არამარტო ტუტანჰამონი, ნაპოლეონიც კავკასიელი ყოფილა
არამარტო ტუტანჰამონი, ნაპოლეონიც კავკასიელი ყოფილა
droni.ge
12:53 17.01.2012
გასული წლის აგვისტოში ეგვიპტოლოგებმა საკმაოდ საინტერესო და სენსაციური ცნობა გაახმაურეს: ბოლოს სააგენტო Reuters-მა გაავრცელა ცნობა, რომ გენეალოგიურ გამოკვლევათა ცენტრის ბიოლოგებმა iGENEA-დან, რომლის სათაო ოფისი ციურიხშია განთავსებული, ერთ-ერთი კვლევის სენსაციური შედეგები გაახმიანეს. ეგვიპტელმა კოლეგებმა სწორედ ამ მეცნიერებს გადასცეს ფარაონ ტუტანჰამონის დნმ-ის ნაწილი, რაც დასკვნის საფუძველი გახდა.
როგორც ეგვიპტის სიძველეებთან არსებული უმაღლესი საბჭოს გენერალურმა დირექტორმა ზაჰი ჰავასმა განაცხადა, დნმ ბიჭუნა-ფარაონის ძვლოვანი ქსოვილიდან, კონკრეტულად კი - მარცხენა მხრიდან და მარცხენა ფეხიდან აიღეს.
iGENEA-ს დირექტორი, რომან შოლცი აცხადებდა: „ვვარაუდობ, რომ ეგვიპტელი მეფეებისა და ევროპელების საერთო წინაპარი დაახლოებით 9 500 წლის წინ, კავკასიაში ცხოვრობდა", - განაცხადა შოლცმა.- „დაახლოებით 7 ათასი წლის წინ კი მისი პირდაპირი შთამომავლობა ევროპაში გაიფანტა. მერე ზოგიერთმა მათგანმა ეგვიპტემდე მიაღწია და ფარაონი გახდა".
ამ ჰიპოთეზაში ყველაზე საინტერესო ის გახლავთ, რომ მეცნიერული დასკვნების მიხედვით, ეგვიპტელი ფარაონები და კონკრეტულად, ტუტანჰამონი სწორედ იმ ერების წარმომადგენლები გამოდიან, რომლებიც უძველესი დროიდან მოყოლებული დღემდე ცხოვრობენ კავკასიაში.
ამ გამოკვლევიდან ხუთი თვის თავზე კი სენსაციურ ცნობას უკვე ფრანგი სწავლულები ავრცელებენ. ფრანგი გენეტიკოსის დასკვნა „ფიგაროში" დაიბეჭდა. იმპერატორის დნმ-ის ნიმუშებზე დაყრდნობით, ჟერარ ლიუკოტი აცხადებს, რომ ნაპოლეონ ბონაპარტის წინაპრები, შესაძლოა, კავკასიელები ყოფილიყვნენ.
მეცნიერი სამი წლის განმავლობაში ნაპოლეონის დედის და მამის საგვარეულო ხაზს სწავლობდა, ჩაატარა ექსპერტიზა მის შთამომავლებზეც და შედეგად დაადგინა, რომ დე-ენ-ემის შემადგენლობა კავკასიურ გენებს ემთხვევა. დღემდე არსებობდა ვარაუდი, რომ ნაპოლეონის წინაპრები ახლო აღმოსავლეთიდან იყვნენ.
დარეკეს სომხებმა იჩალიჩა ეს ყველაფერიო, ნუ მეც გადამიხადეს და დავდე ამიტომაც კავკასიაზე უამრავი რაღაც იწერება, ჩვენ მართლა ღვთისაგან ბოძებულ მიწაზე ვცხოვრობოთ და უნდა მოუფრთხილდეთ ყველაფერს! გენეტიკურადაც ჭკვიანი ერი ვართ! მოკლედ გაგვიმარჯოს!!!
რო ვიძახით ხოლმე რო ყველაზე მაგრები ვართო ქართველებიო,მერე გვეძახიან ხოლმე ამპარტავნები ხართო და აჰა ესეც ჩვენი დასკვნა ხო არაა იმათი მეცნიერების აღიარებულია
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!