ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
ტყის ქათამზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4114
მტკვარზე თევზაობა   
Shamanპასუხების რაოდენობა: 55
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 200
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2012 » თებერვალი » 1 » ორცოლიანობა საქართველოში …    

01:53:50
ორცოლიანობა საქართველოში …

ორცოლიანობა საქართველოში …

მართლაც რომ უცნაური ამბავი, რომლის ავტორი გახლავთ ქალბატონი ეკა ლომიძე.გთავაზობთ მის "უცნაურ” სტატიას, რომელმაც აღშფოთება გამოიწვია მანდილოსნებში ;)

გიგი წერეთელი: "ზოგს ორი კი არა, 19 ცოლი ჰყავს”

ავთანდილ სულაბერიძე: "ქალის უშვილძიროდ გადაგებას არ ჯობს, ერთი ბავშვი მაინც გააჩინოს?”

რამდენიმე დღის წინ სამთავრობო კულუარებიდან ხმამ გამოჟონა, დემოგრაფიული პრობლემების გადასაჭრელად ორცოლიანობა ხომ არ შემოგვეღოო. მეტიც, საინფორმაციო წყარო ირწმუნება, რომ პარლამენტში წარსადგენი საკანონმდებლო ინიციატივა უკვე მზად არის და მისი შინაარსი დაახლოებით ასეთია: 25 წლით საქართველოში დაიშვება ოფიციალური ქორწინება ორ პირთან, ოღონდ ამის უფლება მხოლოდ კაცებს ექნებათ. ქალებთან ბოდიში, ორქმრიანობა ამორალურიაო(?!).

კანონპროექტის თანახმად, ცოლები თანაბარი უფლებებით ისარგებლებენ, ანუ პირველი და მეორე ცოლის სტატუსი გამორიცხულიაო. ცოლი ცოლია და მორჩაო! სავარაუდოდ, კანონპროექტის პრეზენტაცია სასტუმრო "თბილისი მერიოტში” 14 თებერვალს გაიმართება და ღონისძიებას უცხოელი ექსპერტებიც დაესწრებიან. როგორც ამბობენ, მეორე ცოლის მოსაყვანად პირს დასჭირდება ე.წ. პირველი ცოლის წერილობითი თანხმობა, რომელიც სამოქალაქო რეესტრში გატარდება და მისი ღირებულება 50 ლარი იქნება. ამასთან, ორცოლიანს გაუნახევრდება კომუნალური გადასახადები, ისარგებლებს სახელმწიფოს ყოველთვიური შემწეობით (275 ლარი) და უფასო დაზღვევით.

გამოგიტყდებით, მოსმენილი ხუმრობად მივიჩნიე და სტატიის მომზადება არც მიფიქრია. ასევე სახუმაროდ ეს ინფორმაცია სოციალური ქსელით გავავრცელე, მაგრამ ჩემს ხუმრობას წარმოუდგენელი რეაქცია მოჰყვა. გათხოვილი ქალების უმრავლესობა აღშფოთდა და განაცხადა, მიშა თუ ამ კანონს მიიღებს, არანაირი ოპოზიცია არ დასჭირდება, ჩვენ მოვუღებთ ბოლოსო(?!). საქმე უფრო შორსაც წავიდა – უცხოეთში ოჯახის სარჩენად გადახვეწილმა ქალებმა ვარაუდი გამოთქვეს, როგორც ჩანს, პრეზიდენტმა გადაწყვიტა, კიდევ უფრო ასიამოვნოს კაცებს და გაუუმჯობესოს სოციალური მდგომარეობა. ორი ცოლი მეტ შემოსავალს შემოიტანს და კაცსაც მეტი რა უნდაო. ქალები განსაკუთრებით გააღიზიანა იმან, რომ სოციალური დახმარებაც და უფასო დაზღვევაც კაცებისათვის იქნება განკუთვნილი – ჩემი ქმრის მეორე ცოლი რომ ავიტანო, ქმარმა კი არა, მე უნდა ვისარგებლო შეღავათებითო. ისიც ითქვა, ხელისუფლებაში ვიღაცებს საყვარლების "გაპრავება” მოუნდათ და საკუთარი კეთილდღეობისთვის იღებენ ამ კანონსო(?!).

