თითქმის ყველას აქვს წარმოდგენა იარაღის წარმოშობის და განვითარების შესახებ. კაჟიანი თოფი, ხირიმი, მუშკეტი... მაგრამ არც თუ ისე ბევრმა იცის უძველესი ისტორიული ფაქტები პირველი ცეცხლსასროლი იარაღის შესახებ, იარაღის რა იმ დროისათვის მას ბომბდამშენს ანუ ეხლანდელ გრანატამიოტს უწოდებდნენ.
კალიბრი 20(მმ), ლულის სიგრძე 60 სმ, წონა 2,5 კგ.
ამ უძველესი ცეცხლსასროლი იარაღის ერთერთი ნაირსახეობაა, რომელიც დამზადებულია 1400 - 1450 წლებში. აღმოჩენილი იქნა მდინარე ტიბრ-ის ფსკერზე ჩვენს დროში.
თითოეული გასროლა მოიცავდა რიგ მოქმედებების თანმიმდევრობას:
- ლულის გაწმენდა წინა გასროლიდან დარჩენილი ნარჩენებისაგან.
- წინიდან დენთის ჩაყრა ლულაში(ვარაუდით, თვალით მოზომით).
- შემდეგ საცობი და ჭურვი რომელსაც თავდაპირველად წარმოადგენდა მრგვალი ქვა.
- გასროლა ხდებოდა სპეციალური ხვრელიდან გავარვარებული ჩხირით.
კორპუსის კონსტრუქცია იყო უხეშად დამუშავებული ხის კალაპოტი რომელზეც მაგრდებოდა სასროლი ინსტრუმენტი ანუ ლულა. მიუხედავად კორპუსის ტლანქი და მოუხერხებელი ფორმისა ასეთი იარაღით სროლა ზრდიდა დამიზნების ეფექტურობას და მიზანში მოხვედრის შანსს.
იარაღს ემსახურებოდა 2 ადამიანი. ერთს ეჭირა იარაღი და უმიზნებდა ხოლო მეორე საჭირო დროს ისროდა :) (წარმოიდგინეთ დღეს მსგავსი იარაღით ბრძოლა).
სროლის მანძილი საკმაოდ მცირე იყო მაგრამ მის უპირატესობას სხვა იარაღთან (იმ დროისათვის მშვილდი, არბოლეტი) წარმოადგენდა ცეცხლის ეფექტურობა. მისგან გასროლილ ჭურვს შეეძლო დაეზიანებინა იმ დროისათვის არსებული მეომრის აბჯრის ნებისმიერი სახეობა. ამას კი ვერც არბოლეტით მოახერხებდა მებრძოლი და ვერც მშვილდით.
მიუხედავად ცეცხლის ეფექტურობისა ქონდა მინუსებიც:
- მოუხერხებელი იყო სატარებლად.
- ნაკლებად საიმედო გასროლისას.
- ხელმეორედ დატენვას ჭირდებოდა დიდი დრო, დაახლოებით რამოდენიმე წუთი.
16 საუკუნეში იარაღის მოდერნიზაციის შედეგად მიღებული იქნა ახალი 4 ლულიანი მოწყობილობა. ოთხკუთხედი ხის ნაჭერზე, ოთხივე კუთხეზე დამაგრებული იყო 4 ლულა რომლიდანაც სროლა ხდებოდა მიმდევრობით. ამას ალბათ იმ დროისათვის ტყვიამფრქვევი ერქვა :)
წყარო: http://hunters.ge/iaragi/antikvari/277-uzvelesi-iarari.html
|