2011 წლის 26 მაისს თბილისის ზოოპარკმა ტანზანიიდან 2, ხვადი და ძუ, ბენგალიური თეთრი ვეფხვიჩამოიყვანა. ვეფხვების ასაკი 17-18 თვეა. ხვად ვეფხვს - მაქსიმუსი, ხოლო ძუ ვეფხვს - კამერონი ჰქვია. ბენგალიური ვეფხვი და განსაკუთრებით მისი თეთრი ფორმა ძალიან დიდ იშვიათობას წარმოადგენს. თბილისის ზოოპარკი ჩამოყვანილი ვეფხვების გამრავლებას გეგმავს.
თეთრი მარტორქები თბილისის ზოოპარკში! | გასული წლის 21 ოქტომბერს, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან ჩვენი ქვეყნის დედაქალაქში ორი, მდედრი და მამრი თეთრი მარტორქა ჩამოვიდა, რომლებიც თბილისის ზოოპარკში დაიდებენ ბინას. ისინი დაახლობით 2,5 წლისანი არიან და თითოეული მათგანის წონა უკვე 800 კგ-ს აღწევს.
თეთრი მარტორქები აქამდე არასოდეს გვყოლია ჩვენს ზოოპარკში და ამ ფაქტის მნიშვნელობას ისიც ზრდის, რომ ისეთ იშვიათი და გამორჩეული ცხოველის ყოლა როგორიც - თეთრი მარტორქაა მსოფლიოს მრავალი ზოოპარკის საოცნებო თემაა.
ასე, რომ უკვე დღეიდან შეგიძლიათ მობრძანდეთ და თქვენი თვალით იხილოთ ეს მართლაც, რომ არაჩვეულებრივი ცხოველები.
|
თბილისის ზოოპარკში ავაზები დაიბადნენ ! | ზოოპარკის კიდევ ერთი სასიხარულო ფაქტი!!!მანამ, სანამ მარტორქები ჩამოვიდოდნენ, 6 ოქტომბერს, თბილისის ზოოპარკში 4 ავაზა (გეპარდი) დაიბადა. რაც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია. ზოოპარკის ადმინისტერაციამ ამ ფაქტთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა: "ჟურნალისტებსა და ზოოპარკის სტუმრებს გვინდა ვთხოვოთ: ნუ შეაწუხებთ დედა ავაზას და მის პატარებს, რადგანაც ავაზას პოპულაციები გენეტიკურად ძალიან ერთფეროვანია, რაც განაპირობებს მათ ნაკლებად მდგრადობას ნებისმიერი დაავადებებისა თუ გარე გამღიზიანებლების მიმართ. ერთი თვის შემდეგ კი, როგორც კი პატარები ცოტა მოძლიერდებიან ისინი აუცილებლად წარსდგებიანი ფართო საზოგადოების წინაშე " დღესდღეობიტ ისინი კარგად გრძნობენ თავს და როგორც ჩანს ზოოპარკის დამთვალიერებლების მხრიდან არ მოჰყოლია არანაირი მათთვის არასასურველი მოქმედება. შემდეგ თბილისის ზოოპარკში ავაზები დაიბადნენ | 26 დეკემბერს, საახალწლოდ, ჩვენს ავაზებს 2 ლეკვი შეეძინთ. ზოოპარკისთვის პატარა ავაზების დაბადება დიდი მოვლენაა, ვინაიდან ეს ცხოველები ტყვეობაში საკმაოდ რთულად მრავლდებიან. ზოოპარკის სამეცნიერო განყოფილების თანამშრომლები გულდასმით აკვირდებიან კნუტებსა და მათ მშობლებს. აკვირდებიან მათი ჯანმრთელობის მდგომარეობას, ძუძუს წოვის სიხშირეს და ხანგრძლივობას, დედის დამოკიდებულებას კნუტების მიმართ და ა.შ.
|
თბილისის ზოოპარკში იაგუარები დაიბადნენ! |
ჩვენს ზოოპარკში მოხდა კიდევ ერთი ღირსშესანიშნავი და ძალზედ სასიხარულო ფაქტი! ჩვენს იაგუარებს - ბუგისა და ანაკაომას, გაუჩნდათ სამი ბოკვერი. მათგან ორი ჭრელი, ხოლო ერთი კი შავი შეფერილობისაა. სამივე ბოკვერი ჯანმრთელადაა და დედა ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს თითოეულ მათგანს. ასევე არ ადუნებენ ყურადღებას ჩვენი ვეტერინარებიც, რომლებიც სისტემატიურად აკვირდებიან და აფასებენ პატარა ბოკვერებისა და მათი მშობლების მდგომარეობას. |
|
|