სამაგიეროდ, ახალი ამბით კაცები ისე აღფრთოვანდნენ, ზოგიერთმა ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილმა ისიც კი თქვა, თუ მიშა მაგ კანონს მიიღებს, მიშისტი ვხდებიო, თან ნიშნის მოგებით განაცხადეს, აი, დაედო ფასი ქართველ კაცსო(!). მოკლედ, შექმნილი სიტუაციის გამო იძულებული გავხდი, გამერკვია, სინამდვილეში რას აპირებს მთავრობა და პარლამენტი. უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ამ ამბავმა დიდი მხიარულება გამოიწვია. ჯერ იყო და, ხარხარი დაიწყეს, მერე კი ყველამ ცალ-ცალკე განაცხადა, მაგ ამბავთან დაკავშირებით კომენტარს ვერ გავაკეთებ, ჩემს ნათქვამს ათასი კუდი გამოებმება, მე არაფერი გამიგია, არაფერი ვიციო; მაგ ინიციატივის განხილვის მცდელობა სხვადასხვა მოწვევის პარლამენტებში იყო, მაგრამ განუხილველად ჩავარდა მოსალოდნელი მოწინააღმდეგეების ხმაურის შიშითო.

მოკლედ, კვლევის პროცესში დავუკავშირდით ყველაზე გამოცდილ პარლამენტარს – გიგი წერეთელს, რომელსაც კარგა ხანს ველოდეთ, სანამ ამ ჭორით მოგვრილ ემოციას განიქარვებდა და სიცილს შეწყვეტდა.

- (კვდება სიცილით) რას ამბობთ, ვინ თქვა ეგ და რატომ ქმნიან ასეთ კანონპროექტსო?

- დემოგრაფიული მდგომარეობის გამოსასწორებლადო.
- ეგ გვიშველისო? მე არაფერი მსმენია. ხალხმა გაიგო ეგ ამბავი? რა რეაქცია ჰქონდათ?

- გაგიჟდნენ გათხოვილი ქალები…
- (ისევ გულიანად ეცინება) აბა, რა იქნებოდა. დაამშვიდეთ – ამ ინიციატივის განხილვაც კი არ შეიძლება, არათუ კანონპროექტის მომზადება. ეს არ გამოვა, რადგან საქართველო ისეთი ისტორიული ტრადიციების ქვეყანაა, სადაც მრავალცოლიანობა არასდროს ყოფილა და ასე იქნება უკუნისამდე, თუმცა არალეგალურად ზოგს 19 ცოლი, საყვარელი თუ მეგობარი ქალი ჰყავს. ვისაც უნდა, ამ მოთხოვნილებას კანონის გარეშეც იკმაყოფილებს.

- ბატონო გიგი, წინა მოწვევის პარლამენტებშიც იყო ამ საკითხზე ლაპარაკიო.
- ლაპარაკი, ალბათ, სხვა დროსაც იქნება, საკანონმდებლო ინიციატივის ფორმა კი ამ საკითხს არასდროს ჰქონია და არც ექნება.

ილიას უნივერსიტეტის დემოგრაფიისა და სოციოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი ავთანდილ სულაბერიძე ამბობს, რომ გასაკვირი და დაუჯერებელი არაფერია, რადგან საქართველოში ყველაფერი ხუმრობით იწყება და ბოლოს საქმედ იქცევა ხოლმე…

- ამ საკითხთან დაკავშირებით დროდადრო იყო მსჯელობა და ერთ-ერთი, ვინც ამ იდეის პროპაგანდას ეწეოდა და ეწევა, მე ვარ. ამ საკითხს უფრო ძველი ისტორია აქვს – ჯერ კიდევ გასული საუკუნის 70-იან წლებში განიხილებოდა საბჭოთა კავშირში. იყო ასეთი, იმ დროისთვის შედარებით თავისუფალი გაზეთი "ლიტერატურნაია გაზეტა”. იქ გამოქვეყნდა ე.წ. "მომსვლელი ქმრის” იდეაც. მისი არსი ასეთია: ქალი, რომელიც ვერ გათხოვდა და უშვილოდ რჩება, ბავშვს უნდა აჩენდეს "მომსვლელი ქმრისგან”, ანუ იმ კაცისგან, რომელიც უყვარს, მაგრამ მას ცოლი ჰყავს. ამტკიცებდნენ, რომ ამით გადაიჭრებოდა ამ ქალის სოციალური დაცვის პრობლემა, რადგან მას სიბერეში პატრონი ეყოლებოდა. მიმაჩნია, რომ სულაც არ არის ცუდი იდეა. ქალის უშვილძიროდ გადაგებას არ ჯობს, ერთი ბავშვი მაინც გააჩინოს? მე არ დავუშლი ჩემს ქალიშვილს, რომ შვილი გააჩინოს მისთვის სასურველი მამაკაცისგან და ბავშვი სახლში მოიყვანოს.

