კორდიცეპსი არის სოკო, რომელიც უფრო ხშირად გვხვდება ჯუნგლებში და მრავლდება როგორც ყველა სხვა ჩვეულებრივი სოკო სპორებით, ოღონც კორდიცეპსი უბრალო სოკო არ გეგონოთ, კორდიცეპსი არის პარაზიტი რომელსაც შეუძლია მწერების მთლიანი კოლონიების სრული მოსპობა, დავუშვათ როდესაც ჭიანჭველების რაოდენობა ეკოსისტემაში კრიტიკულ ზღვარს აღწევს, უცებ არსაიდან იწყება კორდიცეპსის ეპიდემია. რომელიმე ჭიანჭველა შეისუნთქავს კორდიცეპსის სპორებს და იწყებს უცნაურ ქმედებებს, ის ისე იქცევა როგორც გიჟი, (ჭიანჭველების გადმოსახედიდან მაინც).
მისი არადამახასიათებელი ქმედებები კიდევ უფრო უცნაური ხდება როცა ჭიანჭველა ცდილობს რაც შეიძლება მაღლა აძრომას, რა ჭირს ამ დროს საწყალ ჭიანჭველას, რა აიძულებს მას რომ უმიზეზოდ სადღაც მაღლა აძრომა მოინდომოს? ეს ჩემი აზრით კორდიცეპსის ყველაზე უფრო დაუჯერებელი და საშინელი თვისებაა, ჭიანჭველას შესუნთქული სპორები ხვდებიან მის ტვინში, იმორჩილებენ მას და იმას აკეთებინებენ რაც მათ სურთ, დიახ მეც ეგეთივე სახის გამომეტყველება მქონდა როდესაც ეგ პირველად გავიგე, როდესაც "დაზომბირებული” ჭიანჭველა აძვრება მაღლა, მისი სხეულიდან იწყება სოკოს სამ კვირიანი ზრდა, რის შემდეგაც ის იწყებს სპორების გავრცელებას. თუ ეს ჭიანჭველების კოლონიასთან ახლოს მოხდა, დამიჯერეთ ეს კოლონია განწირულია, თუმცა ჭიანჭველებმა იციან რა უნდა მოიმოქმედონ როდესაც რომელიმე მათგანს კორდიცეპსი შეეყრება, როდესაც ჭიანჭველები ხედავენ რომ სხვა ჭიანჭველა უცნაურად იწყებს ქმედებას, ის მაშინათვე მიყავთ კოლონიისგან შორს, რომ თავიდან აირიდონ საფრთხე.
ჭიანჭველების მაგალითი იმიტომ იყო მოტანილი რომ ისინი ერთ-ერთ ყველაზე უფრო მრავალრიცხოვანი და საშიშები არიან ეკოსისტემის ბალანსისათვის. ალბათ გინახავთ მონადირე ჭიანჭველების არმია რომლის წინაშეც მათზე გაცილებით უფრო დიდი არსებებიც კი უძლურნი არიან, ჭიანჭველების გარდა კორდიცეპსი ყველა სხვა მწერსაც ეყრება, საინტერესოა რომ ყოველი მწერის სახეობას ექსკლუზიურად მასზე დასპეციალიზებული კორდიცეპსი ყავს. როგორცკი რომელიმე მწერის სახეობა იწყებს უკონტროლოდ ზრდას შანსი რომ კორდიცეპსი მათ დაერევა შესაბამისად იზრდება, ხოლო როგორც კი სახეობის პოპულაცია იკლებს, კორდიცეპსით დაავადების შანსიც კლებულობს.
ახლა კი კითხვა რომელიც ყველას გაგიჩნდათ მაგრამ გეშინიათ რომ დაუსვათ თქვენს თავს, შეიძლება კი კორდიცეპსი ადამიანებს შეეყაროს? ჯერჯერობით ეგეთი ფაქტი არ არის დაფიქსირებული თუმცა თუ გავითვალისწინებთ რომ ეს სოკო ბუნების იარაღია რომელიც ზედმეტად გამრავლებულ სახეობის პოპულაციას ამცირებს, მაშინ ლოგიკური იქნება რომ ბუნება შეეცდება 7 მილიარდი გაუმაძღარი და ცალკეული ეკოსისტემისათვის კი არა მთლიანად პლანეტისათვის საშიში ადამიანების რაოდენობის დაგდებას. აქვე დავამატებ რომ ჩინელები კორდიცეპს როგორც წამალს ისე ხმარობენ.
კორდიცეპსი და ადამიანი უკვე რამდენიმე ათასი წელია იცნობენ ერთმანეთს და აქმდე კორდიცეპსი გვშველოდა, აქამდე ადამიანები დიდ საფრთხეს არც წარმოადგენდნენ ბუნებისათვის, რადგან მხოლოდ XIX საუკუნეში შეძლო ადამიანის სახეობამ გამხდარიყო 1 მილიარდი, მაგრამ ორ საუკუნეზე ნაკლებ ხანში ჩვენ შევძელით 7-ჯერ მეტნი გამხვდარიყავით, უამრავ რესურს მოვიხმართ და საფრთხეს ვუქმნით ყველა ცოცხალ ორგანიზმს ამ პლანეტაზე ჩვენი თავის ჩათვლით, კითხვას ახლა თქვენ უპასუხეთ!!!
ვინც ინგლისური იცის ეს ვიდეო ნახოს აუცილებლად.