკუნის ”მსოფლიოს მერვე საოცრება”
ჯუმეირა - XXI საუკუნის ”მსოფლიოს მერვე საოცრება”
ჯუმეირა - XXI საუკუნის ”მსოფლიოს მერვე საოცრება”დასანანია, რომ ”მსოფლიოს მერვე საოცრების” შესახებ ინფორმაციაში არ არის მითითებული დამპროექტებლის, ოთარ ზალდასტანიშვილის სახელი, მისი ემიგრანტობის გამო...


XXI საუკუნის ”მსოფლიოს მერვე საოცრებად" მიჩნეულია სპარსეთის ყურეში განხორციელებული პროექტი ”პალმა ჯუმეირა” - ხელოვნური კუნძულების კომპლექსი ზღვაში. ამ უნიკალური პროექტის შესახებ არაერთხელ გვსმენია სხვადასხვა მედიასაშუალებით, თუმცა ყველამ როდი იცის, რომ პროექტის ავტორი ჩვენი თანამემამულე, ემიგრანტი ოთარ ზალდასტანიშვილია. საქართველოში უკეთ იცნობენ ოთარის ძმას, ამერიკელ ბიზნესმენ გივი ზალდასტანიშვილს, რომელიც ხშირად ჩამოდიოდა საქართველოში და 2001 წელს ამერიკული აკადემიაც დააარსა. 88 წელს მიღწეული გივი ზალდასტანიშვილი 2007 წლის 15 ოქტომბერს თბილისში გარდაიცვალა. 

ცნობილი ისტორიკოსი რუსუდან დაუშვილი ზალდასტანიშვილებზე გვიამბობს:

- ოთარისა და გივის მამა სოლომონ ზალდასტანიშვილი ეროვნული არმიის პოლკოვნიკი, დამოუკიდებლობის კომიტეტისა და სამხედრო ცენტრის წევრი და 1924 წლის აგვისტოს აჯანყების ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო. აჯანყების სისხლში ჩახშობის შემდეგ სასტიკი რეპრესიები დაიწყო. სოლომონი ქაქუცა ჩოლოყაშვილის შეფიცულებთან ერთად თურქეთის გზით საფრანგეთში გაიხიზნა. მიუნხენში 1956 წელს გამოცემული მისი წიგნი ”საქართველოს 1924 წლის ამბოხება", ერთ-ერთი საინტერესო ნაშრომია იმ ტრაგიკული მოვლენების შესახებ.

სოლომონ ზალდასტანიშვილს საფრანგეთში მალე მეუღლე მარი ხირსელი და შვილები  - 5 წლის გივი და 2 წლის ოთარიც შეუერთდნენ. საფრანგეთში 17 წელი იცხოვრეს, მაგრამ ბავშვებმა ქართული ცნობიერება და ენა შეინარჩუნეს. ყოველ კვირას დედა ქართულ კერძს ამზადებდა და მათ ოჯახში ქართველები იკრიბებოდნენ. ხშირად სტუმრობდა ქაქუცაც. მასთან დანათესავდნენ კიდეც - ოთარის ნათლია გახდა. ზალდასტანიშვილები სხვა ქართველებთან ერთად აღნიშნავდნენ შობა-ახალ წელს, აღდგომას, ნინოობას, 26 მაისსა და სხვა ქართულ დღესასწაულებს. მოკლედ, მშობლებმა გივი და ოთარი ქართული ტრადიციით აღზარდეს და შესანიშნავი განათლებაც მისცეს.