არ მინდა უქნარა სიძემ მიშალოს ნერვები, შვილიშვილს კი სიამოვნებით გავზრდი. მიუხედავად იმისა, რომ ამ ინიციატივის საწინააღმდეგო არგუმენტები არ გამაჩნია, საქართველოში ორცოლიანობა არ გამოვა. ამას ხელს შეუშლის ტრადიციები და რელიგია. თუმცა, სვანეთში წინათ თუ კაცს ცოლისგან შვილი არ უჩნდებოდა, უფლება ჰქონდა, გვარის გასაგრძელებლად მეორე ცოლი მოეყვანა და პირველთან ერთად ჰყოლოდა.
ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ ასეთი კანონი გენდერული უთანასწორობის გამო დისკრიმინაციული ხასიათის იქნება და თუნდაც ამიტომ არის დაუშვებელი მისი მიღება. ამასთან, მათივე მტკიცებით, ისეთ ქვეყნებშიც კი, სადაც ორცოლიანობა დაშვებულია, მკაცრად განსაზღვრული წესები მოქმედებს. არ შეიძლება კაცს ჰყავდეს ორი ცოლი, თუ მათ სხვადასხვა სახლში ვერ აცხოვრებს; სხვადასხვა შესასვლელ-გამოსასვლელი მაინც უნდა ჰქონდეთ, რომ მაქსიმალურად იზოლირებული იყვნენ ერთმანეთისგან, წინააღმდეგ შემთხვევაში გამუდმებული კონფლიქტები გარდაუვალია. რაც შეეხება ე.წ. "მომსვლელ ქმარს”, ქალი, რომელიც ვერ ან არ თხოვდება, თუ მამაკაცთAან ურთიერთობა სურს, კანონის გარეშეც ახერხებს ამას, ანუ "მომსვლელი ქმარი” ისედაც "მოსულაო”. ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ საქართველოში ორცოლიანობა ეკონომიკური პრობლემების გამოც არ გამოვა, რადგან კაცებს მატერიალურად ისე უჭირთ, ორი ცოლის კი არა, ერთის მოყვანასაც გაურბიან, მეტიც, იმის გამო, რომ ბავშვის მოვლაზე პასუხისმგებლობის აღება უჭირთ, მამობის აღიარებას ერიდებიანო.
ფსიქოლოგების კიდევ ერთი რჩევა ქალბატონებს, რომლებიც დღე და ღამე სამსახურში ან სოციალურ ქსელებში სხედან – გაატარეთ მეტი დრო, განსაკუთრებით ღამით, მეუღლის გვერდით და თქვენს იდილიას ვერასოდეს დაემუქრება მეორე, თუნდაც ლეგიტიმური ცოლი.

წყარო: www.ambebi.ge



წყარო
კატეგორია: სახუმარო ამბები | ნანახია: 3308 | დაამატა: Admin | რეიტინგი: 0.0/0

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 6
0   Spam
6 merabnozadze   (10.03.2013 22:14:44) [მასალა]
აუ რა იქნება ორი სიდედრი რომ გეყოლება კაცს !!!!!! 069 069 ამდენი ცოლიდები და ცოლიძმები მერე ნათესავები !!!! სიდედრის დაქალები..... 23 23

0   Spam
5 zazaaaaa   (11.07.2012 17:19:02) [მასალა]
23 069

0   Spam
4 tatoxoni   (04.02.2012 10:07:23) [მასალა]
069 10

+2   Spam
3 IAA116   (02.02.2012 22:55:20) [მასალა]
ოოო... კულუარებიდან გამოჟონილი ხმას, ერთი ნაცნობის მიერ მეორეზე მოყოლილ და ასე შემდეგ "თურმე ამბებს" როგორ არ უნდა დაუჯერო 23
ცეცხლს უნდა მიცე ზოგიერთი ქართული მედიასაშუალება, თავის ვასასია ჟურნალისტებით. ყურპარტყუნა სახედრები გონიათ ხალხი, მარა საქმე იმაშია რო ზოგი არის კიდეც 23

0   Spam
2 bendeksi   (01.02.2012 14:58:34) [მასალა]
საქართველო ყველაფერს ქართულს ანადგურებს და აცამტვერებს ოღონდაც ევროპას მიუახლოვდეს დემოკრატიით... ამისთვის უამრავ დათმობაზე მიდის და თანაც ხალხში რეიტინგს კარგავს მთავრობა. მსგავსი წესი ევროპასაც დააშორებს და ხმების 40 %საც დაკარგავს... მოკლედ რომ ვთქვათ დიდი სისულელეა :))))))

0   Spam
1 jolia001   (01.02.2012 11:25:14) [მასალა]
166 166

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 8
    სტუმარი: 8
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика