ძაღლი ადამიანის საუკეთესო მეგობარია, თუმცა ამ ძაღლურ მეგობრობას თავისი ფასი აქვს. ძაღლის ფასი მისი ჯიშის, გვარის, ასაკისა და სხვა ფაქტორების მიხედვით დგინდება.
წარმოგიდგენთ ძაღლის ყველაზე ძვირად ღირებულ ჯიშებს.
1. სალუკი
ის ასევე ცნობილია, როგორც "მეძებარი ქურციკი", "არაბული მონადირე" და "სპარსული მეძებარი". სალუკი მოშინაურებული ძაღლების ერთ-ერთ უძველეს სახეობად ითვლება. ის ბიბლიაშიც კია ნახსენები. სალუკი ძალიან პოპულარული იყო ეგვიპტელ ფარაონებშიც. ძაღლი ტანით საკმაოდ დიდია, მას გრძელი ფეხები და მაღალი ყელი აქვს, რაც მფლობელისგან გარკვეული პირობების შექმნას მოითხოვს: მას სჭირდება დიდი ოთახი, რომ იმოძრაოს და საჭმელთან დაკავშირებით ძალიან პრეტენზიულია. სალუკის ლეკვის შეძენა 2500 აშშ დოლარი დაგიჯდებათ.
2. უელსური კორგი პემბროკი
ეს ჯიში უელსიდან მოდის, სადაც პემბროკშაირის ნაციონალური პარკი მდებარეობს. კორგი პემბროკი ელიზაბეტ II საყვარელი ძაღლის ჯიშია. სამეფო ოჯახში პემბროკები უკვე 70 წელზე მეტია ბინადრობენ. ელიტური ჯიშის ლეკვი, დაახლოებით 1000 აშშ დოლარამდე ღირს.
3. ჩაუ-ჩაუ
სალუკის მსგავსად, ჩაუ-ჩაუც საკმაოდ ძველი ჯიშია. ის ჩინური წარმოშობისაა. ჩაუ-ჩაუს ჩინური სახელი "შანხაის დედოფალია". "ფუმფულა ლომი ძაღლი" - სიტყვასიტყვით მისი სახელი ასე ითარგმნება. მეგობრული ჩაუ-ჩაუს ფასი 1000-იდან 8500 დოლარამდე მერყეობს.
4. ეგვიპტური ფარაონი
ეს ჯიში სპეციალურად შექმნეს ძველ ეგვიპტეში. ისინი ფარაონების მეგობრების სტატუსით სარგებლობდნენ. მოგვიანებით ეს ჯიში მალტაზეც გამოიყვანეს. 1974 წელს ეგვიპტური ფარაონი მალტის ნაციონალურ ჯიშად აღიარეს. ექსკლუზიურობის გამო, ეგვიპტური ფარაონის ფასი 2500-დან 6500 დოლარამდე მერყეობს.
5. ძველი ინგლისური ბულდოგი
შესაძლოა, მისი ფორმებისა და გამომეტყველების გამო, ვინმეს ეგონოს, რომ ინგლისური ბულდოგი საშიში და ავი ძაღლია. მაგრამ ამ ჯიშის ძაღლის პოპულარობა სწორედ მისმა ლმობიერმა ხასიათმა განაპირობა. ინგლისური ბულდოგის პოპულარობა ბოლო დროს ძალიან გაიზარდა. მისი ფასი 9000 აშშ დოლარია.
6. კანადური ესკიმოსი
მე-19 საუკუნეში კანადური ესკიმოსი ძალიან პოპულარული იყო პოლარულ მოგზაურთა შორის, მაგრამ ამ მოგზაურობებმა ეს ჯიში გადაშენების საფრთხის წინაშე დააყენა. მათ გადარჩენას არაერთხელ შეეცადნენ, თუმცა ლეკვების უმეტესობა დაბადებისთანავე იღუპება. იშვიათობის გამო, კანადური ესკიმოსის ფასი 7000 დოლარს აღწევს.
7. Löwchen - პატარა ლომი
Löwchen, იგივე პატარა ლომი, ევროპული ჯიშია, რომელის რენესანსის ეპოქამდე წარმოიშვა. ამ ჯიშის პოპულარობა 1800 წელს გაგრძელდა. საწუხაროდ, მეორე მსოფლიო ომმა ძაღლის ამ ჯიშის გამრავლებაზე ძალიან უარყოფითად იმოქმედა. პატარა ლომის ფასი დღეს 5000-იდან 8000 დოლარამდე მერყეობს.
8. სამოედი
ეს ციმბირული ჯიშის ძაღლი ერთ-ერთი ყველაზე მოდურია. ის ზედგამოჭრილია ძაღლების შოუებისა და გამოფენებისთვის. ეს ძალიან თბილი და ენერგიული ძაღლია. ამ ძაღლის მოვლა საკმაოდ ძვირი ჯდება, თუმცა არა იმდენი, რამდენიც მისი პირველადი ფასია. სამოედის ლეკვი დაახლოებით 11 000 დოლარი ღირს.
9. კინგ ჩარლზ სპანიელი
კიდევ ერთი სამეფო ჯიშის ძაღლი, რომელიც ძალიან პოპულარულია. ამ ჯიშმა საკუთარი დახვეწილობის გამო არა მხოლოდ ადამიანები, არამედ კინოინდუსტრიის ყურადღებაც მიიპყრო. ის ხშირად გვხვდება სხვადასხვა ფილმებში. კინგ ჩარლზ სპანიელის ჯიში სპეციალურად გამოიყვანეს. ის სერ ენტონი ვან დეიკის პორტრეტზე გამოსახულ ძაღლს უნდა დამსგავსებოდა. მისი ფასი, სწორედ მისმა სამეფო წარმომავლობამ განაპირობა. კინგ ჩარლზ სპანიელის ლეკვი 10 000-იდან 14 000 დოლარამდე ღირს.
10. გერმანული ნაგაზი
მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული ძაღლი, გერმანული ნაგაზი, შესაძლოა იყოს როგორც შინაური, ისე სანადირო თუ სახლის მცველი. ამ ჯიშის ძაღლი 10 000-დან 24 000 დოლარამდე ღირს. გაწვრთნილი გერმანული ნაგაზის ფასი დაახლებით 50 000 დორამადე აღწევს. ცოტა ხნის წინ, ჟურნალ " New York Times-ში გამოქვეყნდა სტატია, რომლის თანახმად, სამი წლის გერმანული ნაგაზი რეკორდულ ფასად, 230 000 დოლარად გაიყიდა.
მომზადებულია learnvest.com-ის მიხედვით.