კუნძულის სახელი სოქოტრა სანსკრიტიდან ითარგმნება, როგორც ბედნიერების კუნძული. სოქოტრა სრულიად ამართლებს თვის სახელს, ვინაიდან აქ იკვეთება კონტრასტი ბრწყინვალე ბოტანიკურ უნიკალურობასა და მშვიდ, იზოლირებულ, უკიდეგანო პლაჟებს შორის.
კუნძული სოქოტრა, პირველ რიგში, გამოირჩევა მისი ლანდშაფტით. ერთი შეხედვით შეიძლება შეგექმნათ წარმოდგენა, რომ ეს არის დეკორაცია კინოფილმისა რომელიგაც არაამქვეყნიური ცივილიზაციის შესახებ. ამასთანავე კუნძული არის ყველაზე იზოლირებლი ადგილი პლანეტაზე. თავისი უნიკალური ბუნების გამო სოქოტრა იზიდავს არამარტო მეცნიერებსა და ნატურალისტებს, არამედ ის დიდი პოლულარობით სარგებლობს წყნარი და ეკოლოგირი ტურიზმის მოყვარულთა შორის.
ოდესღაც სოქოტრის კუნძულები აფრიკისა და არაბეთის ნახევარკუნძულების ნაწილს წარმოადგენდნენ. იზოლაციის ხინგრძლივი პერიოდი, რომელიც დაახლოებით გრძელდებოდა 20 მილიონ წელს, გახდა სტიმული ფლორისა და ფაუნის ახალი სახეობების ევოლუციისა.
ხმელეთის ყველა მოლუსკი, 90% რეპტილიების და მცენარეთა ერთი მესამედი ენდემია, და არსებობენ მხოლოდ ამ არქიპელაგზე.
კუნძულზე შეხვდებით ფლორისა და ფაუნის (დაახლოებით 700) ძალიან იშვიათ სახეობებას, ამიტომაც არც თუ უმიზეზოდ სოქოტრას იხსენიებენ, როგორც ფლორისა და ფაუნის საგანძურს.
დავიწყოთ dracena cinnibaris-ით — ხე, რომლის სახელია დრაკონის სისხლი. ამ ხის ფისს იყენებენ ლაქსაღებავების წარმოებაში და ასევე მედიცინაშიც. dracena cinnibari-ს ტოტები იშლებიან ცისკენ, ქვემოდან კი ტოვებენ მფრინავი თეფშების შთაბეჭდილებას, ხოლო ზემოდან მათ აქვთ დიდი სოკოს ფორმა.
კიდევ ერთი ღირსშესანიშავი წარმომადგენელი არქიპელაგის ბუნებისა არის – უდაბნოს ვარდი (adenium obesium) — მცენარე, რომელიც სპილოს აყვავილებულ ფეხს ჰგავს. )))
Dorstenia Giga — ამ მცენარეს საერთოდაც არ სჭირდება ნიადაგი, იგი ხრიოკ ქვიან ადგილასაც მშვენივრად ხარობს.
ასევე კუნძულის უნიკალურ მცენარეებს შორის გახლავთ -უჩვეულო და იშვიათი კიტრის ხე (dendrosicyos socotranum).
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!