ინგლისის საგრაფო სომერესტში სასამართლომ ნოუთბუქის ქურდის საქმე განიხილა. დამნაშავე მოპარულ ნოუთბუქზე არსებული სათვალთვალო პროგრამის დახმარებით იპოვეს.
რეგიონალური პოლიციის სამმართველო (Avon and Somerset Constabulary) იუწყება, რომ ნოუთბუქმა ელექტრონული ფოსტით კანონიერ მეპატრონეს თავისი ადგილმდებარეობა შეატყობინა და მძინარე გამტაცებლის ფოტო გაუგზავნა. ლეპტოპის ქურდი 19 წლის რასტინ ჰალაჯი აღმოჩნდა.
დამნაშავის მოძებნა, პროგრამა Prey-ის დახმარებით მოხერხდა, რომელიც მფლობელმა მას შემდეგ გააქტიურა, რაც კომპიუტერი დაკარგა.
ნოუთბუქი ბრიტანელმა სტუდენტმა 2011 წლის ზაფხულში მოიპარა, მაგრამ მოწყობილობის გატაცების საქმის განხილვა 2012 წლის 10 იანვარს დასრულდა. ლეპტოპის გამტაცებელს საზოგადოებრივი სამუშაოს შესრულება მიუსაჯეს.