მეორე მსოფლიო ომის დროს სხვა ემიგრანტებთან ერთად სოლომონიც ჩაება ტყვეთა გათავისუფლების კამპანიაში. რუმინეთში ჩავიდა და დიდი ბრძოლით მიაღწია 500 ქართველის ბანაკიდან გამოყვანას, მაგრამ დაავადდა და 1941 წლის დეკემბერში ბუქარესტის საავადმყოფოში ტვინის ანთებით გარდაიცვალა. სოლომონ ზალდასტანიშვილის მეუღლემ და ვაჟმა გივიმ 1947 წელს დატოვეს ომგადახდილი და დანგრეული ევროპა და ამერიკაში გადასახლდნენ, სადაც უკვე ცხოვრობდა ოთარი. საფრანგეთში სკოლადამთავრებულმა გივიმ ჰარვარდის უნივერსიტეტში განაგრძო სწავლა, მარიმ კი ჭრა-კერვა დაიწყო, რათა შვილებს მატერიალურად დახმარებოდა. უნივერსიტეტის წარჩინებით დამთავრების შემდეგ გივიმ ბიზნესს მიჰყო ხელი. იყო ნიუ-იორკის სათვისტომოს აქტიური წევრი...

ოთარ ზალდასტანიშვილს საიჟინრო დარგში უამრავი ჯილდო აქვს მიღებული. მათ შორის სამოქალაქო ინჟინერიის ამერიკის საზოგადოებისგან. ამ ჯილდოს, როგორც წესი, არაამერიკელებს აძლევენ. იყო უილოკის კოლეჯის, ბოსტონის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრისა და ბრუკსის სკოლის კურატორი. აქტიურად მონაწილეობდა ნიუ-იორკის ქართული სათვისტომოს საქმიანობაშიც. 50-იან წლებში ოთარ და გივი ზალდასტანიშვილები სათვისტომოს თავმჯდომარეები იყვნენ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ოთარ ზალდასტანიშვილის თავმჯდომარეობა. 8 წელი იყო ეროვნული ორგანიზაციის, 1958 წელს დაარსებული ”საქართველოს ასოციაციის” პრეზიდენტი, რომლის მიზანი იყო საქართველოსა და მისი კულტურული მემკვიდრეობის წარმოჩენა. როცა ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი ოთარ ზალდასტანიშვილი 1961 წელს მესამედ აირჩიეს ასოციაციის პრეზიდენტად, გაზეთი ”ქართული აზრი”, რომელიც ნიუ-იორკში იბეჭდებოდა, წერდა: ”საზოგადოების მხრივ ეს იყო უდიდესი მადლობის გამოხატულება თავისი თავმჯდომარის მიმართ. მართლაც, უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში უდიდესი ცვლილება მოხდა ქართული სათვისტომოს ისტორიაში, მან მოიპოვა შეერთებულ შტატებში არსებული კორპორაციებისა და საზოგადოებების უფლება და გადაიქცა იმ ოფიციალურ დაწესებულებად, რომლის მიმართაც სახელმწიფო გარკვეულ ვალდებულებებს კისრულობს: მას იცავს, მფარველობს და ეხმარება”. სხვათა შორის, ასოციაციის პრეზიდენტი 1966-74 წლებში გივიც იყო. ასეთივე აქტიური გახლდათ ოთარ ზალდასტანიშვილის ქალიშვილი ლიზი, რომელიც 1995-2001 წლებში იყო ასოციაციის პრეზიდენტი. ოთარის ვაჟი ნიკოლასიც მშენებელია და კომპანიას ხემძღვანელობს.

- საქართველო თუ ახსოვდა?

- ოთარი მჭიდროდ თანამშრომლობდა გაერთიანებული სარდლობის ყოფილ თავმჯდომარე ჯონ-მალხაზ შალიკაშვილსა და სხვა ცნობილ მოღვაწეებთან საქართველოს ეკონომიკური განვითარების პროექტებზე შავ ზღვაზე, სუფსაში, ახალი პორტის გეგმაზე. თავის ძმას გივის თბილისში ამერიკული აკადემიის დაარსებაში, შემდეგ კი აკადემიის საუკეთესო სტუდენტებს ჰარვარდისა და სიმპსონის კოლეჯებში სწავლის გაგრძელებაში ეხმარებოდა.

