ნიუ ორლეანის პარკში ტურისტები საოცარი ფაქტის მომსწრენი გახდნენ - პარკში კატამ გიგანტურ ნიანგთან ხორცის ნაჭრისთვის ბრძოლა გაბედა.
კატამ ნიანგისთვის განკუთვნილი სადილის - ხორცის ნაჭრის წართმევა განიზრახა.
"ეს საოცრება იყო. ნიანგი ცდილობდა სხვადასხვა დისტანციიდან მიახლოვებოდა ხორცის ნაჭრებს, მაგრამ ჩასაფრებული კატა მას ამის საშუალებას არ აძლევდა", - განაცხადეს ტურისტებმა.
ნიანგმა კატას არაფერი დაუშავა. ნიანგისთვის განკუთვნილი ხორცის ნაწილი მაინც კატას დარჩა.