10. შხამიანი ბაყაყი, რომელიც ბინადრობს ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში და მადაგასკარზე. მათ ზურგზე აქვთ ჯირკვლები, რომლებიც გამოყოფენ ტოქსინებს, მხოლოდ ერთი ბაყაყის მიერ გამომუშავებულ შხამს შეუძლია მოკლას 10 ადამიანი. მხოლოდ ერთი რამით შეიძლება თავის დამშვიდება, ბაყაყი შხამს გამოიმუშავებს თანდათან და ძალიან ნელა.
9. მეცხრე ადგილზეა გარეული ინდური და აფრიკული კამეჩი. ეს ძალიან საშიში ცხოველია , რადგან არ ეშინია არც ადამიანის და არც სხვა ცხოველების. მათი სიგრძე 2 მეტრს აღწევს და მასა 900 კგ აჭარბებს. ის კარგად გრძნობს საფრთხეს და შეუძლია პირველი დაესხას თავს . განსაკუთრებით საშიშია ძუ, რომელიც იცავს თავის შვილებს.
8. თეთრი დათვი. ზოოპარკში ისინი გვეჩვენებიან ფაფუკები და საყვარლები, თუმცა ასე არაა, გაქცეულ ადამიანს ის ეწევა ძალიან სწრაფად, თავს ესხმის და არ უტოვებს თავის გადარჩენის არანაირ შანსს. საუკუნენახევრის უკან შემოღებულმა ზომებმა მისი პოპულაციის დაცვაზე მთელს არქტიკაზე, გამოიწვია ის , რომ ისინი გამრავლდნენ და გადააჭარბეს დასაშვებ ნორმასაც კი. ამათან თეთრი დათვი გახდა უფრო აგრესიული, დაკარგა შიშის შეგრძნება და ხშირად ჩნდება ადამიანებით დასახლებულ ადგილებშიც კი.
7. მეშვიდე ადგილზეა სპილო. ის ძალიან ჭკვიანი ცხოველია და ამავდროულად ხშირად არაადეკვატურიც. აფრიკული და ინდური სპილოები წელიწადში კლავენ დახლოებით 500 ადამიანს. განსაკუთრებით საშიშია ეგრეთწოდებული მოხეტიალე სპილო, რომელიც ჩამოშორებულია სპილოების ჯგუფს გამრავლების პერიოდში, ამ დროს ის განსაკუთრებით აგრესიულია და ესხმის თავს ყველა ობიექტს რაც მოძრაობს.
6. ნიანგი . ავსტრალიაში და აფრიკის ბევრ ქვეყანაში ის ითვლება ყველაზე უფრო საშიშ ცხოველად. ის შეიძლება მოტივტივე ხის მორში აგერიოთ, იგი გაუნძრევლად არის ხოლმე წყალში და ელოდება მსხვერპლს. მოულოდნელად თავს ესხმის მას და მიათრევს წყალში, რათა დაახრჩოს და დაანაწევროს მხვერპლი. ჩრდილოეთ ავსტრალიის ტროპიკებში ბინადრობს 100 000-მდე რეპტილია. მათ სახელმწიფოს იცავს . ბოლო 20 წლის განმავლობაში ნიანგებმა შეჭამეს რამდენიმე ათეული ადამიანი.
5. დიდ თეთრ ზვიგენს უკავია მყარი მეხუთე ადგილი. თუ ის იგრძნობს სისხლს წყალში, ამან შეიძლება გამოიწვიოს ზვიგენებში შიმშილის ძლიერი შეგრძნება და ამ დროს მან შეიძლება გამოიყენოს ყველა 3000 ძალიან ბასრი კბილი. თეთრი ზვიგენი ბინადრობს ყველა ოკეანეში, აგრეთვე ხმელთაშუა და იაპონიის ზღვებში. აღწევს 7-8 მეტრს სიგრძეში და ხანდახან 12 მეტრსაც კი. ის ითვლება ყველაზე საშიშ და ძლირად ყველა ზვიგენებს შორის.
4. მეოთე ადგილზეა მაიმუნი, რომელმაც ბევრი ტროპიკული ქვეყნის ტყეებიდან გადაინაცვლა ახლოს ადამიანთა დასახლებებთან. ის მიდის ნაგვსაყრელებზე და იქ ეძებს საკვებს. ხშირად მაიმუნების ჯოგი თავს ესხმის ბავშვებს და მოზრდილებსაც კი. გლეხებს ართმევენ სურსათის მარაგებს.
3. შხამიანი მედუზა. განსაკუთრებით საშიშია ავსტრალიური მედუზა. მათი სიგრძე შეიძლება 4 მეტრს აღწევდეს და ერთ მედუზას აქვს იმდენი ტოქსინი, რომ შეუძლია მოკლას 60 ადამიანი. ისინი ბინადრობენ ტროპიკული და სუბტროპუკული ქვეყნების თბილ წყლებში. მათი გამრავლების მიზეზად მეცნიერები მიიჩნევენ გლობალურ დათბობას.
2. შხამიანი გველები. მსოფლიოში დახლოებით 50 000 ადამიანი კვდება შხამიანი გველის კბენის შედეგად. ყველაზე მეტი აქედან მოდის აზიურ კობრაზე. როგორც წესი ის პირველი არ ესხმის თავს მსხვერპლს, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ შეაწუხებენ , ან შემთხვევით ფეხს დააბიჯებენ.
1. რამდენადაც უცნაური არ უნდა იყოს პირველ ადგილზე აღმოჩნდა მოსკიტი. საქმე იმაშია , რომ ის არის მალარიის გადამტანი. ამ პატარა მავნე არსებებს წელიდში 3 000 000 ადამიანი ემსხვერპლება. 85-90 პროცენტი ამ შემთხვევებისა მოდის აფრიკაზე, საჰარის სამხრეთით. უმეტესობა ინფიცირებულისა არიან 5 წლამდე ბავშვები.