რაც შეეხება ჯუმეირას - ”პალმა” ეწოდება იმიტომ, რომ ნახევარმთვარის ფორმის რიფებით გარშემორტყმული 200 კუნძული დუბაის სანაპიროსთან 17-ტოტიან პალმის ხეს ქმნის. ხის ტანი 2 კმ სიგრძისა და 450 მ სიგანისაა. არქიპელაგზე უმაღლესი დონის 7 სასტუმრო, უამრავი მაღაზია და საცხოვრებელი შენობაა. კუნძულის ცენტრალურ ნაწილში ”მარინში” 2 სასტუმროა. მათგან განსაკუთრებულია აფრის მსგავსი ბურჯ-ალ-არაბი. აქ არის იახტკლუბი, სპეციალიზებული მაღაზიები და ორი დიდი ნავსაყუდელი. ”პალმას” ტანსა და ვარჯზე, ასევე ნახევარმთვარეზე, სულ 60 სასტუმრო, 4000 ექსკლუზიური ვილა და კოტეჯი, აგრეთვე 5000 აპარტამენტია. აქვეა წყალქვეშა პარკები, რესტორნები, სავაჭრო ცენტრები, სპორტული კლუბები, კინოთეატრები და სხვა აუცილებელი ინფრასტრუქტურა. უძრავი ქონების ღირებულება ერთიდან შვიდ მილიონამდე მერყეობს. ეს ერთადერთი ადგილია დუბაის მახლობლად, სადაც არამუსლიმს მიწის შეძენის უფლება აქვს. მშენებლობა ჯერ არ არის დამთავრებული, მიწის, ვილების, სახლების ყიდვა  კი დიდი ხანია დაწყებულია. ერთ-ერთი პირველი კლიენტები ბექჰემები იყვნენ. მათ აპარტამენტებში 12 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაიხადეს. რიგით მეორე კუნძული პალმა-ჯებელ-ალი პალმაზე ნახევარი კილომეტრით გრძელია. მასზე ”ზღვის სოფელია” გაშენებული, სადაც 8 სასტუმრო, ელიტური საცხოვრებელი სახლები, სავაჭრო კომპლექსები და სხვადასხვა დასასვენებელი დაწესებულებაა. მთლიანად კუნძულების მშენებლობაზე 100 მილიონი კუბური მეტრი ქვიშა და ქვა დაიხარჯა, ხოლო დუბაის სახმელეთო ზოლი 120 კილომეტრით დაგრძელდა. ახლა დაწყებულია უნიკალური კომპლექსის 7 კონტინენტისაგან შემდგარი ”მსოფლიოს” მშენებლობა, რომელიც 200 კუნძულისაგან შედგება, მსოფლიოს თითოეულ ქვეყანას წარმოადგენს და მისასვლელი მხოლოდ ზღვიდან აქვს.

დასანანია, რომ მსოფლიოს ამ ”მერვე საოცრების” შესახებ არსებულ ინფორმაციაში არ არის მითითებული დამპროექტებლის ვინაობა მისი ემიგრანტობის გამო. შეიძლება იმიტომაც, რომ ხანგრძლივმა ავადმყოფობამ შეაფერხა ოთარ ზალდასტანიშვილის საქმიანობა. მაგრამ უფრო დასანანი ის არის, რომ საქართველოში ასეთ დიდი პიროვნებას არ იცნობენ. ამის დასტურია ისიც, რომ მის გარდაცვალებას 2005 წლის 9 აგვისტოს მხოლოდ ერთი ქართული გაზეთი გამოეხმაურა მოკრძალებული ნეკროლოგით. 83 წლის ოთარ ზალდასტანიშვილი გარდაიცვალა 11 აგვისტოს და დაკრძალულია მაუთ ობურნის სასაფლაოზე, რომელსაც მსოფლიოს უამრავი ცნობილი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე დაესწრო. იმ დღეს წესი აუგეს და სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღავლინეს თბილისშიც, ფერისცვალების ტაძარში.


