კანადა ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე დგას. ყინულის დნობის შედეგად, ჩვილი სელაპების 80% დაიღუპა. კანადის თევზჭერისა და ოკეანის რესპურსების დეპარტამენტის ინფორმაციით, ცხოველების დახოცვის მიზეზი გლობალური დათბობაა.
"წმინდა ლავრენტის ყურეში ყინულის საფარი მოსალოდნელ დონესთან შედარებით 80%-ით დაბალი იყო, - აცხადებს დიუკის უნივერსიტეტის მეცნიერი, - ამან ყურეში თეთრბეწვიანი გრელანდიური სელაპების დახოცვა გამოიწვია, ცხოველების თითქმის 100% განადგურდა. პირველი ორი კვირის განმავლობაში ჩვილ სელაპებს ყინული სჭირდებათ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი იძირებიან".
უნივერსიტეტის კვლევების შედეგების თანახმად, დათბობა ატლანტის ოკეანის მთელ ჩრდილოეთ ტერიტორიაზე გავრცელდა, ამიტომ გრელანდიურ სელაპებს, სავარაუდოდ, წითელ წიგნში შეიტანენ.
მომხდართან დაკავშირებით კანადის ხელისუფლება ამ ცხოველზე ნადირობის აკრძალვას აპირებს.