ოთარ ზალდასტანიშვილი

ოთარ ზალდასტანიშვილი 1922 წელს დაიბადა თბილისში. დაამთავრა პარიზის უმაღლესი ტექნიკური სასწავლებელი, შემდეგ სწავლა გააგრძელა სორბონას უნივერსიტეტში, 1946 წელს კი ამერიკაში, ჰარვარდის უნივერსიტეტში. გატაცებული იყო დიდი ქართველი მეცნიერების - მუსხელიშვილისა და ვეკუას შრომებით და მათ თეორიებზე დაყრდნობით 1952 წელს სახელგანთქმულ ავიაკონსტრუქტორ ალექსანდრე ქართველიშვილთან ერთად დაიცვა სადოქტორო დისერტაცია აეროდინამიკასა და ნიადაგის მექანიკაში (რომელიც შემდეგ ძალიან გამოადგა ჯუმეირასათვის ზღვაში ხელოვნური ნიადაგის შექმნისას), გახდა აეროდინამიკის კათედრის გამგის მოადგილე და როგორც პროფესორმა, დაიწყო ლექციების კითხვა აეროდინამიკაში. ჰქონდა უამრავი თეორიული ნაშრომი და პატენტი.
სამეცნიერო საქმიანობასთან ერთად, 1949 წელს ოთარ ზალდასტანიშვილმა მუშაობა დაიწყო ბოსტონის ერთ-ერთ სამშენებლო კომპანიაში. 1952 წელს გახდა კომპანიის პარტნიორი, 1964-89 წლებში იყო მისი პრეზიდენტი, 1989-1997 წლებში კი დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე. 1971 წელს ფირმას სახელი შეეცვალა და დაერქვა Zaldastani Assotiaits incorporated. 25 ინჟინერი მისი ხელმძღვანელობით ახორციელებდა დიდ სამშენებლო პროექტებს. ოთარს შესრულებული აქვს პროექტების რეკორდული რაოდენობა - 1000-ზე მეტი ამერიკაში, ევროპაში, აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში. მათ შორისაა: ბოსტონის საერთაშორისო აეროპორტი, ჰარვარდის უნივერსიტეტის სტადიონისა და ბრაუნის უნივერსიტეტის მოიჰანის აუდიტორიის აღდგენის პროექტები, სასახლეები ვაშინგტონსა და ამერიკის სხვა ქალაქებში, მაღლივი შენობები საფრანგეთში, ალჟირში, ერაყში, აშშ-ის მემორიალი ნორმანდიაში დესანტის გადასხმის ადგილას და ბოლოს, 2002 წლიდან გახმაურებეული ჯუმეირას გენერალური გეგმა საუდის არაბეთში. ის იყო პიონერი სამშენებლო კონსტრუქციების ტექნიკის განვითარებაში, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი გახდა ავტოსტრადის ზედა სივრცის გამოყენება. მის სახელს უკავშირდება მნიშვნელოვანი კონსტრუქციული ინოვაციები.


მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)



წყაროhttp://www.kvirispalitra.ge/public/10833-othar-zaldastanishvili-xxi-saukunis-saocrebis-shemqmneli.html
კატეგორია: დედამიწა | ნანახია: 2567 | დაამატა: Admin | რეიტინგი: 0.0/0

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 4
0   Spam
4 merabnozadze   (09.02.2012 22:04:50) [მასალა]
სასიამოვნოა ასეთი ინფორმაციის გაგება. 10 10 და რამდენი რამ არ ვიცითსაქაეთველოდან სხვადასხვა დროს გადახვეწილ თანამემამულეებზე. 23

0   Spam
3 kechakmadze   (09.02.2012 12:18:14) [მასალა]
მართლა არაფერი ვიცოდი ზალიან მომეწონა და ჩემეი თხოვნა იქნება ასეთ ქართველებზე დაიდოს ბევრი სტატიები.

0   Spam
2 nika-nika   (09.02.2012 11:31:25) [მასალა]
არა ნამდივილად არ ვიცოდი 166 დაან საინტერესოა 10

0   Spam
1 bendeksi   (09.02.2012 03:58:36) [მასალა]
რაც მთავარია, ჩვენ ხომ ვიცით რომ ქართული სისხლი სჩქებს ამ ხელოვანი ძარღვებში... საამაყოა ნამდვილად... მადლობა გია, ეს ნამდვილად არ ვიცოდი... კარგი ინფორმაციაა... 166 166 166 166

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 3
    სტუმარი: 3
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика